ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში არსებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №386
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 85, 26/08/2002
matsne.gov.ge 628 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში არსებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 50.85pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №386 2002 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში არსებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე, კერძოდ, ადიგენის, ახალციხის, ბაღდათის, ბორჯომის, ხარაგაულისა და ხაშურის რაიონების ტერიტორიებზე (დამხმარე ზონა) არსებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები ძალზე მძიმე მდგომარეობაშია. ისინი საჭიროებენ სასწრაფო აღდგენასა და შემდგომში მათი ექსპლუატაციის გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, ერთი მხრივ, წყლის მოხმარების უკეთ აღრიცხვა და ეკოლოგიურად სწორად გამოყენება, და, მეორე მხრივ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული რაიონების ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ეფექტიანი ექსპლუატაცია დაკისრებული აქვთ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ აღნიშნული ფუნქციების შესრულებას. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში არსებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების აღდგენისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე მათი შემდგომი ექსპლუატაციისა და მართვის გაუმჯობესების ამოცანების კომპლექსურად გადაწყვეტისათვის მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელება  დაეკისროს  ერთიან  მიზნობრივ  გაერთიანებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების შესახებ“ საქართველოს კანონისა და  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად: 1. შეიქმნას წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საჯარო სამართლის კორპორაცი – „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის წყალმომარაგება და კანალიზაცია“ (შემდგომში – კორპორაცია). 2. კორპორაციაში წევრად შესვლის უფლებამოსილება თავდაპირველად მიენიჭოთ საქართველოს იმ ადმინისტრაციულ ერთეულებს (რაიონებსა და რაიონულ ცენტრებს), რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ხოლო შემდგომ – იმ ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომლებიც მდებარეობენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში, აქვთ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის საკუთარი ცენტრალიზებული სისტემა ან საკურორტო დანიშნულება, კერძოდ, შემდეგ დაბებს: აბასთუმანი, ახალდაბა, ბაკურიანი, ვალე, საირმე და სურამი. 3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ: ა) კორპორაციის დებულება უნდა დაამტკიცოს კორპორაციის წევრთა საერთო კრებამ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) კორპორაციის მართვის წესი განისაზღვრება კორპორაციის დებულებით. 4. კორპორაციის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად. 5.  საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს.პავლიაშვილი) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ ადიგენის, ახალციხის, ბაღდათის, ბორჯომის, ხარაგაულისა და ხაშურის რაიონებში მოსახლეობის წყალმომარაგების მიზნით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით შეტანილი წყალმომარაგების სისტემების (წყალმომარაგებისათვის საჭირო სხვა ინვენტარის) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის დაბრუნება. 6. დადგინდეს, რომ საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის რეფორმის, მისი კონცეფციისა და წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 სექტემბრის №531 ბრძანებულების მოქმედება, რომელიც შეეხება ორგანიზაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, არ ვრცელდება ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ერთეულებზე. ამასთან გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ექსპლუატაციის ტექნიკური ნორმების გამოყენების ზედამხედველობას დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. ე. შევარდნაძე