📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.12.2010
ძალის დაკარგვა 01.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №171/01
სარეგისტრაციო კოდი 300060000.18.011.016020
გამოქვეყნების წყარო სსმ, 171, 30/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,747 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2010 მიღება
01.03.2024 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:#954F72; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p {margin-right:0in; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin-right:0in; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.mimgebixml0, li.mimgebixml0, div.mimgebixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} span.saxexmlChar { font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} span.PlainTextChar { font-family-f:'Courier New';} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №171/01 2010 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის,კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52 -ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“საქართველოს კანონის მე -2 მუხლის 50 -ე პუნქტის, 28-ე და 32-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის,კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა)„ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ორმაგი ლიცენზირებისწესის“დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 25 ივლისის №20 დადგენილება; ბ)„ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურების შესახებ“წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2006 წლის 27 ივლისის №66 დადგენილება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქადაგიძე ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის,კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს: ა) მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის (შემდგომში – ცენტრალური დეპოზიტარის) ლიცენზიის მისაღებად, სალიცენზიო განცხადებისფორმასა და წარდგენის პროცედურას; ბ) მოთხოვნებს ცენტრალური დეპოზიტარის საკუთარი კაპიტალის მინიმალურ ოდენობის მიმართ; გ) ცენტრალური დეპოზიტარის მიერანგარიშის შედგენის, საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარმოდგენის პერიოდულობასა და პროცედურებს; დ) ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის განხორციელების პირობებს; ე) ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურების წესს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის ტექსტშიგამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დეპოზიტარული მომსახურება – ფასიანი ქაღალდების და ფულადი სახსრების აღრიცხვა და შენახვა, მათზე დეპონენტების უფლებების ფიქსირება და დადასტურება, აგრეთვე ამ უფლებების დატვირთვის და შეზღუდვის აღრიცხვა; ბ) დეპონენტი – ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების მფლობელი, რომელიც ხსნის, ფლობს და განკარგავს ანგარიშს, რომელზეც აღირიცხება მისი ან/და მისი კლიენტის ფასიანი ქაღალდები და ფულადი სახსრები; გ) ცენტრალური დეპოზიტარი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია, რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება; დ) კასტოდიანური მომსახურება – მომსახურება, რომელიც მოიცავს აქტივების, მათ შორის , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას და შენახვას, ინვესტირებას ანგარიშსწორების განხორციელებას მათი მეშვეობით, შემოსავლის მიღებას, ჩანაწერების წარმოებასა და ანგარიშგებას და მეურვეობის უფლებით; ე) ანგარიშსწორება - ფასიანი ქაღალდების გადაცემის ბოლო ეტაპი, რის შედეგადაც ხდება საკუთრების უფლების გადაცემა შესაბამის ფულად სახსრებზე და/ან ფასიან ქაღალდებზე; ვ) ცენტრალური კლირინგი – ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგებების ანგარიშსწორებამდე ჩასატარებელი პროცედურები. ცენტრალური კლირინგი შეიძლება მოიცავდეს მონაწილე მხარეების წმინდა პოზიციების დადგენას და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას ანგარიშსწორებისათვის; ზ) საკორესპოდენტო ანგარიში – ანგარიში, რომელიც ეხსნება დეპოზიტარს და განკუთვნილია მისი უფლებების დასაფიქსირებლად და დეპონენტების ანგარიშებზე არსებულ შესაბამის ფასიან ქაღალდებზე და ფულად სახსრებზე ანგარიშსწორებისათვის; თ) მიწოდება გადახდის სანაცვლოდ – ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვაზე გარიგების შესრულების მეთოდი, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ ან სრულად იქნება გადახდილი ფული და გადარიცხული შესაბამისი ფასიანი ქაღალდები ან არ მოხდება არც ერთი და არც მეორე; ი) ქართული დეპოზიტარული ხელწერილი – შესაბამისი უფლებამოსილების მქონე რეზიდენტი დეპოზიტარის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტურებენ უფლებებს