"ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N31.02.1434 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობ ის
დადგენილება №35.02.1597
2010 წლი ს29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილების (სსმ V, 2010 წ., №58, მუხ. 1777) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე -2 მუხლის „ო.ბ” და „ო.გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო.ბ) საკონკურსო პირობების საბანკო გარანტია – კონკურსში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე საბანკო დაწესებულებიდან წარმოსადგენი გარანტია საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების დაწყების ან/და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე საკონკურსო განცხადებით აღებული ვალდებულებისა და სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ორი თვით უნდა აღემატებოდეს ამ ვალდებულებების შესრულების ვადას. საბანკო გარანტია ნებართვის მფლობელს უბრუნდება შესაბამისი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ;
ო.გ) სანებართვო პირობების საბანკო გარანტია – კონკურსში გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე საბანკო დაწესებულებიდან წარმოსადგენი გარანტია, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს თუ არ არსებობს ნებართვის მფლობელის მიერ შესასრულებელი საკონკურსო პირობები, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში, საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე და შემდგომში ყოველწლიურად, არა უგვიანეს წინა საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტია ნებართვის მფლობელს უბრუნდება შემდგომი წლის საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ და საბოლოოდ, ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;”;
ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ საკონკურსო განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან/და საკონკურსო განცხადებით შემოთავაზებული წინადადების შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ავტობუსის ტექნიკური მონაცემები;
ბ) საკუთრებაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობა;
გ) საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ოდენობა.”;
გ) მე -8 მუხლის მე -16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ამ მუხლის მე -15 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევაში, შემოთავაზებული ავტობუსის შეფასება კომისიის მიერ არ განხორციელდება და ქულებით შეფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სხვა ავტობუსები და თუ მათი რაოდენობა შესაბამისობაშია სანებართვო პირობებთან, ნებართვის მაძიებელი აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. თუ არ ფასდება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი არც ერთი ავტობუსი ან შესაფასებელი ავტობუსების რაოდენობა არ არის შესაბამისობაში ლოტით განსაზღვრულ პირობებთან, მაშინ ნებართვის მაძიებელი ითვლება კონკურსიდან მოხსნილად.
დ) მე -13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ნებართვის გაცემა
1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე, თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე, ქ. თბილისის მთავრობის მიერ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე მიღებული დადგენილებისა და ნებართვის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. თუ კონკურსში გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაშინ კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე, მისი 100% -იანი წილობრივი მონაწილეობით, საქართველოში უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა.
3. კონკურსში გამარჯვებული ან ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში დაფუძნებული საწარმო ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს საკონკურსო პირობების საბანკო გარანტია. საქართველოში დაფუძნებული საწარმოს მიერ საკონკურსო პირობების საბანკო გარანტია შეიძლება გაცემული იყოს მისი დამფუძნებელი კონკურსში გამარჯვებული იურიდიული პირის სახელზე.
4. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა და ქ. თბილისის მთავრობას შორის ფორმდება ხელშეკრულება. სახელშეკრულებო პირობები განისაზღვრება ქ. თბილისის მთავრობის მიერ და ქვეყნდება წინასწარ კონკურსის გამოცხადებისას.
5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება.
6. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს არდაფუძნების, საკონკურსო პირობების შესრულებაზე საბანკო გარანტიის წარუდგენლობის, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსში გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა. ასეთ შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის საბანკო გარანტია კონკურსში გამარჯვებულს უკან არ უბრუნდება და ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გარანტისაგან მოითხოვოს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ქ. თბილისის მთავრობა, ასეთ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე ვრცელდება ინტერნეტის ქსელით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით, წინამდებარე წესის შესაბამისად, არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.”;
ე) 24 -ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ფორსმაჟორული გარემოების გამო (გარდა ლოკაუტისა და გაფიცვისა) მომსახურების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ნებართვის გაცემის ფასის გადახდა რეგულირდება ხელშეკრულებით.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ . უგულავა