📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2010
ძალის დაკარგვა 20.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №183
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016017
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,005 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2010 მიღება
20.10.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 63.75pt 49.65pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №183 2010 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ  პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი თანდართული სახით. 2. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მისდამი დაქვემდებარებული პატიმრობისა/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების პირად შემადგენლობას. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის № 151 ბრძანება (სსმ III, 28.04.2009, № 51, მუხ. 575). 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. კალმახელიძე დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი     მუხლი 1🔗. კოდექსის მიზნები და ამოცანები, მოქმედების სფერო 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების (შემდგომში – ორგანო) მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) ეთიკის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების პრესტიჟის ამაღლებას; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და, ზოგადად, ხელისუფლების მიმართ საზოგადოების წევრთა ნდობის განმტკიცებას. 2. კოდექსის ამოცანაა მოსამსახურეთა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულების, მაღალი ზნეობრიობის გამტკიცება და სამსახურებრივ მოვალეობებთან მიმართებაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. 3. კოდექსის სამართლებრივი წყაროებია: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები; გ) პატიმრობის კოდექსი და საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტები. 4. კოდექსის მოქმედება ვრცელდება ორგანოებში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.     მუხლი 2🔗. მოსამსახურეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. მოსამსახურეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მას საზოგადოების წინაშე აღებული აქვს საჯარო სამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ვალდებულებები. 2. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონით გათვალისწინებული უფლებები. 3. სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მოსამსახურე უნდა იყოს მტკიცე და ტაქტიანი, რათა არ შეურაცხყოს ადამიანის ღირსება. 4. მოსამსახურემ მასზე დაკისრებული ამოცანები უნდა შეასრულოს კანონის ფარგლებში, მიუკერძოებლად, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა ნიშნით დისკრიმანაციის გარეშე. 5. მოსამსახურემ არ უნდა ჩაიდინოს ან/და დაუშვას ისეთი ქმედება, როგორიცაა წამება, ან სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა. 6. მოსამსახურეები ნებისმიერ სიტუაციასა და გარემოებაში უნდა იცავდნენ კოლეგიალობის პირინციპს და უზიარებდნენ ერთმანეთს სამუშაო გამოცდილებას. 7. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების ხელმძღვანელი პირები ყურადღებით უნდა ადევნებდნენ თვალყურს, რომ მათი თანამშრომლები სწორად ასრულებდნენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობებს. მათ უნდა გამოავლინონ და აღკვეთონ ნებისმერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება. 8. გამჭვირვალობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების საქმიანობის ერთ- ერთი უმთავრესი პრინციპია. 9. მოსამსახურე ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი, კეთილგანწყობილი. წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, თავაზიანი და დამაჯერებელი ფორმით. 10. საზოგადოების წევრების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროცედურების გამოყენება უნდა ხდებოდეს სამართლიანობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით, ეთიკური ნორმების უმკაცრესი დაცვით. 11. მოსამსახურეს უნდა ახსოვდეს, რომ: ა) მის მიერ ეთიკური ნორმების განუხრელი დაცვა მთელი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების ავტორიტეტისა და პრესტიჟის დაცვაა საზოგადოების თვალში; ბ) მის მიერ კანონის დარღვევა სახელს უტეხს სახელმწიფო ხელისუფლებას და მოქალაქეებში არყევს საკუთარი სახელმწიფოსადმი ნდობას.     მუხლი 3🔗. პირადი პასუხისმგებლობა 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული და წესრიგში იქონიოს სამსახურებრივი ფორმა. 2. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ან/და გამოყენება კერძო ინტერესებისათვის. 3. ყოველი მოსამსახურე, მიუხედავად მისი ადგილისა სამსახურებრივ იერარქიაში, პირადად აგებს პასუხს თავის ქმედებებზე და იმ დავალებებზე, რომლებსაც ის აძლევს მასზე დაქვემდებარებულ პირებს. 4. მოსამსახურე, როგორც სახელმწიფო წარმომადგენელი, ვალდებულია წინ აღუდგეს აშკარად უკანონო ბრძანებას. 5. მოსამსახურე მოწოდებული უნდა იყოს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 6. დაუშვებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამსახურის ნარკოტიკული, ალკოჰოლური ან/და სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. 7. მოსამსახურეს არა აქვს უფლება ეწეოდეს სხვა სახის ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.     მუხლი 4🔗. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მოპყრობის ეთიკა 1. მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეპყრობოდეს ჰუმანურად, თავაზიანად და არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას. 2. მოსამსახურეს ეკრძალება ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან მის ახლო ნათესავთან შევიდეს ისეთ ურთიერთობაში, რომელიც არ არის განპირობებული სამსახურის ინტერესებით. 3. არც ერთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამება, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა. არანაირი გარემოება არ შეიძლება იყოს ასეთი ქმედების გამართლების საფუძველი. 4. მოსამსახურეებმა უნდა დაიცვან ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოება. 5. ინფორმაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან/და ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ოჯახის წევრების შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, უნდა იყოს კონფიდენციალური და გამოიყენებოდეს მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.     მუხლი 5🔗. კორუფციასთან ბრძოლა 1. თითოეული მოსამსახურე შეურიგებელი უნდა იყოს კორუფციის ნებისმიერი გამოვლინებისადმი. იგი ვალდებულია კორუფციის ფაქტების შესახებ მოახსენოს ზემდგომ თანამდებობის პირებს და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების სათანადო დანაყოფს. 2. მოსამსახურემ არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და გამოიყენოს იგი კანონსაწინააღმდეგო ინტერესებისათვის.     მუხლი 6🔗. დისციპლინური ღონისძიებები 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს ნებისმიერი რანგის ხელმძღვანელი პირის მოვალეობებში შედის დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა ქცევის ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი. ზოგ შემთხვევაში ხელმძღვანელი შეიძლება შემოიფარგლოს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებთან გასაუბრებით, რასაც შეიძლება მიეცეს ინსტრუქტაჟის სახე. 2. მოსამსახურის მიერ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა ჩაითვლება სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევად.     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები წინამდებარე კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.