გარკვეული რაოდენობის ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც გამოშვებულია არარეზიდენტი ემიტენტის მიერ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად; კ) დეკლარაცია – ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სპეციალური ფორმა, რომელიც ასახავს ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის შესაბამისობას „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – „კანონი“) დადგენილ მოთხოვნებთან; ლ) აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება – „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (ფასს)შესაბამისად მომზადებული ანგარიშგება, რომელიც აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.     მუხლი 3🔗. ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობები 1. ლიცენზიის მაძიებელმა ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მიღების მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს განცხადებით (დანართი №1), რომელსაც„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, თან უნდა დაურთოს ამ წესით განსაზღვრული და შევსებული დეკლარაცია (დანართი №2) (თანდართული დეკლარაციის ფორმა ლიცენზიის მაძიებლის მიერ უნდა იქნას შევსებული სრულყოფილად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი არ განიხილავს სალიცენზიო განცხადებას) აგრეთვესხვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, კერძოდ: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიცენზიის მაძიებლისმმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არ აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება. მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისთვის. ასევე , მათ ბოლო 5 წლის განმავლობაში, არ ჰქონდათ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის; გ) მნიშვნელოვანი წილის (10% და მეტის) მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა; დ) ინფორმაცია საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესახებ , რაც დადასტურება აუდიტებული ფინანსური ანგარიშგებით; ე) ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო ახალი). თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშგებას; ვ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.ზ) ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი წესდება, შინაგანაწესი და წესები; ზ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და პროფესიული გამოცდილების აღწერა; თ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე. 2. ლიცენზიის მაძიებლის ტექნიკური აღჭურვილობა უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს ცენტრალური დეპოზიტარის საქმინობის განსახორციელებლად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა. სალიცენზიო განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს ის პირობა, რომ ლიცენზიის მაძიებელი ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის საქმიანობის განხორციელების დროს გამოიყენებს იმ პროგრამას, რომელსაც ის ეროვნულ ბანკში წარადგენს ლიცენზიის მიღებამდე; ბ) აღჭურვილი უნდა იყოს სერვერით ან ცენტრალური კომპიუტერით, რომელსაც აქვს დაცული წვდომა სისტემასთან, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს ტრანზაქცია. 3. ლიცენზიის მაძიებელ კომპანიას წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის ფლობისყველა ეტაპზე უნდა გააჩნდეს ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე ჯამურად არანაკლებ მინიმალური კაპიტალის 100%-ის ოდენობით. 4. ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენისას ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ამ წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესასრულებლად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე განთავსებულიფულადი სახსრები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები. 6. იურიდიული პირები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადმინიჭებული აქვთ უფლება განახორციელონ ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა მათთვის გაცემული სხვა ლიცენზიის საფუძველზე, ვალდებულნი არიან ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე ან/და დასრულებამდე არაუგვიანეს 15 დღისა წერილობით აცნობონ აღნიშნული ფაქტის შესახებ ეროვნულ ბანკს. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელების დროს უნდა იხელმძღვანელონ ამ წესითა და ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელების დროს მათზე გავრცელდება ყველა ის მოთხოვნა და ვალდებულება, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ.     მუხლი 4🔗. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგიტრატორის საქმიანობის განხორციელების პირობები. 1. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეთავსების შემთხვევაში ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. 2. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ფასიანი ქაღალდების რეესტრი უნდა აწარმოოს კანონისა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.     მუხლი 5🔗. ფინანსური მოთხოვნები 1. ცენტრალური დეპოზიტარის საკუთარი კაპიტალიუნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კაპიტალის ოდენობის გაანგარიშება უნდა მოხდეს საანგარიშგებო წლისათვის ძალაში მყოფი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს), ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის ინტერპრეტაციების (ფაისკ)მიხედვით. 3. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია, საანგარიშო წლის ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საბანკო დაწესებულების (დაწესებულებების) მიერ დადასტურებული კვარტალური ამონაწერი ყოველდღიური ნაშთების შესახებ იმ ანგარიშიდან (ანგარიშებიდან), რომელზეც განთავსებულია ამ წესის მე -3 მუხლისმე-3 პუნქტით განსაზღვრული ოდენობა ან ცნობა საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან), რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს საბანკო დაწესებულების ბლანკზე და მითითებული უნდა იყოს კვარტალის განმავლობაში ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული მინიმალური ნაშთის ოდენობა (ამ წესის დანართ №3-ში მოცემული ფორმის შესაბამისად).     მუხლი 6🔗. ლიცენზიის გაცემა და გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. ლიცენზიის გაცემა ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითდადგენილი წესით. 2. ლიცენზია არ გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ; ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება. 3. ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებსლიცენზიის მაძიებლის განცხადების წარდგენიდან30 კალენდარული დღის ვადაში. 4. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ლიცენზიის მაძიებელს.     მუხლი 7🔗. ლიცენზიის გაუქმება 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავითა და კანონის 31 -ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გაუუქმოს ცენტრალურ დეპოზიტარს ლიცენზია. 2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი არ ასრულებს ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობებს, ან ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ეროვნული ბანკი აფრთხილებს ლიცენზიის მფლობელს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 კალენდარული დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები. 3. თუ ლიცენზიის მფლობელი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმოს ლიცენზია. ლიცენზიის გაუქმების საფუძველს ასევე წარმოადგენს: ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა, რომელსაც იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78 -ე მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს ეროვნულ ბანკს; ბ) ლიცენზიის მფლობელის ლიკვიდაცია; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლებისჩამორთმევის თაობაზე. 4. ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს ლიზენზიის გაუქმების საფუძვლის აღმოჩენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 5. ეროვნული ბანკი ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 6. ეროვნულ ბანკს სალიცენზიო მოწმობა უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში.     მუხლი 8🔗. ცენტრალური დეპოზიტარის მირ ეროვნულ ბანკშიწარმოსადგენი ანგარიშგება 1. ყოველი კალენდარული წლის დამთავრებიდან 1 თვის ვადაში ცენტრალურმა დეპოზიტარმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს და ეროვნულ ბანკში წარდგენისთანავე თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს: ა) ცენტრალური დეპოზიტარის აქციონერთა (პარტნიორთა) სია; ბ) კრებსითი ინფორმაცია ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და თანხის შესახებ; გ) ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციების რაოდენობისა და დინამიკის შესახებ; დ) ინფორმაცია დეპოზიტარში გახსნილი და დახურული ანგარიშების შესახებ. 2. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ყოველწლიურადეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს შესაბამისი კალენდარული წლის აუდიტებული წლიური ფინანსური ანგარიშგება, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. 3. წლიური აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება მომზადებულ უნდა იქნეს საანგარიშგებო წლისათვის ძალაში მყოფი ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს), ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის ინტერპრეტაციების (ფაისკ)მიხედვით. 4. ცენტრალურმა დეპოზიტარმა წლიური აუდიტებული ფინანსური ანგარიშგებაეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს როგორც მატერიალიზებული, ასევე ელექტრონული ფორმით. წლიური აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება ელექტრონულად წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ისა და PDF-ის ფორმატში. ამასთან, ორივე ფორმით წარდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს იდენტური. ფორმებს შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მატერიალიზებულ ფორმას. ანგარიშგებაში შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გამოიყენოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები და/ან საფონდო ბირჟას მოსთხოვოს შეცდომების გამოსწორება. 5. პასუხისმგებლობა წლიური ფინანსური ანგარიშგების სწორად შედგენაზე ეკისრებათ კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს. 6. წლიური აუდიტებული ფინანსური ანგარიშგებაშეიცავს: ა) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება(საბალანსო უწყისი); ბ) სრული შემოსავლის ანგარიშგება (მოგება -ზარალის უწყისი); გ) კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას; დ) ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებას; ე) ახსნა-განმარტებით შენიშვნებს. 7. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ PDF ფორმატში წარმოდგენილ წლიურ აუდიტებულ ანგარიშგებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეროვნულმა ბანკმაარ უნდა გამოაქვეყნოს ის ინფორმაცია, რომელიც მის მიერ კონფიდენციალურად იქნება ცნობილი ცენტრალური დეპოზიტარის მოთხოვნის საფუძველზე. 8. ცენტრალურმა დეპოზიტარმა თავისი აუდიტებული ფინანსური ანგარიშგებაეროვნულ ბანკში წარდგენისთანავე უნდა გამოაქვეყნოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ეროვნული ბანკის მიერ კონფიდენციალურად ცნობილი ინფორმაციის გარდა. 9. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს მიმდინარე შეტყობინება ამ პუნქტში ჩამოთვლილი მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა: ა) ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ; ბ) ცენტრალური დეპოზიტარის წესების შეცვლის, ახალი წესების მიღების ან მოქმედი წესების გაუქმების შესახებ; გ) აქციათა კონტროლთან დაკავშირებიული ცვლილებების შესახებ; დ) ეროვნულ ბანკში უკანასკნელად წარდგენილი აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული კაპიტალის 10% -ის და მეტი ღირებულების იმ აქტივების შეძენის ან გასხვისების შესახებ; ე) გაკოტრების საქმის აღძვრის, გაკოტრების დასრულების და რეაბილიტაციის, გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის შესახებ; ვ) აუდიტორის ცვლილების შესახებ; ზ) ცენტრალური დეპოზიტარისმმართველი ორგანოს წევრების ცვლილებების შესახებ. 10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებას ხელს აწერს ცენტრალური დეპოზიტარის წარმომადგენლობაზეუფლებამოსილი პირი.     მუხლი9. ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურების სახეები 1. ცენტრალური დეპოზიტარი უნდა ახორციელებდეს შემდეგ ძირითადმომსახურებას: ა) ფასიანი ქაღალდების და ფულადი სახსრების აღრიცხვასა და შენახვას, დეპონენტთა უფლებების დაფიქსირებას და დადასტურებას; ბ) ფასიანი ქაღალდებით გარიგებების კლირინგსა და ანგარიშსწორებას. 2. ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი სახისდამატებითი მომსახურებები: ა) კასტოდიანური მომსახურების გაწევა რეზიდენტი და არარეზიდენტი დეპონენტებისათვის როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ფასიან ქაღალდებზე და ფულად სახსრებზე; ბ) დეპოზიტარული მომსახურება ყველა იმ ფასიანი ქაღალდების მიმართ, რომლებიც დაშვებულია ცენტრალურ დეპოზიტარში; გ) სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ფასიანი ქაღალდების შენახვა; დ) ფასიანი ქაღალდების მფლობელების რეესტრების წარმოება, ასევე კლიენტების ანგარიშების მართვა ამ წესის მე -4 მუხლის შესაბამისად; ე) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურება საპენსიო ფონდებისათვის; ვ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაცემთა სისტემატიზებული ბაზის წარმოება. ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და წარდგენა ემიტენტების ფასიანი ქაღალდების გამოშვების, კორპორაციული ქმედებების, ემიტენტებთან დაკავშირებული არსებითი ფაქტების და მოვლენების, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ბაზრის სტატისტიკური მონაცემების თაობაზე; ზ) ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორებთან შეთანხმებით ცენტრალური დეპოზიტარის მიერ რეგისტრატორების მონაცემთა ბაზებისა და სხვა ინფორმაციის სარეზერვო ასლების შენახვა.     