ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.12.2010
ძალის დაკარგვა 19.11.2014
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 120111, 12/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in .5in .5in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად იქნეს გამოცხადებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 სექტემბრის №75 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, სამშენებლო საქმიოანობაში დადგენილი წესების დარღვევების ფაქტების გამოვლენას და მათ შესრულებაზე კონტროლს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ზედამხედველობის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №23 დადგენილების შესაბამისად.
4. ზედამხედველობის სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
5. ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
თავი II. სამსახურის ამოცანები, ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 2🔗
სამსახურის ძირითადი ამოცანაა მუნიციპალიტეტის გარე იერსახეზე, გარე ვაჭრობაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, სამშენებლო, გარემოსდაცვითი, სანიტარიული და სხვა შესაბამისი ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 3🔗
სამსახურის ფუნქციებია:
ა) გარე რეკლამის განთავსების, სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევების ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, მარკიზების, ვიტრინების, ღობეების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობის) კონტროლი და დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
დ) სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
ე) უზრუნველყოს გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი და ამ სფეროში დაშვებული დარღვევის ფაქტების გამოვლენა;
ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, ავტოფარეხების (რკინის კონსტრუქციები), დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების, ლოზუნგების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის არასწორად განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება.
ზ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, სამშენებლო მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების სიმტკიცის, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვაზე კონტროლი;
თ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე და მასში მონაწილე ყველა სუბიექტზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების, წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე, სამშენებლო საქმიანობის წარმოებისას შესაბამის სამსახურთან შეთანხმებულ და დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობაზე, მშენებარე ხაზობრივი ნაგებობების, შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე კონტროლი;
ი) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;
კ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარიული და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;
ლ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად შრომის, ყოფა-ცხოვრების და დასვენების უსაფრთხოებაზე განმსაზღვრელი წესებისა და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება;
მ) სამოქმედო სფეროში საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ნ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული სახის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ო) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
პ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (საპარიკმახეროები, კოსმეტიკური კაბინეტები, სასტუმროები, კემპინგები, მოტელები, ავტოსადგომები, აბანოები, საუნები, საშხაპეები, სამრეცხაოები, საზოგადოებრივი პლაჟები, კინოთეატრები, სპორტული მოედნები, ნაგავსაყრელები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, სათამაშო სახლები, კლუბები, ატრაქციონები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა დაწესებულებები) სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
ჟ) მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარება;
რ) დასუფთავების მოსაკრებელის ადმინისტრირება;
ს) დადგენილი წესით დაწესებულებების მოწყობის სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დასკვნის გაცემა;
ტ) უზრუნველყოს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში განხილვა;
უ) უზრუნველყოს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულება;
ფ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
მუხლი 4🔗
თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობის, გაფართოებასა და რეკონსტრუქციაზე, სამშენებლო ნორმების, წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე შემოწმების პროცესში მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა;
ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
გ) განახორციელოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
დ) მოსთხოვოს სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული და საშემსრულებლო დოკუმენტაცია;
ე) სამსახური სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხებს განიხილავს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და არსებული კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ საჯარიმო ან/და სხვა ზომებისა და ღონისძიებების გატარების თაობაზე;
ვ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ზ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე. მოახდინოს უდავო საჯარიმო თანხის ამოღება და დადგენილი წესის შესაბამისად მათი ბიუჯეტში მიმართვა;
თ) გასცეს მშენებლობაში მონაწილეთათვის აუცილებლად შესასრულებელი მითითება პროექტის, სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და სხვა სათანადო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
ი) დამრღვევის მიმართ მიიღოს შესაბამისი დადგენილება, კერძოდ:
ი.ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ი.ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
ი.გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ;
კ) დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მიიღოს დადგენილება საურავის დაკისრების შესახებ;
ლ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარუდგინოს შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად გამგებელს;
მ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგებელთან;
ნ) ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები განიხილოს დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის სამსახურის კომპეტენციაში;
ო) განახორციელოს სანიტარიული და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;
პ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 5🔗
სამსახური ვალდებულია:
ა) აწარმოოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, შენობათა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი;
ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის მიერ საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და სხვა საკითხებზე მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;
გ) აწარმოოს საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვა-დასაწყობების, მოხმარების, გადამუშავების, გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე რადიაქტიური ნივთიერებებისა და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვების, მიღების, დამზადების, წარმოების, გამოყენებისა და ჩამარხვის დროს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვაზე კონტროლი;
დ) აწარმოოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვაზე კონტროლი;
ე) აწარმოოს მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე ან/და ამოძირკვაზე კონტროლი;
ვ) აწარმოოს ახალი და სარეკონსტრუქციო, გარემოსდაცვითი და სხვა სამეურნეო ობიექტების (რომლებიც თავიანთი საწარმოო საქმიანობით ზემოქმედებენ გარემოზე) მშენებლობის და ექსპლოატაციაში შეყვანის დადგენილი ვადების შესრულებაზე, აგრეთვე მათი მშენებლობის პროექტებით და სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი.
თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 6🔗
1. ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობის შესაბამისად და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა შორის ფუნქციური განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს გამგებელს;
დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
თ) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
ი) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
კ) ესწრება გამგებლის თათბირებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა; უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ე) გარდაცვალება;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
6. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება, გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ სპეციალისტს.
თავი IV. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 7🔗
1. ზედამხედველობის სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სპეციალისტისაგან.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 8🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის შემადგენლობაში შედის წამყვანი სპეციალისტი, რომლის რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის საშტატო განრიგით.
2. წამყვანი სპეციალისტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი წესების დარღვევის გამოვლენას და მათ შესრულებაზე კონტროლს;
ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
გ) სამოქმედო ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე და მასში მონაწილე ყველა სუბიექტზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების, წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შესაბამის სამსახურთან შეთანხმებულ და დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობაზე, მშენებარე ხაზობრივი ნაგებობების, შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე კონტროლს;
დ) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას;
ე) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ობიექტების გამოვლენას, მათი აღკვეთის ღონისძიებების უზრუნველყოფას.
ვ) სამოქმედო ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვის კონტროლს;
ზ) გარე რეკლამის განთავსების დადგენილი წესების დაცვის კონტროლს;
თ) სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად შრომის, ყოფა-ცხოვრების და დასვენების უსაფრთხოებაზე განმსაზღვრელი წესებისა და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებას;
ი) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას;
კ) მოსაკრებლის ადმინისტრირების მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადებას;
ლ) შესრულებული საქმისწარმოების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან;
მ) შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადებასა და წარდგენას უშუალო ხელმძღვანელისათვის;
ნ) უშუალო ხელმძღვანელის დავალებების ოპერატიულ შესრულება;
ო) დაკისრებული მოვალეობების კვალიფიციურ შესრულებას.
პ) სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს;
ჟ) სამოქმედო ტერიტორიაზე სანიტარიული და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს;
რ) უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში განხილვას;
თავი V. სხვა დებულებები
მუხლი 9🔗
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.