2003 წელს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №453
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 108, 04/11/2002
matsne.gov.ge 584 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2003 წელს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №453 2002 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი 2003 წელს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ღონისძიებათა შესახებ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-16 მუხლების მოთხოვნათა შესაბა­მისად საქართველოს რაიონებისა და ქალაქების ადგილობრივი მმართვე­ლობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში 2003 წლის იანვარ-აპრილ­ში მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ორგანი­ზებუ­ლად აყვანის მიზნით: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებმა 2003 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე განახორციელონ 1986, 1987, 1988 წლებში დაბადებულ მოქალაქეთა გასაწვევ უბნებში პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა. 2. პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქე ვაჟები, მათ შორის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებსაც სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წელს უსრულდებათ 15-17 წელი, აგრეთვე უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომლებიც ადრე სხვადასხვა მიზეზის გამო არ იდგნენ აღრიცხვაზე. 3. გასაწვევ უბნებში პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას არ ექვემდებარებიან პირები, რომლებიც სასამართლო განაჩენის საფუძველ­ზე იმყოფებიან სასჯელის მოხდის ადგილებში და ის პირები, რომლებიც განსაზღვრული არიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით. 4. პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის კომისიების შემად­გენლობა და მათი უფლება-მოვალეობანი განისაზღვროს მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად. 5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) განსაზღვროს სამედიცინო დაწესებულებები პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა დამატებით სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევისათვის საჭიროების შემთხვევაში. 6. ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგა­ნო­ების სამხედრო განყოფილებებში მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის პერიოდში სამედიცინო კომისიების წევრ ექიმ-სპეციალისტთა შრომითი ანაზღაურება და პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის განმსაზღვრელი დამატებითი სამედი­ცინო შემოწმების ხარჯები ანაზღაურდეს ადგილობრივი სახელმწიფო-სამედიცინო პროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან. 7. რაიონების გამგებლებმა, ქალაქების მერებმა, გამგეობათა თავმ­ჯ­დომარეებმა უზრუნველყონ სამხედრო კომისარიატები და სამხედრო განყოფილებები 2002 წლის 10 ნოემბრამდე რაიონის (ქალაქის) წარმოე­ბა-დაწესებულების სრული ნუსხით. 8. ეთხოვოთ ქალაქების, რაიონების, წარმოება-დაწესებულების ხელ­მძღვანელებს, სოფლის საკრებულოების თავმჯდომარეებს, სასწავლო დაწესებულებებს 2002 წლის 30 ნოემბრამდე დადგენილი ფორმის მიხედვით წარუდგინონ რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი მმართველობის სამხედრო განყოფილებებს (კომისარიატებს) 1986, 1987, 1988 წლებში დაბადებულ მოქალაქეთა სიები. 9. ქალაქებისა და რაიონების შინაგან საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებმა, სამედიცინო სოცია­ლური ექსპერტიზის ბიუროებმა უზრუნველყონ სამხედრო კომისარიატები (განყოფილებები) მათთან აღრიცხვაზე მყოფ 1986, 1987, 1988 წლებში დაბადებულ მოქალაქეთა სიებით 25 ნოემბრამდე. 10. ეთხოვოთ ტელერადიომაუწყებლობას (ზ. შენგელია), მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს პერიოდულად გააშუქონ გასაწვევ უბნებზე მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიმდი­ნარეობა. 11. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფი­ლებებმა მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ანგა­რიში წარუდგინონ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს 2003 წლის 15 მაისამდე. 12. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა (ჯ. ფირცხალაიშვილი) 2003 წლის 5 ივნისამდე წარუდგინოს მოხსენება მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ სა­ქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს. ე. შევარდნაძე