📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2002-2005 წლების ერთიანი გეგმის შესახებ

მიღების თარიღი 10.09.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №398
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 90, 13/09/2002
matsne.gov.ge 1,553 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2002-2005 წლების ერთიანი გეგმის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt .75in 49.5pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №398 2002 წლის 10 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2002-2005 წლების ერთიანი გეგმის შესახებ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2002-2005 წლების თან­დართული ერთიანი გეგმა. 2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვლი) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზე­ბის განხორციელების 2002-2005 წლების ერთიანი გეგმის შესრულება. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2001-2003 წლების ერთიანი გეგმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 ივნისის №254 ბრძანებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2002-2005 წლების ერთიანი გეგმა საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმა 2002-2005 წლებისათვის (შემდგომში – ერთიანი გეგმა) შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე პრივატიზების პროცესის ანალიზისა და შედეგების, საქართველოს პრეზი­დენტის 2000 წლის საარჩევნო პროგრამის, ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის, სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღების და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის პროგრამის, საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ეკონომიკის საკითხებში ლ. ბალცეროვიჩის ანგარიშისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინებით. პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის მიზნები და ამოცანები ერთიანი გეგმა განსაზღვრავს საჯაროობის საფუძველზე ცალკეულ დარგებში სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნებს, მის პრი­ორიტეტულ მიმართულებებს, აზუსტებს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და ურთი­ერთობებს ამ პროცესში, მოიცავს პოსტპრივატიზების პერიოდს და სახავს ღონისძიებებს ამ გეგმის რეალიზებისა და დასახული მიზნების შესასრულებლად. ერთიანი გეგმის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: – სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის დაჩქარება და ძირი­თადად დასრულება; – კონკურენტული გარემოს შექმნა, დემონოპოლიზაცია და ანტი­მონოპოლიური მექანიზმების გაძლიერება; – საპრივატიზებო საწარმოებში ინვესტიციების მოზიდვა; – კერძო მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბება და პრივატიზების პრო­ცესში მათი მხარდაჭერა; – სახელმწიფოს ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში შემო­სავლების გაზრდა; – პრივატიზებული საწარმოების დროულად და ეფექტიანად ამოქმედებისათვის ხელშეწყობა; – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის პროცესის სისტემატიზაცია და სრულყოფა; – სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში არსებული სახელმწიფო აქციების (წილის) აღრიცხვისა და მართვის საკითხების სრულყოფა; – სახელმწიფო საკუთრების ბაზაზე ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული სახელ­მწიფო ქონების აღრიცხვა და განკარგვის კონტროლის სრულყოფა; – მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონების მონი­ტორინგი; – სოციალური დაცვის მიზნით ახალი სამუშაო ადგილების შექ­მნისათვის ხელშეწყობა. ერთიანი გეგმის შესრულების ხელშეწყობის მიზნით მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები: – ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფით რისკის ფაქტორის შემცირება; – ინვესტიციების მოზიდვისათვის ლიბერალური და მიმზიდველი გარემოს შექმნა, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების შესაბამისად; – საპრივატიზებო საწარმოებში ინვესტორების მოზიდვისა და საინვესტიციო პოლიტიკის ლიბერალიზაციის, თანამედროვე მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების დანერგვის, კვალიფიციური კადრების დასაქმე­ბისათვის ხელშეწყობა; – ინვესტორთა მომსახურება და მათ მიერ წამოწყებული სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა; – სუფთა ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის თანამედროვე მენეჯმენტის სისტემის განვითარება; – საქართველოს, როგორც ინვესტორისათვის ხელსაყრელი ქვეყნის, წარმოჩენა საინვესტიციო გარემოს, საკანონმდებლო ბაზის, საგა­დასახადო სისტემისა და ინვესტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება; – საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესაძლო პარტნიორების გამოვლენა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში მონაწი­ლეობისათვის ხელშეწყობა; – საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების მომზადება და მათი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის წარდგენა; – ინვესტიციების მოზიდვა, უცხო ქვეყნებისა და კომპანიების იდენტიფიკაცია და მათთან ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება. ერთიანი გეგმის მიხედვით პრივატიზების პროცესი წარიმართება შემდეგი მიმართულებებით: ენერგეტიკა განხორციელდება სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის საწარმოთა რესტრუქტურიზება და პრივატიზება ინვესტიციების მოზიდვის სავალ­დებულო პირობით. მსოფლიო ბანკის ენერგეტიკის სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტის მოთხოვნათა შესაბამისად, 2003 წელში განხორციელდება სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის“ მართვის უფლებით გადაცემა ან აქციათა პაკეტის პრივატი­ზება. საერთაშორისო ტენდერის გზით ასევე განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გენერაციის ობიექტების: სააქციო საზოგადოებების „რიონჰესის“, „ლაჯანურჰესის“, „გუმათჰესების კასკადის“, „ტყიბულჰესის“, „შაორჰესის“ აქციათა საკონტროლო პაკეტების პრივატიზება ან მართვის უფლებით გადაცემა. აღნიშნული პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისათვის გენერაციის ობიექტების განსახელმწიფოებრიობა განხორციელდება ორსაფეხურიანი საერთა­შორისო ტენდერის მეშვეობით, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების პირობით. განხორციელდება სააქციო საზოგადოება „თბილსრესის“ რესტრუქტურიზება და მე-3, მე-4 და მე-8 ენერგობლოკების გრძელ­ვადიანი მართვის უფლებით გადაცემა ან პრივატიზება. გაზის სექტორი 2002-2003წლებში განხორციელდება ქალაქებისა და რაიონების გაზის მეურნეობის საექსპლოატაციო საწარმოების ბაზაზე დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების (მათ შორის სს „თბილგაზის“) აქციათა პაკე­ტების პრივატიზება. ქვანახშირის მრეწველობა განხორციელდება ქვანახშირის მრეწველობის საწარმოთა რესტრუქტურიზება და პრივატიზება. სტრუქტურული გარდაქმნის მესამე კრედიტის (SAC-III) მისაღებად მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად სს „ტყიბულნახშირის“ მიმართ განხორციელდება აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებები. ნავთობპროდუქტები სახელმწიფო კომპანია „საქნავთობის“ რესტრუქტურიზაციის შედე­გად დარჩენილი სააქციო საზოგადოებების კაპიტალში არშესული ქონების პრივატიზება განხორციელდება 2003 წლის ბოლომდე. განხორციელდება კომერციულ-საშუამავლო საწარმოების ბაზაზე დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტების პრივატიზება. მშენებლობა დასრულდება სამშენებლო დარგის ობიექტების რესტრუქტურიზება და პრივატიზება. დასრულდება შპს „თბილწყალკანალის“ ქონების საერთაშორისო ტენდერის გზით გამოვლენილი ინვესტორისათვის გადაცემა, აგრეთვე წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემის (მათ შორის მსხვილი ქალაქების წყალმომარაგება-კანალიზაციის სფერო) პრივატიზების ან მართვის უფლებით გადაცემის სტრატეგიის თანახმად სისტემის რეს­ტრუქტურიზება და პრივატიზება ან გრძელვადიანი მართვის უფლებით გადაცემა. სოფლის მეურნეობა გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სოფლის მეურნეობის საწარმოთა ბაზაზე დაფუძნებული სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების აქციათა პაკეტების (წილების) პრივატიზება. გაგრძელდება სამელიორაციო ასოციაციებისათვის შიდა სამეურნეო სარწყავი სისტემების (გარდა დიდი სიმძლავრის სათავე ჰიდროტექნიკური ნაგებობების) გადაცემა, შემდგომში პრივატიზების პირობით. დაიწყება საცდელი სადგურების, საყრდენი პუნქტების, ექსპერიმენტული მეთესლეობის, სანერგე, სანაშენე, საჯიშე მეურ­ნეობების, მანქანათგამოსაცდელი სადგურების, სელექციური მიღწევების გამოცდის, ნაკვეთებისა და მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გამოუყენებელი ქონების პრივატიზება, რომელთა დაფინანსება არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მრეწველობა განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სტრუქტურული გარდაქმნის (SAC) III კრედიტის პირობებით გათვა­ლისწინებული პირველი რიგის საწარმოთა რესტრუქტურიზება, მათი სიცოცხლისუნარიანობის გათვალისწინებით მოხდება ამ ქონების პრივატიზება ან ლიკვიდაცია და აქტივების პრივატიზება. გარდა ამისა, 2003 წლის ბოლომდე მოხდება მრეწველობის პროფილის შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების აქციათა პაკეტის განსახელმწიფოებრიობა, გარდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალული საზოგადოებებისა. სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლისა“ და „ელექტრო­ვაგონშემკეთებელი ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტების პრივატიზება მოხდება შესაბამისი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების პირობით. 2003 წლისათვის განხორციელდება სს „თბილავიამშენის“ რესტრუქტურიზება. სს „საქტრაქტორის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის განსახელმწიფოებრიობა დასრულდება 2002 წლის ბოლომდე, ხოლო საზოგადოების რესტრუქტურიზების შედეგად დაფუძნებულ საწარმოთა პრივატიზება ან ლიკვიდაცია და აქტივების პრივატიზება განხორციელდება 2003 წლის ბოლომდე. 2002 წლის ბოლომდე განხორციელდება სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ავტოქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის განსა­ხელმწიფოებრიობა. განხორციელდება სააქციო საზოგადოება „ქიმბოჭკოსა“ და სააქციო საზოგადოება „ტამის“ გაკოტრება. განხორციელდება შესაბამისი საინვესტიციო პირობებით სააქციო საზოგადოება „აზოტისა“ და „საქაბრეშუმის“ აქციათა საკონტროლო პაკეტების პრივატიზება. პოტენციური ინვესტორის არსებობის შემთხვევაში განხორცი­ელდება სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ რესტრუქტურიზება და გარკვეული აქტივების პრივატიზება. ასევე განხორციელდება სს „მადნეულის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის პრივატიზება. განხორციელდება ყოფილი დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროების პრივატიზება, რენტაბელური სახელმწიფო დაკვეთის დადგენილი წესით შესრულების სავალდებულო პირობით. ტრანსპორტი განხორციელდება სატრანსპორტო დარგის საწარმოთა რესტრუქტურიზება და პრივატიზება. ფოთის საზღვაო ნავსადგური „ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების, „ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზებისა და მოდერნიზების სტრატეგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 სექტემბრის №424 ბრძანებულების შესაბამისად და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზება და საოპერატორო ფუნქციების მქონე ერთეულების, ნავმისადგომების გრძელვადიანი იჯარით გაცემა. ტერმინალების გრძელვადიანი იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“ დასრულდება შპს „საქართველოს რკინიგზის“ საწესდებო კაპიტალ­ში არშესული ინფრასტრუქტურის (არასაწარმოო დანიშნულების) ობიექტების პრივატიზება. განხილულ იქნება „საქართველოს რკინიგზის“ ინსტიტუციური სრულყოფის, მისი ტექნიკური ბაზის განვითარებისა და მოდერნიზების საკითხი, საერთაშორისო გამოცდილების გათვა­ლისწინებით. 2004 წლიდან სარკინიგზო დარგის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის განხორციელდება შესაბამისი პროგრამის წარმოდგენა. კავშირგაბმულობა განხორციელდება კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოთა რესტრუქტურიზება და პრივატიზება. ტელეკომუნიკაციის სექტორის პრივატიზების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისათვის, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით განხორციელდება საერთაშორისო რეპუტაციის ოპერატორი კომპანიის სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ მენეჯმენტში შემოყვა­ნა მისი შემდგომი პრივატიზების საკითხის მომზადებისათვის. ასევე მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით მოხდება შპს „საქართველოს ტელეკომის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის პრივატიზება. 2003 წლისათვის წარმოდგენილი იქნება წინადადებები საერთაშორისო კონკურსის ორგანიზების თაობაზე. ტელეკომუნიკაციის საწარმოთა მიმზიდველობის გაზრდის მიზნით შესაძლებელია განხილულ იქნეს მათი შერწყმის ან ერთ ლოტად გამოტანის საკითხი. ეტაპობრივად განხორციელდება სს „საქალაქთაშორისო სატელე­ფონო კავშირის ცენტრის“, რადიოსატრანსლაციო ქსელის (გარდა სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის პირველი არხის ტექნიკური საშუალებისა და საანტენო-საფიდერო მოწყობილობებისა) და სხვათა პრივატიზება, უპირატესად კონკურსის (საინვესტიციო პირობებით) ფორმით. ჯანდაცვა განხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ობიექტთა რესტრუქტურიზება და პრივატიზება, საჭიროების მიხედვით სახელმწიფო დაკვეთის შესრულების სავალდებულო პირობებით. მსოფლიო ბანკის პროექტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ოპტიმიზაციის გეგმისა და პირობების გათვალისწინებით განხორციელდება ჯანდაცვის სფეროს ობიექტთა პრივატიზება, უპირატესად აუქციონისა და კონკურსის ფორმით. განათლება საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, მიუხედავად უწყებრივი დაქვემდებარებისა, განხორციელდება განათ­ლების სფეროს გამოუყენებელი და იმ სასწავლო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობების პრივატიზება, რომელთა დაფინანსებაც არ ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული მოქმედი საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის იმ დაწესებულებათა პრივატიზება, რომელთა დაფინანსებაც ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მაქსიმალურად მობილიზების მიზნით სახელმწიფო ორგანოების წინაშე დაისმება საკითხი მათ ბალანსზე რიცხული გამოუყენებელი ქონების პრივატიზების თაობაზე. პროცესის გამჭვირვალობა და საჯაროობის უზრუნველყოფა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების ეფექტიანად წარმართვისათვის (როგორც ფისკალური, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით) განხორციელდება პროცესის სათანადო რეკლამირება. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდება სხვადასხვა საშუალებებით. მსხვილი და ქვეყნისათვის ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობის მქონე საწარმოთა განსახელმწიფოებრიობის პროცესში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სათანადო სარეკლამო განცხადებები დაეგზავნებათ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნისა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს, აგრეთვე ინფორმაცია გავრცელდება ელექტრონული საშუალებებით.