⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.07.2012)
გაუქმებულია:

სამუშაოთა მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესისა და პირობების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.09.2002
ძალის დაკარგვა 16.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №400
სარეგისტრაციო კოდი 270.220.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 91, 18/09/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,349 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.09.2002 მიღება
16.07.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამუშაოთა მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესისა და პირობების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 51.05pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №400 2002 წლის 11 სექტემბერი ქ. თბილისი სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესისა და პირობების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორ­ციელების ეფექტიანობის ამაღლებისა და სამუშაოს მაძიებელთა და უმუშევართა აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სამუშაოს მაძიებელთა და უმუშევართა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სამუშაოს მაძიებელთა და უმუ­შევართა რეგისტრაციისა და აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 მაისის №177 ბრძა­ნებულება. 3. დასაქმების სახელმწიფო სამსახური ლიკვიდირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელსა და უმუშევარს უნარჩუნებს ამ რეგისტრაციას. ე. შევარდნაძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესისა და პირობების დადგენის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება, რომლის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონი „დასაქმების შესახებ“, განსაზღვრავს სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის ერთიან წესსა და პირობებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2. სამუშაოს მაძიებელი არის სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი პირი (უმუშევარი ან დასაქმებული), რომელიც რეგისტრირებულია დასაქმების სამსახურში და მისი მეშვეობით ეძებს სამუშაოს. 3. სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სოციალური დაცვის მიზნით. 4. სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია და აღრიცხვა, წარმოებს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ. 5. სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია წარმოებს სამუშაოს მაძი­ებელთა სურვილის, დასაქმების სახელმწიფო სამსახურში მათი ნება­ყოფლობითი გამოცხადებისა და უშუალო ნების საფუძველზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 6. სამუშაოს მაძიებლად ან უმუშევრად რეგისტრაცია უფასოა.     მუხლი 2🔗. სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 1. პირმა დასაქმების სახელმწიფო სამსახურში სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციისათვის უშუალოდ უნდა მიმართოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებას (სამმართველოს) თავისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 2. სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაცია ხდება ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით მითითებული დოკუმენტების წარდგენის­თანავე. 3. სამუშაოს მაძიებლად შეიძლება რეგისტრირებული იყოს: ა) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სპეციალურად შექმნილ სამუშაო პირობებში შეუძლიათ საქმიანობა; ბ) საღამოს ან დაუსწრებელი სწავლების მოსწავლეები ან სტუ­დენტები; გ) პირი 14-დან 15 წლამდე, ერთ-ერთი მშობლის ან მისი შემცვლელი პირის თანხმობით კანონმდებლობით განსაზღვრულ სამუშაოზე შრომითი მოწყობის მიზნით. 4. სამუშაოს მაძიებელი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად, რეგისტრირებულ უნდა იქნეს როგორც უმუშევარი. 5. უმუშევრად რეგისტრაციას ექვემდებარება შრომისუნარიანი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ქალი 15-დან 59 წლის, ხოლო მამაკაცი – 15-დან 64 წლის ასაკის ჩათვლით), რომელსაც არა აქვს სამუშაო და შესაბამისად ანაზღაურება. ამასთან, ეძებს სამუშაოს (შრომით მოწყობაში დახმარებისათვის მიმართა დასაქმების სახელმწიფო სამსახურს) და ნებისმიერ დროს მზად არის სამუშაოს შესასრულებლად. 6. უმუშევრად რეგისტრირებული არ შეიძლება იყოს: ა) ვადიანი სამხედრო მოსამსახურე; ბ) სამუშაო ასაკის პირი, რომელიც სწავლობს ზოგადსაგანმანათ­ლებლო საშუალო სკოლაში ან დაწყებითი და სპეციალური პროფესიული (მათ შორის, უმაღლესი და უმაღლესის შემდგომი) სასწავლებლის დასწრებული სწავლების განყოფილებაზე; გ) დროებით შრომისუუნარო პირი, აგრეთვე პირი, რომელიც იმყოფება შვებულებაში; დ) პირი, რომელიც სამი თვის განმავლობაში დროებით არ მუშაობს გაფიცვების, საწარმოს რეკონსტრუქციის, სტრუქტურული გარდაქმნების ან სხვა მსგავსი ობიექტური მიზეზების გამო.     მუხლი 3🔗. სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები 1. სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციისათვის პირმა დასაქმების სახელმწიფო სამსახურის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებაში მიმართვიდან არა უმეტეს 10 დღისა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუ­მენტები: ა) განცხადება სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის თხოვნით; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) დამადას­ტურებელი მოწმობა; გ) საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა; დ) შრომის წიგნაკის ასლი, თუ კი ასეთი არსებობს; ე) განათლების, პროფესიისა და სპეციალობის დამადასტურებელი საბუთი, თუ კი ასეთი არსებობს; ვ) ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში –მშობლის ან მისი შემცვლელის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თანხმობა; ზ) ეკონომიკური აქტიურობის სტატუსისა და ოჯახური მდგომა­რეობის დამადასტურებელი საბუთი. 2. სამუშაოს მაძიებელი, რომელიც პირველად ეძებს სამუშაოს და არა აქვს შრომის სტაჟი, რეგისტრაციისათვის წარადგენს ყველა საჭირო დოკუმენტს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბუთისა.     