"საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№400
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№400

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს სას­ჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამ­ტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2009 წელი, №11, მუხ­ლი 125) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:

ა) მინისტრის მრჩევლები;

ბ) მინისტრის (მინისტრის პირველი მოადგილისა და მო­ადგილეების) თანაშემწეები;

გ) გამომძიებლები;

დ) მრჩევლები;

ე) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები;

ვ) სამინისტროს სპეციალისტები;

ზ) დაწესებულების მთავარი ექიმები;

თ) განყოფილების უფროსი ექიმები;

ი) მთავარი ექიმის მოადგილე;

კ) ლაბორატორიის უფროსი;

ლ) უფროსი ექიმები;

მ) ექიმი (ოჯახის ექიმი, დღის ექიმი, მორიგე ექიმი, მეან-გი­ნე­კო­ლოგი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნევ­როპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემატოლო­გი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, ზოგადი ქირურგი, გულმკერდის ქი­რურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მორიგე ქირურგი, ქირურგი ონ­კოლოგი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ანეს­თე­ზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, ინფექციონის­ტი, ჰეპატოლოგი, დერმატოვენეროლოგი, ფტიზიოპულმონოლოგი, სეფსისოლოგი, პარაზიტოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, რენტგე­ნოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოსკოპისტი, სტომატოლოგი, სტომატო­ლოგ-ორთოპედი, ექიმი-ლაბორანტი, ექიმი-ბიოქიმიკოსი, ბაქტერიო­ლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი, ფარმაცევტი, ექიმი-დიეტოლოგი);

ნ) უფროსი ექთნები;

ო) ექთნები (საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექ­თანი, შესახვევის ექთანი, დღის ექთანი, მორიგე ექთანი, ლაბო­რან­ტი, მორიგე ლაბორანტი, რენტგენ-ლაბორანტი, მორიგე რენტგენ-ლაბორანტი, მასაჟისტი, პროზექტორი, დიასახლისი, ექთანი-დიეტო­ლოგი, პროვიზორი);

პ) წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი, წამლების სა­მა­რაგოს თანამშრომლები, სტატისტიკოსები;

ჟ) სანიტრები.

2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორ­ჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანა­შემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარ­დგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თა­ნაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლე­ბამოსილების ვადით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ-ჟ“ ქვეპუნქტებით გათ­ვა­ლისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს მინისტრი, კანონით დად­გენილი წესით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ-ჟ“ ქვეპუნქტებით გათ­ვა­ლისწინებულ მოსამსახურეთა მოვალეობანი შეიძლება განისა­ზღვ­როს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ნ. გილაური