საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2010
ძალის დაკარგვა 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №185
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016019
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:40.55pt 56.7pt 42.55pt 63.8pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №185
2010 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის კოდექსის
“ 44-ე მუხლის მე-
8 ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის
თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის №585 ბრძანება
.
3
. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ
. კალმახელიძე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მუდმივმოქმედი კომისიის
(შემდგომში – მუდმივმოქმედი კომისია
) უფლებამოსილებას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.
2. მუდმივმოქმედი კომისიის
მიზანია სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს (შემდგომში
–საბჭო) საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობა და ასევე კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
3. მუდმივმოქმედი კომისია
საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით,
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. მუდმივმოქმედი კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №42.
5. მუდმივმოქმედ კომისიას აქვს თავისი ბეჭედი, რომელიც ინახება მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარესთან.
მუხლი 2🔗. მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის პრინციპები
მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.
მუხლი 3🔗. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი
1.
მუდმივმოქმედი კომისია შედგება 7 წევრისაგან.
2.მუდმივმოქმედი
კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) სამინისტროს სისტემის სამი
თანამშრომელი, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი);
ბ) საპარლამენტო უმრავლესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა თითო წარმომადგენელი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი;
გ) არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი;
დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
3. ამ მუხლის მე-
2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენლის კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ.
4
. მუდმივმოქმედი კომისიის ის წევრები, რომლებიც მუდმივმოქმედ კომისიაში წარმოდგენილნი არიან საქართველოს პარლამენტის, საკოორდინაციო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მიერ, ექვემდებარებიან როტაციის წესით შეცვლას წელიწადში
ერთხელ.
მუხლი 4🔗. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება
მუდმივმოქმედი კომისია
უფლებამოსილია:
ა) განიხილოს საბჭოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშები სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებათა თაობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
ბ) გამოითხოვოს საბჭოს მიერ განხილული ნებისმიერი საქმე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
გ) გამოითხოვოს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული მასალები;
დ
) განახორციელოს კანონდებლობით
მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 5🔗. მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელი პირები
1. მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, რომლებსაც მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობიდან (გარდა როტაციის წესით დანიშნული წევრებისა) ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს მუდმივმოქმედი კომისია.
2. მუდმოვმოქმედი კომისიის ხელმძღვანელი პირის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მუდმოვმოქმედი კომისიის არანაკლებ 2 წევრს;
3. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე:
ა) განსაზღვრავს მუდმივმოქმედი
კომისიის სხდომის ჩატარების დროსა და ადგილს;
ბ) იწვევს მუდმოვმოქმედი
კომისიის სხდომებს;
გ) ხელმძღვანელობს მუდმივმოქმედი
კომისიის საქმიანობას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს მუდმივმოქმედი
კომისიის წევრებს შორის;
ე) უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას;
ვ) ხელს აწერს სხდომის ოქმს;
ზ) ზედამხედველობს მუდმივმოქმედი
კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებმოსილებებს.
4. მუდმივმოქმედი კომისიის მდივანი:
ა) ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი უფლებმოსილების ვადამდე შეწყვეტისას;
ბ) ასრულებს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) უზრუნველყოფს მუდმივმოქმედი კომისიის წევრებისთვის მასალების პერიოდულად გაგზავნას;
დ) ადგენს სხდომის დღის წესრიგს;
ე
) უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას;
ვ
) ხელს აწერს სხდომის ოქმს;
ზ
) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
1. მუდმივმოქმედი
კომისიის წევრებს უფლება აქვთ:
ა) დასვან საკითხი მუდმივმოქმედი
კომისიის სხდომაზე განსახილველად;
ბ) მონაწილეობა მიიღონ მუდმივმოქმედი
კომისიის საქმიანობაში;
გ) შეიტანონ შენიშვნები და წინადადებები მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
დ) გაეცნონ საქმის მასალებს.
2.მუდმივმოქმედი
კომისიის წევრები ვალდებულნი არიან:
ა) ჯეროვნად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები;
ბ) მოვალეობის განხორციელებისას იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) დაიცვან მუდმივმოქმედი
კომისიის საქმიანობის დადგენილი პროცედურები.
3. მუდმივმოქმედი კომისიის წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;
გ) მინისტრის მოტივირებული გადაწყვეტილება ან მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია;
დ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-
უკვლოდ დაკავრგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება;
ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ვ) გარდაცვალება;
4. ამ მუხლის პირველი
– მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუდმივმოქმედი კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მინისტრის ბრძანებით, გარდა როტაციის წესით არჩეული წევრებისა.
5. მუდმივმოქმედი კომისის წევრები საქმიანობას ეწევიან ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 7🔗. მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
1. მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა დახურულია.
2. მუდმივმოქმედი კომისიის სხდომას იწვევს და წარმართავს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე. მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, როგორც წესი, იმართება პერიოდულად არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის ან მუდმივმოქმედი კომისიის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.
3
. მუდმივმოქმედი კომისიის
სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. მუდმივმოქმედი კომისიის
თითოეული წევრი უფლებამოსილია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსიროს საკუთარი აზრი მუდმივმოქმედი კომისიის
სხდომის ოქმში შეტანით.
4
. მუდმოვმოქმედი კომისიის
სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მუდმოვმოქმედი კომისიის თავმჯდომარე.
6. მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია
საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს საბჭოს მიერ განხილული ნებისმიერი საქმე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
7. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 7 დღის ვადაში ეცნობება მსჯავრდებულს.
8. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 8🔗. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება და მისი აღსრულების წესი
1. მუდმივმოქმედი კომისიის
გადაწყვეტილება არის
ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც
გამოიცემა სხდომის
გამართვიდან 5 დღის ვადაში.
2. მუდმივმოქმედი კომისიის
გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
3. გადაწყვეტილება
გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
4. მუდმივმოქმედი კომისიის
გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით შეცვლის და სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე დაუყონებლივ ეგზავნება დაწესებულების ადმინისტრაციას აღსასრულებლად. გადაწყვეტილების ასლი ასევე ეგზავნება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 9🔗. მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. მუდმივმოქმედი კომისიის
საქმიანობის ორგანიზაციულ-
ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – მუდმივმოქმედი კომისიის აპარატი).
2
. მუდმივმოქმედი კომისიის აპარატი
:
ა
) ასრულებს მუდმივმოქმედი კომისიის
თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
ბ
) უზრუნველყოფს მუდმივმოქმედი კომისიის
წევრებისთვის მასალების პერიოდულად გაგზავნას;
გ
) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.