მუხლი 4🔗. რეგისტრაციის შეწყვეტა 1. დასაქმების სახელმწიფო სამსახურში სამუშაოს მაძიებელს რეგისტრაცია უწყდება, თუ: ა) გამოთქვა რეგისტრაციიდან მოხსნის სურვილი; ბ) დაიწყო მუშაობა; გ) დაინიშნა პენსია; დ) შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი; ე) გახდა ვადიანი სამხედრო მოსამსახურე; ვ) არ ცხადდება სამსახურში 3 თვე ზედიზედ, გარდა ობიექტური მიზეზებისა; ზ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; თ) გარდაიცვალა. 2. რეგისტრაციის შეწყვეტის შემდეგ სამუშაოს მაძიებელს (უმუშევარს) უფლება აქვს ხელახლა დადგეს რეგისტრაციაზე დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ამ დებულებით განსაზღვრული წესისა და პირობების საფუძველზე. 3. საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას პირი ვალდებულია 10 დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ ახალი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შესაბამის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებას (სამმართველოს), რომელიც ვალ­დებულია 3 დღეში ამის შესახებ აცნობოს იმ განყოფილებას (სამმარ­თველოს), სადაც პირი იყო რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლად (უმუშევრად). ამ უკანასკნელმა შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთ დღეში უნდა მოხსნას პირი რეგისტრაციიდან და 10 დღეში გადასცეს დოკუმენტაცია იმ რაიონულ (საქალაქო) განყოფილებას (სამმართველოს), რომლის შესაბამის ტერიტორიაზეც გაიარა პირმა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და რომელიც ავტომატურად გაატარებს მას რეგისტრაციაში სამუშაოს მაძიებლად. პირს შემწეობის (სტიპენდიის) მიღება გაუგრძელდება ახალი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, თუკი ასეთი დანიშნული ჰქონდა წინა რეგისტრაციისას.     მუხლი 5🔗. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა 1. დასაქმების სახელმწიფო სამსახურში სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის მიზნით შესაბამის განყოფილებაში იხსნება პერსონალური აღრიცხვის ბარათი, რომლის შევსებაზე პასუხისმგებელია დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი. 2.სამუშაოს მაძიებლის პერსონალური აღრიცხვის ბარათის ფორმასა და მისი შევსების წესს ადგენს დასაქმების სახელმწიფო სამსახური. 3. პერსონალური აღრიცხვის ბარათი იხსნება ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენისთანავე. 4. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა ხდება შემდეგი პარამეტრების მიხედვით: ა) სახელი და გვარი; ბ) პირადობის მოწმობა და პირადი ნომერი; გ) საცხოვრებელი ადგილი, რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით; დ) ასაკი; ე) უკანასკნელი სამუშაო ადგილი და სამუშაო სტაჟი, თუკი ასეთი არსებობს; ვ) განათლება (დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი, უმაღლესის შემდგომი); ზ) პროფესია და სპეციალობა; თ) ეკონომიკური აქტიურობის სტატუსი (დასაქმებული, უმუშევარი, მოსწავლე, სტუდენტი, პენსიონერი, შეზღუდული შესაძლებლობა); ი) სქესი; კ) ოჯახური მდგომარეობა (დაუოჯახებელი, დაოჯახებული, მარ­ტოხელა, მრავალშვილიანი); ლ) სურს თუ არა პროფესიული მომზადება ან გადამზადება; მ) სამუშაოს მაძიებლად ან უმუშევრად რეგისტრაციის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი). 5. სამუშაოს მაძიებელთა (უმუშევართა) აღრიცხვისას ყოველი თვის დადგენილ სტატისტიკურ მაჩვენებლებს რაიონული (საქალაქო) განყო­ფილება (სამმართველო) არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა წარუდგენს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ცენტრალურ აპარატს. 6. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის მაჩვენებელთა გადაცემა დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ცენტრალური აპარატისათვის ხდება აღნიშნული სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით.     მუხლი 6🔗. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. დასაქმების სახელმწიფო სამსახურს სამუშაოს მაძიებელთა და უმუშევართა რეგისტრაციისას უფლება აქვს: ა) მოითხოვოს სამუშაოს მაძიებელთა და უმუშევართა რეგის­ტრაციისათვის ამ დებულებით აუცილებელი დოკუმენტები და აღრიცხვი­სათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო, ადგილობრივი თვით­მმართველობისა და მმართველობის ორგანოებიდან მისი საქმიანობი­სათვის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია; გ) გადაამოწმოს სამუშაოს მაძიებლისაგან მიღებული ინფორმაციის სიზუსტე. 2. დასაქმების სახელმწიფო სამსახური სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისას ვალდებულია: ა) სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის პროცესში დაიცვას ამ დებულებით დადგენილი წესები; ბ) შექმნას სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის ერთიანი სისტემა, საინფორმაციო ბანკი; გ) დაიცვას სამუშაოს მაძიებელთა უფლებები; დ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები და მოვალეობები.     მუხლი 7🔗. სამუშაოს მაძიებლის უფლებები და მოვალეობები 1. სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს რეგისტრაცია და აღრიცხვა ამ დებულებით გათვა­ლის­წინებული წესების დაცვით; ბ) მიიღოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურში არსებული ინფორ­მაცია; გ) მოიხსნას რეგისტრაციიდან; დ) გაასაჩივროს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საქარ­თველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამუშაოს მაძიებელი ან უმუშევარი ვალდებულია: ა) შეასრულოს რეგისტრაციისა და აღრიცხვის ამ დებულებით გათვალისწინებული წესები და პირობები; ბ) რეგისტრაციისა და აღრიცხვის დროს დასაქმების სახელმწიფო სამსახურს მიაწოდოს საჭირო დოკუმენტები და სწორი ინფორმაცია; გ) თვეში ერთხელ პირადად გამოცხადდეს დასაქმების სახელმწიფო სამსახურში, ხოლო გამოუცხადებლობის შემთხვევაში დროულად შეატ­ყობინოს მას გამოუცხადებლობის მიზეზი; დ) დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ყოველი გამოცხადების დროს თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შრომის წიგნაკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.