მუხლი10. ცენტრალური დეპოზიტარის უფლებამოსილებანი 1. ანგარიშების გახსნისა და წარმოებისათვის ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია: ა) გახსნას ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების (ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში) ანგარიშები, მათ შორის, ფასიანი ქაღალდებით გარიგებების კლირინგისა და ანგარიშსწორებისათვის; ბ) გაუხსნას საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები რეზიდენტ დეპოზიტარებს, აგრეთვე სხვა რეზიდენტებს, რომლებისთვისაც დასაშვებია ანგარიშების გახსნა ცენტრალურ დეპოზიტარში. განახორციელოს ამ ანგარიშების წარმოება; გ) გაუხსნას საკორესპონდენტო ანგარიშები სხვა ქვეყნების ცენტრალურ დეპოზიტარებს და საერთაშორისო დეპოზიტარულ-საკლირინგო ორგანიზაციებს და განახორციელოს ამ ანგარიშების წარმოება. აგრეთვე გახსნას ფულადი სახსრებისანგარიშები მოთხოვნილ ვალუტაში დეპოზიტარული და საანგარიშსწორებო ოპერაციების განსახორციელებლად; დ) გახსნას საკორესპონდენტო ანგარიშები სხვა ქვეყნების ცენტრალურ დეპოზიტარებში და საერთაშორისო საკლირინგო-სადეპოზიტო ორგანიზაციებში, აგრეთვე გახსნას ფულადი სახსრების ანგარიშები მოთხოვნილ ვალუტაში დეპოზიტარული და საანგარიშსწორებო ოპერაციების განსახორციელებლად; ე) გახსნას საკორესპონდენტო და სხვა ანგარიშები სხვა არერეზიდენტ ორგანიზაციებში, რომლებიც აწარმოებენ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებს თავისი კლიენტებისათვის, ასევე გაუხსნას საკორესპონდენტო და სხვა ანგარიშები ასეთ ორგანიზაციებს, თუ დაშვებულია ასეთი ორგანიზაციებისათვის ანგარიშების გახსნა ცენტრალურ დეპოზიტარში და განახორციელოს ამ ანგარიშების წარმოება; ვ) მოსთხოვოს ანგარიშის მფლობელებს გახსნან ფულადი სახსრების ანგარიშები მის მიერ შეთავაზებულ ბანკებში. 2. კლირინგისა და ანგარიშსწორების განხორციელებისას ცენტრალური დეპოზიტარიუფლებამოსილია: ა) განახორციელოს კლირინგი და ანგარიშსწორება ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე დადებული გარიგებების შედეგების მიხედვით; ბ) განახორციელოს კლირინგი და ანგარიშსწორება არაორგანიზებულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დადებული გარიგებების საფუძველზე; გ) უზრუნველყოს –„მოწოდება გადახდის სანაცვლოდ“ – რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობა ორგანიზებული და არაორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დადებული გარიგებებისას; დ) უზრუნველყოს ანგარიშსწორების სისტემა „მიწოდება გადახდის სანაცვლოდ“ რეალური დროის რეჟიმში, აგრეთვე ანგარიშსწორების ალტერნატიული სისტემა გარიგების დადების მომენტიდან ერთი დღის ან გარიგების პირობებით გათვალისწინებულ სხვა ვადაში. 3. ფასიანი ქაღალდების სესხების, გირავნობისა და რეპო ოპერაციების განხორციელებისას ცენტრალური დეპოზიტარიუფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების სესხების სისტემის ჩამოყალიბება დადებული გარიგებების შესრულების გარანტიის მიზნით; ბ) გამოვიდეს როგორც ,მესამე მხარე, გირავნობის ოპერაციების, სამმხრივი რეპო გარიგებებისა და სხვა აუცილებელ შემთხვევებში გარიგებების პირობების შესრულების გარანტად. 4. ქართული დეპოზიტარული ხელწერილების მიმართ ცენტრალური დეპოზიტარიუფლებამოსილია: ა) განახორციელოს ქართული დეპოზიტარული ხელწერილების ემისია და მათი დეპოზიტარული მომსახურება; ბ) აწარმოოს ქართული დეპოზიტარული ხელწერილებისა და სხვა წარმოებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების უზრუნველსაყოფად დეპონირებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა და შენახვა. 5. ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ფუნქციების განხორციელებისას,უფლებამოსილია უზრუნველყოს კორპორაციული ქმედებების ეფექტური შესრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სტანდარტების საფუძველზე, მათ შორის , ფასიანი ქაღალდების განთავსებისას, ფასიანი ქაღალდებზე დივიდენდების გადახდისას, ფასიანი ქაღალდების დაფარვისას, ფასიანი ქაღალდების მფლობელების რეესტრების შედგენისას რეგისტრატორთან ან ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 6. სტანდარტების გავრცელების, სტატისტიკისა და კონსულტაციების განხორციელებისას ცენტრალური დეპოზიტარიუფლებამოსილია: ა) გაავრცელოს დეპოზიტარული მომსახურების წარმოების საერთაშორისო სტანდარტები; ბ) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დეპოზიტარული მომსახურებისსტატისტიკური მონაცემების შეგროვება, შენახვა და გავრცელება; გ) აწარმოოს საკონსულტაციო საქმიანობა დეპოზიტარული მომსახურების სფეროში. დანართი №3 ცნობა კვარტალის განმავლობაში ცენტრალური დეპოზიტარის ანგარიშზე არსებული მინიმალური ნაშთის ოდენობის შესახებ ცნობა ეძლევა–––––––––––––––––––––––––– მასზე , რომ 201– წლის ––––––––––– დან ორგანიზაციის დასახელება 201 –– წლის –––––––––––––––– მდემის ანგარიშზე № –––––––– მინიმალური ნაშთის ოდენობა შეადგენდა –––––––––––––– ლარს. ცნობა ეძლევა საქართველოსეროვნულ ბანკშიწარსადგენად. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                 –––––––––––––––––––––––––– უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა                                                                ხელმოწერა