პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.10.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №421
სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 99, 02/10/2002
matsne.gov.ge 877 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №421 2002 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 21 ნოემბრის ორგანული კანონის თანახმად დამტკიცდეს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის  თანდართული  დებულება. ე. შევარდნაძე პროკურატურის მუშაკთა  საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის  დებულება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულება შემუშავებულია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე. ეს დებულება განსაზღვრავს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს. თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნის მიზანი 1.1. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა პროფესიული დონის შემოწმება ტესტური გამოცდის ჩატარების გზით.     მუხლი 2🔗. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნა. მისი შემადგენლობის ანონიმურობის უზრუნველყოფა 2.1. კომისია იქმნება საკვალიფიკაციო გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე. 2.2. კომისიის შემადგენლობას, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 2.3. საკვალიფიკაციო კომისია შედგება 10 წევრისაგან. მათგან სულ მცირე 5 წევრი ინიშნება სამართლის შემდეგი დარგებისა და დისციპლინების სპეციალისტებისაგან – საკონსტიტუციო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები. საკვალიფიკაციო კომისიის 5 წევრის კანდიდატურას იუსტიციის საბჭოს წარუდგენს საქართველოს გენერალური პროკურორი. 2.4. კომისიის შემადგენლობა ანონიმურია და იგი არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდის დამთავრებამდე. 2.5. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრის ვინაობის გამჟღავნება თვით ამ კომისიის წევრის მიერ შეიძლება გახდეს მისთვის კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. 2.6. გადაწყვეტილებას საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე. 2.7. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია ისმენს საკვალიფიკაციო გამოცდის მომზადებისა და ჩატარების საქართველოს იუსტიციის საბჭოს სამდივნოს ანგარიშს განხორციელებული ღონისძიებებისა და გამოცდის შედეგების თაობაზე. იღებს პრეტენზიებს II თავის შესაბამისად. 2.8. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 2.9. გამოცდის შედეგების დამტკიცების შემდეგ კომისია არსებობას წყვეტს. 2.10. ყოველი მომდევნო გამოცდის საგამოცდო საკვალიფიკაციო კომისიის ფორმირება ხდება იმავე წესით.     მუხლი 3🔗. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას  ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც კომისიის წევრთაგან იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 4🔗. საგამოცდო კომისიის წევრობის პირობები 4.1. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი იურიდიულ მეცნიერებაში ან სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. 4.2. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. 4.3. იუსტიციის საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი.     მუხლი 5🔗. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრთა დასახელება 5.1. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრებსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს. 5.2. თითოეულ დასახელებულ კანდიდატურას იუსტიციის საბჭოს მიერ  ცალკე ეყრება კენჭი. კენჭისყრამდე აუცილებელია კომისიის წევრობის კანდიდატთა წერილობითი თანხმობა. 5.3. თუ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების ერთნაირი რაოდენობა მიიღო, უპირატესობა მიენიჭება იმას, რომელიც იუსტიციის საბჭოს უფრო მეტი წევრის მიერ იყო დასახელებული, აქვს უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხი, ანდა პრაქტიკული მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება. ამ გარემოების გათვალისწინება, შესაბამისად, ასეთივე თანამიმდევრობით მოხდება.     მუხლი 6🔗. საგამოცდო დარბაზში საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრთა დაუშვებლობა საგამოცდო დარბაზში საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრთა ყოფნა აკრძალულია. თავი II პრეტენზია და მისი განხილვის წესი     მუხლი 7🔗. პრეტენზიის მიღება 7.1. გამოცდის შემდეგ უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. 7.2. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადების დღეს სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ ადგილას. დაგვიანებით წარდგენილი პრეტენზიები არ განიხილება. 7.3. პრეტენზიის განხილვისას საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის უცნობია, თუ ვის პრეტენზიას განიხილავს. 7.4. თუ კომისია  დარწმუნდება, რომ საგამოცდო ტესტი არ არის სწორად შედგენილი, იგი უფლებამოსილია შეცვალოს შეფასება. თავი III პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები     მუხლი 8🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები 8.1. პრეტენზიის განხილვის შედეგად დაფიქსირებული შედეგი საბოლოოა და შემდგომ გადასინჯვას არ ექვემდებარება. 8.2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას გამოცდის შედეგების შესახებ საქართველოს  იუსტიციის საბჭოს წარუდგენს პრეტენზიების მიღებიდან არა უგვიანეს ორ დღეში. თავი IV პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიები აჭარისა  და  აფხაზეთის ავტონომიურ  რესპუბლიკებში     მუხლი 9🔗. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიები აჭარისა და  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში 9.1. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის ეს დებულება გამოიყენება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიების მიმართაც. 9.2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიათა შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების თანხმობით.