საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დებულების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2002
ძალის დაკარგვა 20.01.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №402
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 91, 18/09/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 22.02.2001
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დებულების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №402
2002 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დებულების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ფუნქციური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულების მე-4 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დებულება.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების სახელმწიფო სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, „დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულებით.
2. სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამათლის იურიდიული პირის შესახებ“ და „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით.
4. სამსახურს დადგენილი წესით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამსახურის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და საკუთარი ანგარიში ხაზინასა და კომერციულ ბანკში.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144.
მუხლი 2🔗. სამსახურის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. სამსახურის საქმიანობის მიზანია:
ა) დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციისათვის ხელშეწყობა;
ბ) უმუშევართა სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელება.
2. სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის საგანია:
ა) შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ბ) სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, აღრიცხვა და მონიტორინგი;
გ) თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და საინფორმაციო ბანკის შექმნა;
დ) სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა ინფორმირება სამუშაო ძალაზე მოთხოვნისა და მისი მიწოდების მდგომარეობის შესახებ;
ე) დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესახებ მოსახლოების ინფორმირება;
ვ) სამუშაოს მაძიებელთა შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის ორგანიზება;
ზ) სამუშაოს მაძიებელთა პროფორიენტაციული მომსახურების ორგანიზება;
თ) მონაწილეობა დასაქმების ეროვნული, ადგილობრივი და სპეციალური პროგრამების შემუშავების, განხილვისა და განხორციელების პროცესში;
ი) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ხელშეწყობა;
კ) ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და არსებულის შენარჩუნების მიზნით, საწარმოებისა და ორგანიზაციების ფინანსური დახმარების ფორმებისა და მიზანშეწონილობის საკითხების შესწავლა და პროექტების წარდგენა განხილვის მიზნით;
ლ) უმუშევართა დროებითი დასაქმებისათვის საზოგადოებრივი სამუშაოების პროექტების მომზადება-განხილვაში მონაწილეობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საწარმო-დაწესებულებებთან ერთად ან დამოუკიდებლად და საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზება;
მ) უმუშევრობის შემწეობის მიმღებ პირთა დადგენა და შემწეობისა და სტიპენდიის დანიშვნა სათანადო პროგრამების ფარგლებში;
ნ) დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით დამქირავებელთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების დასაქმების სამსახურებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, ასევე ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან, დამქირავებლებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობა;
ო) დასაქმების ადგილობრივი პროგრამების შემუშავება;
პ) დასაქმების პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარდგენა.
მუხლი 3🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობანი
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონით ნებადართული ინფორმაცია;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, ინფორმაცია დანიშნული და სამუშაოდან გათავისუფლებული თანამშრომლების, ვაკანტური სამუშაო ადგილების შესახებ;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაოს მაძიებლისა და უმუშევრის სტატუსის დადგენისა და რეგისტრაციის, უმუშევრის შემწეობის დანიშვნის, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე;
დ) განსაზღვროს სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ხარჯები, დაადგინოს კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების დონის მიმართ საკონკურსო მოთხოვნები;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაოს მაძიებლის (უმუშევრის) პროფესიული მომზადება-გადამზადების დროს სტიპენდიის დანიშვნის, შეჩერებისა თუ შეწყვეტის შესახებ;
ვ) სამუშაოს მაძიებელი მისი თანხმობის შემთხვევაში მოაწყოს ანაზღაურებად სამუშაოზე, თუ არ არსებობს შესაფერისი სამუშაოს შეთავაზების საშუალება;
ზ) მონაწილეობა მიიღოს დასაქმების სახელმწიფო პროგრამების შემუშავების, განხილვისა და განხორციელების პროცესში;
თ) თავისი სახელით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში;
ი) საჭიროების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას ფილიალები ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები;
კ) თავისი მიზნების მისაღწევად მოაწყოს კონფერენციები, სემინარები, გამოფენები, სტენდები, გამოსცეს ცნობარი და გამოიყენოს ინფორმაციის გავრცელების კანონით ნებადართული სხვა საშუალებები;
ლ) სამსახურის კომპეტენციის საკითხებში სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების არამართლზომიერი ჩარევის შემთხვევაში უკანონო მოქმედებათა შეწყვეტის მიზნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს;
მ) გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) განახორციელოს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები;
ბ) უზრუნველყოს მისთვის დაკისრებული მოვალეობების სრულად შესრულება;
გ) დაიცვას სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა კანონიერი უფლებები;
დ) შექმნას საინფორმაციო ბანკი სამუშაოს მაძიებლებისა და თავისუფალი სამუშაო ადგილების (ვაკანსიების), უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების, უმუშევრობის პრევენციულ ღონისძიებათა შესახებ და იგი ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე) შეიმუშაოს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფის წინადადებები და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად შეიმუშაოს დასაქმების ადგილობრივი პროგრამები;
ზ) მონაწილეობა მიიღოს უმუშევართა დასაქმებისათვის ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში, განხილვასა და განხორციელებაში;
თ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების შესახებ დასაქმების პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად;
ი) დადგენილი წესითა და ვადებში წარუდგინოს დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციისა და დასაქმების შესახებ;
კ) შეიმუშაოს და განახორციელოს სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების (კვალიფიკაციის ამაღლების) ღონისძიებები;
ლ) უზრუნველყოს მის განკარგულებაში არსებული ქონების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენება.
მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა
1. სამსახურის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი და ხელმძღვანელი პირია სამსახურის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. სამსახურის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომელთაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის დირექტორი.
3. დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის დირექტორი.
4. სამსახურის დირექტორი კანონის ფარგლებში მოქმედებს სამსახურის სახელით დამოუკიდებლად და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა პირებთან ურთიერთობისას სპეციალური რწმუნების გარეშე.
5. სამსახურის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
6. სამსახურის დირექტორის უფლებამოსილებანია:
ა) სამსახურის საერთო ხელმძღვანელობა;
ბ) სამსახურის საკუთრებაში არსებული მატერიალური და ფინანსური რესურსების მიზნობრივად და სწორად განკარგვა;
გ) სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის, საორგანიზაციო და ადმინისტრაციული ხარჯების განსაზღვრა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
დ) სამსახურის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის ფილიალებისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირებისა და ანგარიშგების წესის დადგენა, მათი საქმიანობის კონტროლი;
ვ) სამსახურის თანამშრომელთა სამუშაოზე მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (მათ შორის კონკურსის წესით);
ზ) სამსახურის თანამშრომლების საქმიანობის მიმართ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება, სამსახურის თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
თ) სამსახურის სახელით ხელშეკრულების დადება და მინდობილობების გაცემა;
ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ინდივიდუალური ხასიათის ბრძანების გამოცემა;
კ) სამსახურის ცენტრალური აპარატისა და ფილიალების შინაგანაწესის დამტკიცება;
ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
7. სამსახურის დირექტორის მოვალეობანია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდელობითა და ამ დებულების სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს დასაქმების სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
გ) უზრუნველყოს სამსახურისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და გამართულად ფუნქციონირება.
8. სამსახურის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე ან დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 5🔗. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი
1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლება აქვს კონტროლის განსახორციელებლად მოითხოვოს საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗. სამსახურის ქონება
1. სამსახურს თავისი საქმიანობისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაეცემა ქონება უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით.
2.სამსახურის ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებითა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ნებართვით.
მუხლი 7🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება ცენტრალური აპარატისა და ფილიალებისაგან (საქალაქო, რაიონული განყოფილებები, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ დასაქმების სამსახურები).
2. სამსახურის ცენტრალური აპარატი იქმნება სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და ექსპერტული უზრუნველყოფისათვის.
3. სამსახურის სტრუქტურას და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის დირექტორი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. სამსახურის ფილიალს შეიძლება ჰქონდეს ანგარიში საბანკო დაწესებულებაში.
მუხლი 8🔗. სამსახურის საფინანსო საქმიანობის საფუძვლები
1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმებისათვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
დ) საწარმოთა და ორგანიზაციათა, ფიზიკური პირების შემოწირულობები და გრანტები;
ე) ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ამ სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
3. სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
4. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
5. სამსახურის საანგარიშო წლის დასაწყისი და დასასრული ემთხვევა კალენდარული წლის დასაწყისსა და დასასრულს.
მუხლი 9🔗. სამსახურის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
1. სამსახურის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.