ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი 30 მილიონი იუანის კრედიტის ასათვისებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 15.11.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №480
სარეგისტრაციო კოდი 480.210.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 19/11/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.11.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი 30 მილიონი იუანის კრედიტის ასათვისებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №480
2002 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი 30 მილიონი იუანის კრედიტის ასათვისებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2001 წლის 13 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი 30 მილიონი იუანის კრედიტის ათვისების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს 2001 წლის 12 ივნისის სხდომის №28 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად შეიმუშაონ კრედიტის თანხით განსახორციელებელი პროექტები და მათ შესათანხმებლად აწარმოონ მოლაპარაკება ჩინეთის მხარესთან.
2. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს რატიფიკაციისათვის წარუდგინოს „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2001 წლის 13 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება.
3. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებული პრიორიტეტული პროექტების განმახორციელებელი საქართველოს საწარმოების შერჩევის ორგანიზება, გამოყენების მიზნობრიობა და ეფექტიანობის მონიტორინგი უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მეშვეობით.
4. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებული პროექტების განმახორციელებელი საქართველოს საწარმოები საქართველოს პარლამენტში ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ შეარჩიოს საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. პროექტების განმახორციელებელი საქართველოს საწარმოების შერჩევის მიზნით, საკონკურსო კომისიის შექმნისას გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლებისა და შერჩეული მიმარ-თულების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობა.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს პროექტების განმახორციელებელი საქართველოს საწარმოებისათვის კრედიტის თანხის გადასესხების პირობები.
7. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს განსახილველად წარუდგინოს კონკურსის შედეგად პროექტების განხორციელების მიზნით შერჩეული კრედიტის მიღების კანდიდატი საქართველოს საწარმოები.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს აქცეპტირებისათვის გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კონკურსის შედეგად პროექტების განხორციელების მიზნით შერჩეული კრედიტის მიღების კანდიდატი საქართველოს საწარმოები, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გააფორმებს სასესხო ხელშეკრულებას.
ე. შევარდნაძე