სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

მიღების თარიღი 14.05.1999
ძალის დაკარგვა 01.01.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1966
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.000.536
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18(25), 01/06/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,790 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.1999 მიღება
01.01.2003 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:49.65pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზიით ნებადართული სამეწარმეო საქმიანობის სახეებსა და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს, ადგენს ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესსა და საფუძვლებს. 2. ამ კანონით დადგენილი წესით ლიცენზირებას ექვემდებარება სამეწარმეო საქმიანობა, რომელმაც შეიძლება განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საჯარო წესრიგს. 3. ეს კანონი განსაზღვრავს საქმიანობათა სახეებს, რომლებიც საჭიროებს ლიცენზიას, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ ლიცენზია. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; ბ) საქონლის (პროდუქციის, სამუშაოს, მომსახურების) საექსპორტო-საიმპორტო ურთიერთობებზე; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, ელექტროენერგეტიკის, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროებში კანონმდებლობით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე; დ) კვების, მათ შორის, ბავშვთა კვებისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოებაზე; ე) სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ლიცენზირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომელთაც არეგულირებს საქართველოს კანონი „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“. საქართველოს 2000 წლის 15 ოქტომბრის კანონი №494-სსმI,№33,03.10.2000წ.,მუხ.98     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამეწარმეო საქმიანობა – ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა; ბ) ლიცენზია – სახელმწიფო ორგანოს სპეციალური ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს გარკვეული სახის საქმიანობა; გ) ლიცენზიის მაძიებელი – ლიცენზიის მიღების მსურველი რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი; დ) ლიცენზიის გამცემი – სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას; ე) სალიცენზიო რეესტრი (სახელმწიფო და უწყებრივი) – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ლიცენზიის გაცემის, შეჩერების და გაუქმების მონაცემთა ერთობლიობის შესახებ; ვ) ლიცენზიის მფლობელი – რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა; ზ) სალიცენზიო მოსაკრებელი – ლიცენზიის მაძიებლისათვის კანონით განსაზღვრული ოდენობით დაკისრებული გადასახდელი; თ) შეტყობინება – ამ კანონით განსაზღვრულ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა წერილობითი ფორმით ინფორმირება მე-15 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყების შესახებ.     მუხლი 3🔗. კანონის წინაშე თანასწორობა ამ კანონის შესაბამისად, ლიცენზირებას ექვემდებარება როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი პირის საქმიანობა, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და რეგისტრაციის ადგილისა.     მუხლი 4🔗. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები 1. საქართველოში ლიცენზირებას ექვემდებარება შემდეგი სამეწარმეო საქმიანობა, რომელზედაც ლიცენზიას გასცემენ ამ მუხლში ჩამოთვლილი ორგანოები: ა) სადაზღვევო საქმიანობა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; ბ) საბანკო საქმიანობა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა – საქართველოს ეროვნული ბანკი; გ) იარაღისა და საბრძოლო მასალების დამზადება, შეკეთება, ვაჭრობა – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრული კვოტირების ფარგლებში); დ) საზღვაო გადაყვანა და ბუქსირზიდვა – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო; ე) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობა (საბროკერო კომპანიების, ბროკერების, საფონდო ბირჟების, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების საქმიანობა) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ვ) ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობა – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ზ) სამკურნალო საშუალებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებების დამზადება, სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა –საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; თ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ი) საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო (კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში); კ) სააუდიტორო ფირმების საქმიანობა – საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო; ლ) კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა – საქართველოს განათლების სამინისტრო; მ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები შესაბამის ტერიტორიაზე, ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნორმატიული აქტით, დამატებით განსაზღვრავენ ლიცენზიის გამცემ ორგანოებს. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №164-სსმI,№8,15.03.2000წ.,მუხ.15 საქართველოს 2000 წლის 15 ოქტომბრის კანონი №494-სსმI,№33,03.10.2000წ.,მუხ.98     მუხლი 5🔗. ლიცენზიის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება 1. ლიცენზიის გამცემი სახელმწიფო ორგანო: ა) გასცემს ლიცენზიას ამ კანონით გათვალისწინებულ სამეწარმეო საქმიანობაზე და აწარმოებს უწყებრივ რეესტრს; ბ) კანონით დადგენილი წესით შეაჩერებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად მიმართავს სასამართლოს ლიცენზიის გასაუქმებლად; გ) აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემდგენელ ორგანოს, ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების თაობაზე; დ) აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”. 