"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№414
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016144
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№414

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

       მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 და 17 მუხლები:

     „მუხლი 16

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება არასამუშაო დროს. ამ დადგენილების მიზნებისათვის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები; გაფორმების სხვა ადგილებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათი, კვირა და უქმე დღეები.

    მუხლი 17

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

 ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

 ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;

 გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ეროვნული და უცხოური ვალუტისა (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ) საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება;

თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ი) დროებითი შემოტანის შემთხვევაში საქონელი, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 „6

 

 

 

 

 

საწყობის საქმიანობის ნებართვის, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა

 

20 სამუშაო დღე

 

 

10 სამუშაო დღე

 

უფასო

 

 

ყოველ კვადრატულ მეტრზე 0.1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; რეზერვუარის ერთ კუბურ მეტრზე 0.05 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

დახურული საწყობის შემთხვევაში საწყისი კოეფიციენტი ნახევრდება;

10 დღეზე უფრო დაჩქარებულ ვადაზე, თითოეულ დაჩქარებულ დღეზე, საწყობის კოეფიციენტს ემატება 0.05 ლარი“;

ბ) მე-8 და მე-9 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 „8

 

 

 

გაფორმებული საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

კილოგრამზე 1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა

 

 

 

9

 

 

გაფორმებული მსუბუქი ავტომანქანის მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

500 ლარი“;

 

გ) მე-11 – მე-13 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

 

     

 

 „11

 

ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა

 

4 საათი

1 დღე

1 დღეზე მეტი

 

400 ლარი

300 ლარი

200 ლარი

12

 

ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით) და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

 

 

 

აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ

10 ლარისა

 

 

13

 

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების მიზნით სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე

 

 

 

 

არა უმეტეს 5 კალენდარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი

 

 

 

5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი“;

 

 დ) მე-20 და 21-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 „20

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 (გარდა „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა) ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო გირავნობით/

იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ

 

 

 

 

1 სამუშაო დღე

 

 

 

 

 

15 ლარი

 

 

 

 

21

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნით ყადაღადადებულ ქონებაზე ყადაღის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ

 

 

 

1 სამუშაო დღე

 

 

 

50 ლარი“;

 

 

ე) 44-ე – 51-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 „44

 

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ სასაქონლო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის დაშვება (დამატება)

 

 

 

20 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

 

უფასო

100 ლარი

50 ლარი

 

 

 

45

 

განხორციელებული საქონლის გაფორმების შესახებ ინფორმაციის გაცემა

 

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

უფასო

50 ლარი

20 ლარი

 

 

 

 

 

46

 

 

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ ASYCUDA “-ში (თავდაპირველად) დაშვება

 

 

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

 

500 ლარი

250 ლარი

 

 

 

 

47

 

 

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ ASYCUDA “-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება

 

 

 

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

 

50 ლარი

20 ლარი

 

 

 

 

 

48

 

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ

 

 

 

30 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

 

 

უფასო

250 ლარი

500 ლარი

 

 

 

49

 

წინასწარი გადაწყვეტილება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ

 

30 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

 

უფასო

250 ლარი

500 ლარი

 

 

 

50

 

მონაცემთა ავტო მატი ზებულ სისტემა „ ASYCUDA “-ში დაშვებული საწარმოს (ან მეწარმე ფიზიკური პირის) სახელით სასაქონლო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის სხვა საგადასახადო ორგანოს კოდზე დაშვება

 

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

 

უფასო

50 ლარი

100 ლარი

 

 

51

 

დროებითი შენახვის განაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საწყობების, საწარმოს ან ფიზიკური პირის დაშვება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში

 

 

 

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

 

 

უფასო

50 ლარი

100 ლარი“;

 

 ვ) 52-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

 ზ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 „54

 

 

საქონლის გაფორმება (გარდა

მე-12 და 66-ე გრაფებით

გათვალისწინებული

შემთხვევებისა)

 

 

 

 

3000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

150 ლარი;

 

3000-დან 15000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“;

 

 

თ) 59-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 „59

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრა

 

 

 

 

1 კგ – 0.040 ლარი,

1 მ3 – 0.20 ლარი,

1 მ2-მდე – 30 ლარი,

1 მ2-ის ზევით – 30 ლარს + ყოველ 1 მ2-ზე 0.10 ლარი,

1 მ – 0.20 ლარი,

1 ცალი – 0.02 ლარი“;

ი) 61-ე – 64-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 „61

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

 

 

 

 

1 სახეობის ობიექტი

100 ლარამდე – 10 ლარი,

100-დან 10000 ლარამდე – 25 ლარი,

10 000 ლარის ზევით –

150 ლარი

 

 

62

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ ჩათვლით) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

 

 

1 ავტომობილი სეს ესნ კოდით – 40 ლარი

 

 

63

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

 

 

1 ავტომობილი სეს ესნ კოდით – 80 ლარი

 

 

64

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით შერეული საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენა

 

 

 

 

5000 ლარამდე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა,

5000-დან 100 000 ლარამდე – 150 + 5000 ლარის ზევით თანხის 2%,

100 000-დან 1 000 000 ლარამდე – 2050+100 000 ლარის ზევით თანხის 1%,

1 000 000 ლარის ზევით თანხის 0,8%“;

 

 კ) 65-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

 ლ) 66-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „66

 

ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. №30-ში მდებარე კონტროლის ზონაში „საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის (გარდა საფოსტო გზავნილისა) გაფორმება

 

3000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

150 ლარი;

 

3000-დან 15000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

300 ლარი;

 

15000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური