„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №239
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №73, მუხ. 646) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ტოპოგრაფიის, გეოდეზიის, გრავიმეტრიის, კარტოგრაფიის, აეროკოსმოსური გადაღებითი და გეოინფორმაციული სისტემების საქმიანობის სფეროში (შემდგომში – ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები) სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ - ,,ო“ ქვეპუნქტები:
„ზ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიმაღლეთა და კოორდინატთა ერთიანი სისტემის შექმნა, განახლება და მონიტორინგი;
თ) დარგის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური შინაარსის აქტების პროექტების შემუშავება;
ი) სახელმწიფო და ადმინისტრაციული საზღვრების, კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების საზღვრების, სახელწოდებების და ინფორმაციის სწორი ასახვის უზრუნველყოფა კარტოგრაფიულ პროდუქციაზე;
კ) სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი მონაცემებისა და მასალების ცენტრალიზებული აღრიცხვის ორგანიზება და სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში (ამობეჭდილი და ციფრული ფორმით) შენახვა;
ლ) სახელმწიფო დაწესებულებებისა და შესაბამისი უწყებების მაღალი სიზუსტის გეოდეზიური მონაცემებით, სახელმწიფო დანიშნულების შინაარსობრივად განახლებული სხვადასხვა მასშტაბების ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული და სხვადასხვა დანიშნულების თემატიკური ციფრული რუკებით და აეროკოსმოსური სურათებით უზრუნველყოფის ორგანიზება;
მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა, დემარკაციისა და საზღვრის ხაზის მდებარეობის შემოწმების სამუშაოთა ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებით უზრუნველყოფისა და საზღვრების გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემთა ბაზის შექმნის ორგანიზება;
ნ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ციფრული სივრცითი ინფორმაციული მონაცემების ეროვნული სტანდარტების შემუშავება;
ო) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.“.
3. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;“.
4. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი:
„პ) კარტოგრაფიის და გეოდეზიის სამსახური.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №239. სარეგისტრაციო კოდი — 040150000.22.027.016061.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №239, 30.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016061 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1163457/