"სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№403
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.016133
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№403

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სასარგებლო წიაღი­სეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირო­ბების შე­სახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართვე­ლოს მთავრო­ბის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №94, III ნაწილი, მუხლი 1068) შე­ტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლის პირ­ველი პუნ­ქტის ,,ბ“ ქვე­პუნქტი ჩამოყა­­­ლიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„ბ) ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგან ის მერქნიანი მცენარეებით (ხეების ან/და ბუჩქნარის ერთობლიობა), ხეებითა და ბუჩქებით დაფარული ფართობები: თოვლის ზვავებისა და ღვარ­ცო­ფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის, უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის, ფლა­ტეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარ­მონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ად­გილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის, რკინიგზებისა და საავ­ტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამ­დე სიგანის, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არ­ხე­ბის გასწვრივ ნაპირებიდან 300 მეტრამდე სიგანის ტერიტო­რიებ­ზე (მანძილი იზღუდება წყალგამყოფით);“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ნ. გილაური