2. ლიცენზიის ფორმა განისაზღვრება ლიცენზიის გამცემი ორგანოს ნორმატიული აქტით. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემი ორგანოს ნორმატიული აქტით მეწარმის უფლებების შეზღუდვა, დამატებითი ინფორმაციის ან ხარჯების გაწევის მოთხოვნა. 3. ლიცენზიის გამცემი სახელმწიფო ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის შემდგენელ ორგანოს, მიაწოდოს ინფორმაცია ყოველი ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე. ლიცენზიის გამცემი ორგანო ამასთანავე ვალდებულია, ყოველწლიურად, არა უგვიანეს 20 იანვრისა, მიაწოდოს იუსტიციის სამინისტროს ლიცენზიებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, მათ შორის, თუ რამდენმა და რომელი ლიცენზიის მფლობელმა გაასაჩივრა სასამართლოში ლიცენზიის გამცემი ორგანოს ქმედება. სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის ფორმას, ინფორმაციის მიწოდების ფორმებსა და წესს განსაზღვრავს იუსტიციის სამინისტრო. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მონაცემების კვარტალური გამოქვეყნება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”. თავი II ლიცენზიის გაცემის წესი     მუხლი 6🔗. ლიცენზიის მოქმედების ვადა 1. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. 2. ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას ახორციელებს ლიცენზიის გამცემი ორგანო მისი გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. 3. ლიცენზიის გადაცემა სხვა პირისათვის აკრძალულია.     მუხლი 7🔗. ლიცენზიის მიღების საფუძველი 1. ლიცენზიის მიღების საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებს, ნომერს, პროფესიას, სამუშაო და საცხოვრებელ ადგილს; ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს), წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და გვარს; გ) მითითებას, თუ რომელი სახის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს პირი. 3. კომერციული ბანკებისათვის ლიცენზიის მისაღებად საჭირო საბუთების ნუსხა განისაზღვრება ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით. 4. განცხადებას უნდა დაერთოს სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მისაღებად ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების და პირობების დამატებითი ნუსხა შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 6. ლიცენზიის მფლობელი მისი საფირმო სახელწოდების (გვარის, სახელის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ვალდებულია კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის გამცემ ორგანოს წერილობით აცნობოს ამის შესახებ და წარადგინოს სათანადო დოკუმენტები სახელმწიფო რეგისტრაციიდან 7 დღის განმავლობაში.     მუხლი 8🔗. ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა 1. ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის მაძიებლის ან კანონით განსაზღვრული წესით მისი წარმომადგენლის წერილობით განცხადებაზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. 2. ლიცენზიის გამცემი ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზირების პროცესში ჩართულ სამთავრობო დაწესებულებათა მონაწილეობით ქმნის მუდმივმოქმედ კომისიას. 3. კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს და განსაზღვროს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის პირობებს. 4. ლიცენზიის გამცემი ორგანო განხილვის შედეგების გათვალისწინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ლიცენზიის გაცემის შესახებ; ბ) ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 5. ლიცენზიის გაცემაზე უარი უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შეიცავდეს ლიცენზიაზე უარის თქმის საფუძველს. 6. თუ ლიცენზიის მაძიებელს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში არ გაეგზავნა შეტყობინება ლიცენზიის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე შეუდგეს ლიცენზიის მისაღებ განცხადებაში აღნიშნულ საქმიანობას.     მუხლი 9🔗. ლიცენზიაზე უარის თქმის საფუძველი 1. ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეუძლია ლიცენზიის გაცემაზე უარი თქვას, თუ: ა) წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს; ბ) ლიცენზიის მაძიებელი ითხოვს ლიცენზიას იმ საქმიანობაზე, რომელზედაც მას უკვე გაუუქმდა ლიცენზია და გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი; გ) ლიცენზიის მაძიებელს შეჩერებული აქვს ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის შეჩერების საფუძველი. 2. დაუშვებელია ლიცენზიაზე უარის თქმა ლიცენზიების გაცემის რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.     მუხლი 10🔗.   სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება 1. თუ სალიცენზიო მოწმობა დაიკარგა ან დაზიანდა, მისი მფლობელი ან წარმომადგენელი მიმართავს ლიცენზიის გამცემ ორგანოს წერილობითი განცხადებით ასლის გაცემის თაობაზე. 2. ლიცენზიის გამცემი ორგანო სალიცენზიო მოწმობის ასლს გასცემს მხოლოდ სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსათვის მიმართვის შემდეგ რეესტრში შესაძლო ცვლილებების შეტანის შესახებ. 3. ლიცენზიის გაცემის თაობაზე სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილება სალიცენზიო მოწმობის ასლის გაცემის შესახებ. 4. სალიცენზიო მოწმობის ასლს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც ლიცენზიის დედანს.     მუხლი 11🔗. სალიცენზიო მოსაკრებელი 1. სალიცენზიო მოწმობის გაცემისათვის, ისევე როგორც ასლის გაცემისასათვის, ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი იხდიან სალიცენზიო მოსაკრებელს. 2. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, მისი ბიუჯეტში ჩარიცხვისა და უკან დაბრუნების წესი განისაზღვრება ,,სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით. თავი III ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება     მუხლი 12🔗.   ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება 1. ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე, თუ მისი მფლობელი არღვევს ლიცენზიის პირობებს ან ლიცენზიით ნებადართულ სამეწარმეო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მის მფლობელს ლიცენზიის შეჩერების მოტივისა და საფუძვლის მითითებით, აღინიშნება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. 3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება დაიშვება მხოლოდ გონივრული ვადით. 4. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესრულებამდე, მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უმეტეს 3 თვისა. 5. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული პირობებისა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ ლიცენზიის მოქმედება განახლდება მისი გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 6. გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 7. ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ გადაწყვეტილება შეიტანება როგორც უწყებრივ, ისე სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრებში და ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”.     მუხლი 13🔗.   ლიცენზიის გაუქმება 1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია: ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია); გ) ლიცენზიის შეჩერების ვადის გასვლა; დ) სპეციალური კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; ე) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური (სამი და მეტი) დარღვევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ მისი გამცემი ორგანოს განცხადების საფუძველზე იღებს შესაბამისი სასამართლო განსჯადობის მიხედვით. 3. ლიცენზიის გამცემი ორგანო გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ იღებს 5 დღის ვადაში იმ დღიდან, რაც მისთვის ცნობილი გახდება ლიცენზიის გაუქმების საფუძველი. 4. ლიცენზიის გამცემი ორგანო: ა) ლიცენზიის გაუქმების შესახებ მისი გაუქმების საფუძვლების მითითებით წერილობით აცნობებს ლიცენზიის მფლობელს; ბ) შეაქვს ცნობები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და აღნიშნულის შესახებ აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს; გ) გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. თავი IV რეესტრი     მუხლი 14🔗.   სალიცენზიო რეესტრი და მისი წარმოება 1. სალიცენზიო რეესტრი ორი სახისაა: ა) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი; ბ) სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრი. 2. ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის მონაცემები შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. 3. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეიტანება: ა) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები, ადგილსამყოფელი, თუ ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური პირია – სახელი, გვარი და მისი საცხოვრებელი ადგილი, ასევე, მონაცემები მისი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ); ბ) ლიცენზირებადი საქმიანობის სახე (სახეები); გ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი; დ) მონაცემები ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების, ლიცენზიის გაუქმების ან ლიცენზიის ასლის გაცემის თაობაზე. 4. ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია: ა) ლიცენზიის თაობაზე უწყებრივ რეესტრში შეტანილი მონაცემები, შეტანიდან 10 დღის ვადაში, აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს; ბ) მონაცემები ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების ანდა ლიცენზიის გაუქმების, ან ლიცენზიის ასლის გაცემის თაობაზე მიაწოდოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”. 5. სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მიზანია შეიქმნას ლიცენზიების გაცემის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზა. 6. სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შეიტანება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები, ლიცენზიის გამცემი ორგანოს იურიდიული მისამართი და ლიცენზიაზე ხელმომწერი პირის ვინაობა. 7. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს და წერილობით მოითხოვოს უწყებრივი რეესტრისა და სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მონაცემები.     მუხლი 15🔗.   სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შეტყობინების ვალდებულება 1. ზოგიერთი სახის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება საჭიროებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის სავალდებულო შეტყობინებას. 2. სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება სამეწარმეო საქმიანობის შემდეგი სახეობები, რომელთა შესახებ შეტყობინება უნდა მიეწოდოს ამ მუხლში ჩამოთვლილ ორგანოებს: ა) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტს; ბ) ქვეყნის ტერიტორიის აეროფოტოგრაფირება, სახელმწიფო გეოდეზიური ქსელის შექმნა, რუკებისა და გეგმების გამოცემისთვის საჭირო სამუშაოები – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტს; გ) სატრანსპორტო ექსპედიტორების საქმიანობა – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს; დ) მოქალაქეთა დასაქმებასთან (მათ შორის, საზღვარგარეთ) დაკავშირებული საქმიანობა – სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს; ე) გეოლოგიური საქმიანობა – გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს. 3. შეტყობინება კეთდება განცხადების ფორმით, რომელიც შეიცავს: ა) ფიზიკური პირისათვის – მონაცემებს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის, პროფესიის, საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ბ) იურიდიული პირისათვის - მონაცემებს საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართი), წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ; გ) მითითებას, თუ რომელი სახის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს პირი და სად. 4. მეწარმე ვალდებულია საქმიანობის დაწყების თაობაზე შეატყობინოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დაწყებიდან არა უგვიანეს 15 დღეში. 