საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 09.10.2002
ძალის დაკარგვა 02.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №427
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 102, 15/10/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულება საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.09.2013
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება „„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 ოქტომბრის №427 ბრძანებულების 31 "
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Geo_Times;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №427
2002 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის თანდართული დებულება.
3. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) 2003 და შემდეგ წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის ხარჯთა ნუსხის მიხედვით განსაზღვროს თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის: სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის) და იგი ბიუჯეტში კულტურის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში გამოყოს ცალკე სტრიქონად.
ე. შევარდნაძე
თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი თეატრალური ტრადიციების მქონე სტაციონარულ სარეპერტუარო მრავალპროფილიან პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, რომელსაც აქვს მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა, ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – დრამატული, ტრაგიკული, კომედიური თუ სხვა სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები). თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო.
3. თეატრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. თეატრს შეუძლია თავის სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება-გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში თავისი საქმიანობის განსახორციელებლად.
4. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა №8.
მუხლი 2🔗. თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
თეატრის ძირითადი ფუნქციები, მიზნები და საქმიანობის საგანია მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა და მათი მეშვეობით მოსახლეობის ფართო ფენებში თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით ქართული სალიტერატურო ენის დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.
მუხლი 3🔗. თეატრის უფლება-მოვალეობანი
1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლების შემოქმედებით მიმართულებებს, რეპერტუარის არჩევას სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის;
ბ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გადასცეს ამ სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს ნებართვა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობით) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული მოქმედება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებთან;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასწიოს დამხმარე სამეურნეო-კომერციული საქმიანობა, ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნილებათა განხორციელებას;
ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მისი ღირებულება;
ვ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს თეატრის საშტატო ნუსხა და თეატრის ხელფასის ფონდი.
ზ) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს მსახიობთა გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
თ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს ფილიალები ან წარმომადგენლობები;
ი) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად.
2. საქმიანობას, რომლისთვისაც საჭიროა სპეციალური ნებართვა, თეატრი განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან ნებართვის მიღების შემდეგ.
მუხლი 4🔗. თეატრი ვალდებულია:
1. წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „კულტურის შესახებ“, „თეატრების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი დებულების შესაბამისად.
2. წარმართოს შრომითი ურთიერთობანი სახელშეკრულებო (საკონტრაქტო) საფუძველზე.
3. შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
4. დაიცვას მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
მუხლი 5🔗. თეატრის მართვა
1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, „საქართველოს თეატრების შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, თეატრალური დასის, თეატრის სამხატვრო საბჭოსა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან.
3. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თეატრის მოღვაწეობისა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის.
4. თეატრის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას წარმართავს თეატრის დირექტორი.
5. თეატრის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ხელშეკრულებას დებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
7. თეატრის დირექტორთან ხელშეკრულებას დებს საქართველოს კულტურის სამინისტრო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
8. თეატრის გენერალური დირექტორი თეატრის მიმდინარე სამეურნეო-საფინანსო და ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. იგი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს შემოქმედებით პერსონალთან დაკავშირებულ საკონტრაქტო პირობებს.
9. თეატრის დირექციის გადაწყვეტილებანი სავალდებულოა შესასრულებლად თეატრის მთელი შრომითი კოლექტივისათვის.
10. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი განაგებს თეატრის შემოქმედებით მოღვაწეობას და უშუალოდ მონაწილეობს ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში.
11. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უფლებამოსილია უხელმძღვანელოს საბჭოს ან სხვა სათათბირო ჯგუფს.
12. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი წყვეტს შემოქმედებითი პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და თეატრის დებულების შესაბამისად.
13. თეატრის დირექტორი წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-საწარმოო, ფინანსურ და კომერციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობისათვის.
14. თეატრის დირექტორი მინდობილობის გარეშე წარმოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ბრძანებებს, საკონტრაქტო სისტემის საფუძველზე წყვეტს თეატრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის მიღებისა და გათავისუფლების საკითხს, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები, გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე, განიხილავს თეატრის წლიურ ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურის სამინისტროს.
მუხლი 6🔗. თეატრის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა
1. თეატრის სარგებლობაში არსებული ქონება შედგება მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობებისაგან, დანადგარ-მოწყობილობებისაგან, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ქონებისაგან.
2. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა უძრავი ქონება, ხოლო მოძრავი ქონება შეიძლება გადაეცეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრთან აფორმებს სათანადო ხელშეკრულებას დებულების ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის წარმართვისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც მთლიანად ხმარდება თეატრს.
5. თეატრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი (სცენარი, დეკორატიული გაფორმება, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება) და სხვა, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
მუხლი 7🔗. თეატრის დაფინანსების წყაროებია
1. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებანი (სუბსიდიისა და სხვა მიზნობრივი ასიგნებების სახით).
2. ბილეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები.
3. საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
4. სპექტაკლების გადაღების, მათი კინო-ვიდეო და აუდიო-ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნებით გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლები.
5. თეატრის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის კულტურული მომსახურებით მიღებული შემოსავლები.
6. ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები.
7. სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
8. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
9. თეატრი აყალიბებს შემდეგ ფონდებს:
ა) მატერიალური წახალისების ფონდი;
ბ) შემოქმედებითი-საწარმოო განვითარების ფონდი.
მუხლი 8🔗. თეატრის სახელმწიფო კონტროლი
თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მუხლი 9🔗. თეატრის წლიური ბალანსი
1.თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. თეატრი წლის დასაწყისში ადგენს წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში წარუდგენს შესაბამის ორგანოებს.
მუხლი 10🔗. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებები შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.