⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.11.2014)
გაუქმებულია:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2010
ძალის დაკარგვა 19.11.2014
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 120111, 12/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,619 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2010 მიღება
19.11.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in .5in .5in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2010 წლის 29 დეკემბერი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულება თანახმად დანართისა. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მართვას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №23 დადგენილების შესაბამისად. 4. ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 5. ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141. თავი II. სამსახურის ფუნქციები, ამოცანები, უფლებები და მოვალეობები:     მუხლი 2🔗 სამსახურის ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ეფექტურად მართვა; ბ) მუნიციპალური ქონების გამოყენების მონიტორინგი; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა, კონტროლი მიწის გამოყენებისა და სარგებლობის წესების დაცვაზე.     მუხლი 3🔗 სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; დ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ე) მუნიციპალური ქონების აუქციონის და/ან პირდაპირი წესით განკარგვის შემდგომ, აუქციონის პირობების და/ან ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგი; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ზ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; თ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ი) მუნიციპალური ქონების გამოყენების მონიტორინგი და მათი ექსპლოატაციის ეფექტურობის შეფასება, ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით პროექტების მომზადება; კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა, კონტროლი მიწის გამოყენებისა და სარგებლობის წესების დაცვაზე; ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; მ) უზრუნველყოფს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას; ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.      მუხლი 4🔗 1. თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით სამსახურს უფლება აქვს: ა) თავის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან; ბ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადება და შესაბამისი კომპენტენციის მქონე ინსტანციაში წარდგენა; გ) თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. 2. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; ბ) მოცემული დებულებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები; გ) მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს და პასუხი გასცეს კომპეტენციის ფარგლებში; დ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები. თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა:     მუხლი 5🔗 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურს ხელმძღვანელობს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. ქონების მართვისა და აგრალურ საკითხთა სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) ითანხმებს სამსახურში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე გამგეობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; დ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; ე) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის; ვ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) იხილავს მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს შესაბამის დასკვნას რეაგირებისთვის; თ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენას; ი) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; კ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ წარმოების წარმართვას; ლ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს; მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ნ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს და სხვა სტრუქტურული ერთეულებს. ო) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; პ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში; ჟ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; რ) ესწრება გამგებლის თათბირებს; ს) დადგენილი წესით მართავს სამსახურისთვის გადაცემულ ქონებას; ტ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და/ან ითანხმებს სამართლებრივი აქტების პროექტებს; უ) უზრუნველყოფს გამგებელის და გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას; ფ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა; უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) გარდაცვალება; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.  5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის განყოფილების უფროსს. თავი IV. სამსახურის სტრუქტურა     მუხლი 6🔗 1. ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან. 2. ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: - ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილება. 3. ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის შემადგენლობაში შედის ასევე: - წამყვანი სპეციალისტი. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. თავი V. ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილება     მუხლი 7🔗 ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილება (ტექსტში შემდგომ - განყოფილება) არის გამგეობის ქონების მართვისა და აგრალურ საკითხთა სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავებას, მათ განხორციელებას და მუნიციპალური ქონების გამოყენების მონიტორინგს.     მუხლი 8🔗 ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა; გ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; ვ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება; ი) მუნიციპალური ქონების აუქციონის და/ან პირდაპირი წესით განკარგვის შემდგომ, აუქციონის პირობების და/ან ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგი; კ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 9🔗 1. ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ ; დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს.     მუხლი 10🔗  ამ დებულების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის საშტატო ნუსხით ქონების მართვისა და პრივატიზების განყოფილებაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) განყოფილების უფროსი; ბ) მთავარი სპეციალისტი. თავი V. სხვა დებულებები  მუხლი 11🔗 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება ..ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.