საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №169/01
სარეგისტრაციო კოდი 300060000.18.011.016018
გამოქვეყნების წყარო სსმ, 171, 30/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,828 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family-f:Consolas;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} span.saxexmlChar { font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} span.PlainTextChar { font-family-f:Consolas;} .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №169/01 2010 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 32-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის ანგარიშგების“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2006 წლის 27 ივლისის №67 დადგენილება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქადაგიძე საფონდო ბირჟის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს: ა) მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი საფონდო ბირჟის ლიცენზიის მისაღებად, სალიცენზიო განცხადების ფორმასა და წარდგენის პროცედურას; ბ) მოთხოვნებს საფონდო ბირჟის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ; გ) საფონდო ბირჟის მიერ ანგარიშის შედგენის, საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – „ეროვნული ბანკი“) წარმოდგენის პერიოდულობასა და პროცედურებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) დეკლარაცია – ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სპეციალური ფორმა, რომელიც ასახავს ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრის შესაბამისობას „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი) დადგენილ მოთხოვნებთან; ბ) აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება – „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (ფასს) შესაბამისად მომზადებული ანგარიშგება, რომელიც აუდიტებულია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 3. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.     მუხლი 3🔗. საფონდო ბირჟის სალიცენზიო პირობები 1. ლიცენზიის მაძიებელმა საფონდო ბირჟის ლიცენზიის მიღების მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს განცხადებით (დანართი №1) და თან უნდა დაურთოს ამ წესით განსაზღვრული და შევსებული დეკლარაცია (დანართი №2) (თანდართული დეკლარაციის ფორმა ლიცენზიის მაძიებლის მიერ უნდა იქნას შევსებული სრულყოფილად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი არ განიხილავს სალიცენზიო განცხადებას) აგრეთვე სხვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, კერძოდ: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არ აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება. მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისთვის. ასევე მათ ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის (დანართი №2); გ) მნიშვნელოვანი წილის (10% და მეტის) მფლობელი პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა; დ) ინფორმაცია საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესახებ, რაც დადასტურებულია აუდიტებული ფინანსური ანგარიშგებით; ე) ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო ახალი). თუ, ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშგებას; ვ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 2. ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი წესდება, შინაგანაწესი და წესები, რომლებიც: ა) მოიცავს საფონდო ბირჟის წევრობის, სავაჭრო, სავაჭროდ დასაშვებ, უთანხმოებათა მოგვარებისა და სხვა წესებს; ბ) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას საფონდო ბირჟის ყველა წევრისა თუ წევრობის კანდიდატისადმი. 3. ლიცენზიის მაძიებლის ტექნიკური აღჭურვილობა უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს საფონდო ბირჟის საქმაინობის განსახორციელებლად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა. სალიცენზიო განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს ის პირობა, რომ ლიცენზიის მაძიებელი საფონდო ბირჟის ლიცენზიის საქმიანობის განხორციელების დროს გამოიყენებს იმ პროგრამას, რომელსაც ის ეროვნულ ბანკში წარადგენს ლიცენზიის მიღებამდე; ბ) აღჭურვილი უნდა იყოს სერვერით ან ცენტრალური კომპიუტერით, რომელსაც აქვს დაცული წვდომა სისტემასთან, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს ტრანზაქცია; გ) გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტართან, იმის თაობაზე, რომ ლიცენზიის აღების შემთხვევაში ისარგებლებს ამ ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურებით. 4. ლიცენზიის მაძიებელ კომპანიას წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და საფონდო ბირჟის ლიცენზიის ფლობის ყველა ეტაპზე უნდა გააჩნდეს ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე ჯამურად არანაკლებ მინიმალური კაპიტალის 100%-ის ოდენობით. 5. ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენისას ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ამ წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესასრულებლად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს  საქართველოს ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომლელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.     მუხლი 4🔗. ფინანსური მოთხოვნები 1. საფონდო ბირჟის საკუთარი კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კაპიტალის ოდენობის გაანგარიშება უნდა მოხდეს საანგარიშგებო წლისათვის ძალაში მყოფი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს), ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის ინტერპრეტაციების (ფაისკ) მიხედვით. 3. საფონდო ბირჟა ვალდებულია, საანგარიშო წლის ყოველი კვარტა ლის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საბანკო დაწესებულების (დაწესებულებების) მიერ დადასტურებული კვარტალური ამონაწერი ყოველდღიური ნაშთების შესახებ იმ ანგარიშიდან (ანგარიშებიდან), რომელზეც განთავსებულია ამ წესის მე- 3 მუხლის მე- 4 პუნქტით განსაზღვრული ფულადი სახსრები ან ცნობა საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან), რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს საბანკო დაწესებულების ბლანკზე და მითითებული უნდა იყოს კვარტა ლის განმავლობაში ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული მინიმალური ნაშთის ოდენობა (ამ წესის დანართ №3-ში მოცემული ფორმის შესაბამისად). მუხლის 5. ლიცენზიის გაცემა და გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. ლიცენზიის გაცემა ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. ლიცენზია არ გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ; ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება. 3. ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 4. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ლიცენზიის მაძიებელს.     მუხლი 6🔗. ლიცენზიის გაუქმება 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავითა და კანონის 31- ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გააუქმოს საფონდო ბინჟის ლიცენზია. 2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი არ ასრულებს საფონდო ბირჟის სალიცენზიო პირობებს, ან ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ეროვნული ბანკი აფრთხილებს ლიცენზიის მფლობელს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 კალენდარული დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები. 3. თუ ლიცენზიის მფლობელი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე- 2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმოს ლიცენზია. ლიცენზიის გაუქმების საფუძველს ასევე წარმოადგენს: ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა, რომელსაც იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78- ე მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს ეროვნულ ბანკს; ბ) ლიცენზიის მფლობელის ლიკვიდაცია; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე. 4. ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს ლიც ენზიის გაუქმების საფუძევლის აღმოჩენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 5. ეროვნული ბანკი ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 6. ეროვნულ ბანკს სალიცენზიო მოწმობა უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში.     მუხლი 7🔗. საფონდო ბირჟის მიერ ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი ანგარიშგება საფონდო ბირჟა ეროვნულ ბანკში წარადგენს: ა) წლიურ აუდიტებულ ანგარიშგებას; ბ) წლიურ ანგარიშგებას საფონდო ბირჟის საქმიანობის შესახებ; გ) მიმდინარე ანგარიშგებას (შეტყობინებას).     მუხლი 8🔗. საფონდო ბირჟის მიერ წარმოსადგენი წლიური აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება 1. საფონდო ბირჟამ ყოველწლიურად უნდა მოამზადოს და დადგენილ ვადაში ეროვნულ ბანკში წარადგინოს შესაბამისი კალენდარული წლის აუდიტებული წლიური ფინანსური ანგარიშგება, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. 2. საფონდო ბირჟის მიერ მომზადებული წლიური აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება უნდა შეიცავდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებითა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილ ფინანსურ ანგარიშგებებსა (უწყისებს) და შენიშვნებს. 3. საფონდო ბირჟამ წლიური აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს როგორც მატერიალიზებული, ასევე ელექტრონული ფორმით. წლიური აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება ელექტრონულად წარმოდგენილ უნდა იქნე ს Excel -ისა და PDF-ის ფორმატში. ამასთან, ორივე ფორმით წარდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს იდენტური. ფორმებს შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მატერიალიზებულ ფორმას. ანგარიშგებაში შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გამოიყენოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები და/ან საფონდო ბირჟას მოსთხოვოს შეცდომების გამოსწორება. 