5. სახელმწიფო ორგანო ვალდებულია შეტყობინების შესახებ განცხადების მიღებიდან 3 დღეში გასცეს შეტყობინების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს 2000 წლის 15 ოქტომბრის კანონი №494-სსმI,№33,03.10.2000წ.,მუხ.98 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №936-სსმI,№19,02.07.2001წ.,მუხ.65 თავი V ლიცენზირებასთან დაკავშირებული დავა     მუხლი 16🔗.   ლიცენზიის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება ლიცენზიის გამცემი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ლიცენზიის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 17🔗.   პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის ლიცენზიის გამცემი ორგანოს, თანამდებობის პირთა და ლიცენზიის მფლობელთა პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი VI გარდამავალი დებულებანი     მუხლი 18🔗.   ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები 1. ამ კანონის ამოქმედებიდან ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობა. 2. პირები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონით განსაზღვრულ, ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაც მიღებული აქვთ ლიცენზია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან მისი ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში  ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული – სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის განმახორციელებელმა პირებმა 2000 წლის 1 ოქტომბრამდე წერი- ლობით მიმართონ ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად, ამ კანონით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონის ამოქმედებამდე მიღებული ლიცენზიები ითვლება გაუქმებულად. 4. ლიცენზიები, რომელთა გაცემის თაობაზე განცხადება შეტანილია ამ კანონის ამოქმედებამდე, გაიცემა მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადოს კანონპროექტი სამორინეებისა (კაზინოების) და სხვა აზარტული თამაშობების მოწყობისა და საქმიანობის შესახებ. 6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ ერთი თვის ვადაში მოამზადოს კანონპროექტი კვების, მათ შორის, ბავშვთა კვებისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოების ლიცენზირების შესახებ. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №164-სსმI,№8,15.03.2000წ.,მუხ.15     მუხლი 19🔗.   კანონის ამოქმედების ღონისძიება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 1999 წლის 1 ივნისამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს კანონპროექტი ,,სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ”. თავი VII დასკვნითი დებულებანი     მუხლი 20🔗.   კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტები 1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 7 მარტის №281 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სატრანსპორტო მომსახურების რეგულირებისა და ლიცენზირების დროებითი დებულების შესახებ”; ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 24 აპრილის №465 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ”; გ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 25 მარტის №180 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში ავტოსატრანსპორტო მომსახურების რეგულირებისა და ლიცენზირების შესახებ”; დ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ნოემბრის №812 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებისა და ორგანიზაციის შესახებ”; ე) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 6 თებერვლის №54 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში საერთაშორისო ტურისტული საქმიანობის ლიცენზირებისა” და ,,საერთაშორისო ტურისტული საქმიანობის ლიცენზირებაზე გამოსაღების გადახდის წესისა და მისი ოდენობის შესახებ” დებულებათა თაობაზე”; ვ) ,,ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის და საფონდო ბირჟების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №211 დადგენილების 2.13–2.17, 6.3.–6.4 პუნქტები; ზ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 16 მაისის №264 დადგენილება ,,საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”; თ) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №221 ბრძანებულება ,,საქართველოში სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შემოღების შესახებ”; ი) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს №568 ბრძანებულება ,,ლიცენზირების და სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”; კ) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 4 იანვრის №4 ბრძანებულება ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ”. საქართველოს პრეზიდენტი                   ე. შევარდნაძე თბილისი, 1999 წლის 14 მაისი. №1966–IIს შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №164-სსმI,№8,15.03.2000წ.,მუხ.15 2. საქართველოს 2000 წლის 15 ოქტომბრის კანონი №494-სსმI,№33,03.10.2000წ.,მუხ.98 3. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №936-სსმI,№19,02.07.2001წ.,მუხ.65 4. ძალადაკარგულია- საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1426-სსმI,№15,03.06.2002წ.,მუხ.61