"ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა – ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №72
2010 წლი ს 29 დეკემბერი
ქ. ხონი
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ( სსმ V, 2010 წ., მუხ. 1334) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
დადგენილების დანართი მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა-წარმოების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსვლისა და გასავლის ჟურნალში.
მუხლი 2
1) დადგენილების (დანართის №2) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალისტი, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი იურიდიული პირის. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შემოსულს და გასვლის ჟურნალში სათანადო აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ.
2) დადგენილების (დანართი №2) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე