ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.12.2010
ძალის დაკარგვა 06.02.2012
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016028
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 120111, 12/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 26.01.2012
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Default, li.Default, div.Default {mso-style-name:Default; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; color:black;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Calibri","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .5in .5in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 ივნისის №56 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, ძეგლთა დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №23 დადგენილების შესაბამისად.
3. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
თავი II. სამსახურის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები, უფლებები და მოვალეობები.
მუხლი 2🔗
სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, ძეგლთა დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვა და/ან კოორდინაცია;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა და/ან კოორდინაცია;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვა და/ან კოორდინაცია;
ე) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, ახალგაზრდული და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება, კოორდინაცია და ხელშეწყობა;
ზ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, ძეგლთა დაცვის სფეროში დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის მართვის განხორციელება და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათლების და კულტურის სფეროს რეაბილიტაციისა და განვითარების შესახებ, შესაბამისი პროგრამების მომზადება, მართვა და ორგანიზება;
ი) დაქვემდებარებული კულტურის, საგანმანათლებლო და სკოლგარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონერებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
კ) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის პროგრამების სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება;
ლ) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის სფეროს პერსპექტივების განვითარების ძირითადი მიმართულების განსაზღვრაში, აგრეთვე ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრივ სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა პატრონობის ორგანიზება-ხელშეწყობა;
ნ) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, დაქვემდებარებულ სფეროებში დასაქმებულთა და მომსახურე სხვა პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ო) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
პ) სამსახურის დაქვემდებარებულ სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის თავისუფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;
ჟ) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დაძმობილებული, დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება;
რ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, ახალგაზრდული, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სფეროების ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;
ს) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის ზრუნვა;
ტ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
უ) უზრუნველყოფს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას;
ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗
თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით სამსახურის უფლება- მოვალეობებია:
ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად, დადგენილი წესით, მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისაგან, ტერიტორიული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
გ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს წარუდგინოს სათანადო გაანგარიშებები დაქვემდებარებული სფეროების საჭირო დაფინანსების გამოყოფის თაობაზე და სხვა;
დ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები;
ე) გაწეული საქმიანობისა შესახებ წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაციები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან;
ვ) იზრუნოს დაქვემდებარებული სფეროების განვითარებაზე;
ზ) მიიღოს განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
თ) გაუწიოს კოორდინირება დაქვემდებარებულ სფეროში მყოფ ობიექტებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრების განაწილებას;
ი) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ვალდებულებანი.
თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗.
1. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი;
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობის შესაბამისად და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა შორის ფუნქციური განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს გამგებელს;
დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
თ) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
ი) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
კ) ესწრება გამგებლის თათბირებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;
3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა; უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ე) გარდაცვალება;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
6. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ სპეციალისტს.
თავი IV. სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 5🔗.
1. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) წამყვანი სპეციალისტი.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავი V. სხვა დებულებები
მუხლი 6🔗.
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.