4. პასუხისმგებლობა წლიური ფინანსური ანგარიშგების სწორად შედგენაზე ეკისრებათ კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს. 5. წლიური აუდიტებული ფინანსური ანგარიშგება შეიცავს: ა) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (საბალანსო უწყისი); ბ) სრული შემოსავლის ანგარიშგება (მოგება- ზარალის უწყისი); გ) კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას; დ) ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებას; ე) ახსნა-განმარტებით შენიშვნებს. 6. საფონდო ბირჟის მიერ PDF ფორმატში წარმოდგენილ წლიურ აუდიტებულ ანგარიშგებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეროვნულმა ბანკმა არ უნდა გამოაქვეყნოს ის ინფორმაცია, რომელიც მის მიერ კონფიდენციალურად იქნება ცნობილი. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიში საფონდო ბირჟამ უნდა გამოაქვეყნოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ეროვნული ბანკის მიერ კონფიდენციალურად ცნობილი ინფორმაციის გარდა.     მუხლი 9🔗. საფონდო ბირჟის მიერ წარმოსადგენი წლიური ანგარიშგება მისი საქმიანობის შესახებ 1. საფონდო ბირჟამ უნდა მოამზადოს და ეროვნულ ბანკში ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა წარმოადგინოს წლიური ანგარიშგება მისი საქმიანობის შესახებ როგორც მატერიალიზებული, ასევე ელექტრონული ფორმით. 2. საფონდო ბირჟის მიერ წარმოდგენილი წლიური ანგარიშგება საქმიანობის შესახებ მოიცავს: ა) კრებსით ინფორმაციას ვაჭრობის ძირითად მაჩვენებლებთან (გარიგების რაოდენობა, ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ღირებულება) დაკავშირებით ემიტენტების მიხედვით და საბროკერო კომპანიების მიხედვით; ბ) იმ საწარმოთა ნუსხას, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაშვებულია საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში; გ) საფონდო ბირჟის აქციონერთა (პარტნიორთა) რეესტრი; დ) იმ საწარმოთა ნუსხას, რომელთა ფასიანი ქაღალდებზე ბოლო 2 წლის განმავლობაში დაიდო გარიგება საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიაზე ან/და დაფიქსირდა გარიგება საფონდო ბირჟაზე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის ეროვნულ ბანკში წარდგენისთანავე საფონდო ბირჟამ აღნიშნული ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებას ხელს აწერს საფონდო ბირჟის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.     მუხლი 10🔗. საფონდო ბირჟის მიერ ეროვნულ ბანკში წარმოსადგენი მიმდინარე ანგარიშგება (შეტყობინება) 1. საფონდო ბირჟამ მიმდინარე ანგარიშგება (შეტყობინება) უნდა წარმოადგინოს: ა) საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის შეჩერების, განახლების და ვაჭრობიდან მოხსნის შესახებ; ბ) ბირჟის ვაჭრობაში მონაწილეთათვის მონაწილეობის უფლების შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების შესახებ; გ) ბირჟის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ; დ) ბირჟის წესების შეცვლის, ახალი წესების მიღების ან მოქმედი წესების გაუქმების შესახებ; ე) აქციათა კონტროლთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ; ვ) ეროვნულ ბანკში უკანასკნელად წარდგენილი აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული კაპიტალის 10%-ის და მეტი ღირებულების აქტივების შეძენის ან გასხვისების შესახებ; ზ) გაკოტრების საქმის აღძვრის, გაკოტრების დასრულების და რეაბილიტაციის, გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის შესახებ; თ) ბირჟის საქმიანობის შეჩერების ან/და განახლების შესახებ; ი) აუდიტორის ცვლილების შესახებ; კ) ბირჟის მმართველი ორგანოს წევრების ცვლილებების შესახებ. 2 . საფონდო ბირჟამ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს მიმდინარე შეტყობინება ამ მუხლში ჩამოთვლილი მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. 3 . ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებას ხელს აწერს საფონდო ბირჟის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. დანართი №3 ცნობა კვარტა ლის განმავლობაში საფონდო ბირჟის ანგარიშზე არსებული მინიმალური ნაშთის ოდენობის შესახებ ცნობა ეძლევა___________________________ მასზე, რომ 201_ წლის __________________ დან           ორგანიზაციის დასახელება 201 __ წლის ____________________ მდე მის ანგარიშზე № _____________ მინიმალური ნაშთის ოდენობა შეადგენდა ______________ ლარს. ცნობა ეძლევა საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენად. ______________________________________________            __________________________   უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა                               ხელმოწერა