"ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 100111, 10/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №63

2010 წლი ს 29 დეკემბერი

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:

    მუხლი 1

„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №16 დადგენილებაში (დანართი № 1) (სს მ V, 2010 წ.,მუხ.1382) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების (დანართი №1) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება „ორგანიზაციული სამსახური არ არის იურიდიული პირი“ამოღებული იქნეს.

2. დადგენილების (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება, უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით,გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       გ. გელენიძე