ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.12.2010
ძალის დაკარგვა 19.11.2014
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 120111, 12/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in .5in .5in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 11 იანვრის №15 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის
არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების, უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №23 დადგენილების შესაბამისად.
4. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
5. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
თავი II. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗
არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივი ზონირება;
გ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადება;
ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავება;
თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება;
ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
კ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ორგანიზება;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗
1. საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ორგანიზებას უწევს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული წინადადებების (პროექტების) მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის განხორციელებას და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობას;
დ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებულ პირთათვის;
ე) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე მონიტორინგს;
ვ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვასა და ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტების მომზადებას;
ზ) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზონებად დაყოფასთან, მათი საზღვრების დადგენასთან და შეცვლასთან დაკავშირებული წინადადებების (პროექტების) მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
თ) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზებას;
ი) უზრუნველყოფს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დავალების გაცემასა და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზებას;
კ) უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ორგანიზებას;
ლ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენას;
მ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის მასალების მომზადებას და გავრცელებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ნ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ო) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილ ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადებას და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში წარდგენას;
პ) უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში განხილვას;
ჟ) უზრუნველყოფს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗
1. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობს არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ითანხმებს სამსახურში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გამგეობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მშენებლობის ნებართვების გაცემასთან, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დავალების გაცემასა და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან და უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
ვ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის;
ზ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) იხილავს მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შეტანილ საჩივრებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს შესაბამის დასკვნას რეაგირებისთვის;
ი) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენას;
კ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ლ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;
მ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს;
ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ო) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს და სხვა სტრუქტურული ერთეულებს.
პ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
ჟ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
რ) ესწრება გამგებლის თათბირებს;
ს) დადგენილი წესით მართავს სამსახურისთვის გადაცემულ ქონებას;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მუნიციპალიტეტის გამგებლის და გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
უ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საფუძველია:
ა/ პირადი განცხადება;
ბ/ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
გ/ სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა; უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ/ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ე/ გარდაცვალება;
ვ/ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
4. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას, უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ სპეციალისტს.
თავი IV. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 5🔗
1. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) წამყვანი სპეციალისტი.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავი V. სხვა დებულებები
მუხლი 6🔗
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.