საქართველოს სამხედრო ძალებში 2002 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ
მიღების თარიღი 12.10.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №430
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 102, 15/10/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.10.2002 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში | 5849; |
| ბ) საქართველოს შინაგან ჯარებში | 2800; |
| გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში | 1600; |
| დ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში | 400; |
| ე) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში | 75. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სამხედრო ძალებში 2002 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №430
2002 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალებში 2002 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სამხედრო ძალებში 2002 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:
1. 2002 წლის შემოდგომაზე საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრება 10724 კაცის რაოდენობით, მათ შორის:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში
5849;
ბ) საქართველოს შინაგან ჯარებში
2800;
გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში
1600;
დ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში
400;
ე) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში
75.
2. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყოს 2002 წლის 21 ოქტომბრიდან და დასრულდეს 2002 წლის 30 დეკემბერს.
საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვეულ იქნეს 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება.
3. შეიქმნას ქალაქებსა და რაიონებში გამწვევი კომისიები შესაბამისი სამხედრო კომისრების (განყოფილების უფროსების) თავმჯდომარეობით.
4. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული შემადგენლობა. საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიების მუშაობას საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი გაუწიოს ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ.
5. საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიები მუშაობას შეუდგნენ 2002 წლის 15 ოქტომბრიდან.
6. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ამ ბრძანებულების გამოცხადების დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისარიატების (განყოფილებების) გამწვევ კომისიებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე):
ა) ქალაქებისა და რაიონების გამგეობებთან ერთად უზრუნველყოს სამხედრო კომისარიატების (განყოფილებების) სამედიცინო კომისიები ექიმ-სპეციალისტებით;
ბ) უზრუნველყოს ქალაქებისა და რაიონების სამხედრო კომისარიატების (განყოფილებების) სამედიცინო კომისიები იმ სამედიცინო დაწესებულებათა ჩამონათვალით, სადაც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის;
გ) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს დადგენილ ვადებში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისა და სამხედრო სამსახურისათვის მოქალაქეთა ჯანმრთელობის ვარგისიანობის განსაზღვრას; გაამკაცროს ქალაქებისა და რაიონების სამედიცინო კომისიების მუშაობის კონტროლი;
დ) სამედიცინო კომისიების მიერ შესრულებული სამუშაოების, მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევის ხარჯები აანაზღაუროს სახელმწიფო სამედიცინო პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
8. ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიას დაევალოს რაიონებისა და ქალაქების სამხედრო კომისარიატების (განყოფილებების) სამედიცინო კომისიების ხელმძღვანელობა, კონტროლი, მეთოდური და პრაქტიკული დახმარება.
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.ნარჩემაშვილი) გაუწიოს ქმედითი დახმარება სამხედრო კომისარიატებს (განყოფილებებს) იმ წვევამდელთა ძებნაში, რომლებიც თავს არიდებენ გამწვევ კომისიაში გამოცხადებას.
10. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა, რაიონების გამგებლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საშემოდგომო გაწვევის ორგანიზებულად მოწყობაში – ორგანიზებული გაწვევისათვის კომისარიატებს (განყოფილებებს) გამოუყონ საჭირო შენობები, ტექნიკური მუშაკები და ავტოტრანსპორტი ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე.
11. დათხოვნილ იქნენ სამხედრო ძალებიდან რეზერვში 2001 წლის გაზაფხულზე გაწვეული სამხედრო ნაწილების, დაწესებულებებისა და სასწავლებლების ვადიანი სამხედრო სამსახურის სერჟანტები, ზემდეგები, მიჩმანები, რიგითები, მატროსები, აგრეთვე 2001 წლის შემოდგომაზე გაწვეული უმაღლესი განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც კანონით დადგენილ ვადებში მოიხადეს სავალდებულო სამხედრო სამსახური.
12. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დ. თევზაძემ, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა პერიოდულად მომახსენონ მოქალაქეთა 2002 წლის შემოდგომაზე გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.
13. ეთხოვოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ფართოდ გააშუქონ 2002 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან რეზერვში დათხოვნის მიმდინარეობა და მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.
14. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა დ. თევზაძემ.
ე. შევარდნაძე
საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა
ჯონი ფირცხალაიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე
გია ბენაშვილი – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე
გელა უღრელიძე – პირადი შემადგენლობისა და საორგანიზაციო-სამობილიზაციო მთავარი სამმართველოს უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ილია ჭრელოშვილი – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
მზევინარ ცანავა – პირადი შემადგენლობისა და საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის დაგეგმვის განყოფილების ოფიცერი, კომისიის მდივანი
სერგო გუმბერიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსი
ლერი კვახაძე – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
კორნელი სალია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ ტატიშვილი – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე
მერაბ ქორჩილავა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
შაქრო წინწკალაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე
შალვა ჯავახაძე – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გია ჯიქია – საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი.