საქართველოში სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაციისა და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის წესის შესახებ
მიღების თარიღი 10.12.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №სამუშაოს
დასაწყისი
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 13/12/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.12.2002 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| რეგისტრირებულია | ფაქტობრივად |
| N | ინდივიდუალური ნომერი |
| საწარმოს სადაზღვევო ნომერი | სამუშაოს დასაწყისი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაციისა და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 49.5pt 63.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №507
2002 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაციისა და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის წესის შესახებ
სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელთა (შემტანთა) ბაზის გაფართოების, დასაქმებულთა სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემაში მოქცევის მოტივაციის განვითარებისა და დაზღვეულთა მიმართ სადაზღვევო გასაცემლების განსაზღვრის პირობების შექმნის მიზნით:
1. განხორციელდეს საქართველოს სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვა.
2. დამტკიცდეს „საქართველოში სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაციისა და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის წესი“.
3. დამტკიცდეს საქართველოს სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაციისა და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის ფორმები:
ა) განცხადება სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ (დანართი №1);
ბ) სადაზღვევო ბარათი (დანართი №2);
გ) დამსაქმებლის დეკლარაცია (დანართი №3);
დ) ამონაწერი მოქალაქის ინდივიდუალური ანგარიშიდან (დანართი №4).
4. სოციალური დაზღვევის სისტემაში საქართველოს შრომისუნარიან მოქალაქეთა რეგისტრაცია და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვა განახორციელოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (საგადასახადო დეპარტამენტმა) და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს სისტემატურად მიაწოდონ ინფორმაცია ახლად შექმნილი იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ, ამასთან, აღმოუჩინონ დახმარება უკვე რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა პერსონიფიცირებულ აღრიცხვაში.
6. იურიდიული და ფიზიკური პირი (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობას ეწევა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში ადგილმდებარეობის მიხედვით, „საქართველოში სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაციისა და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის წესის“ შესაბამისად.
7. პენსიონერების, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების რეგისტრაცია და პერსონიფიცირებული (ინდივიდუალური) აღრიცხვა განხორციელდეს 2004 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ დანარჩენ პირთა აღრიცხვა – 2006 წლამდე.
8. ბრძანებულება ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
ე. შევარდნაძე
საქართველოში სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაციისა და ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის
წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს წესი არეგულირებს საქართველოში სოციალური დაზღვევის სისტემაში სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაციის (პერსონიფიცირებული აღრიცხვის) პირობებსა და მათთვის სადაზღვევო ბარათის გაცემის წესებს.
მუხლი 2🔗
ამ წესში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევა – სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა სისტემა, მიმართული დაზღვეულ პირთა სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად;
ბ) დაზღვეული – ფიზიკური პირი, საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე, საქართველოში მცხოვრები უცხოეთის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც შრომითი ან სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებით მუშაობს და იღებს შრომით ანაზღაურებას (გასამრჯელოს);
გ) დამზღვევი – დამქირავებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ანაზღაურებს დაქირავებული ფიზიკური პირის მიერ გაწეულ მომსახურებას (შრომას) და იხდის სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანს;
დ) მზღვეველი – საქართველოს სავალდებულო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელსაც საქართველოში ეკისრება სავალდებულო სოციალური დაზღვევის ორგანიზაცია და მართვა;
ე) სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელნი (შემტანნი) – დამზღვევები, აგრეთვე ფიზიკური პირები, მათ შორის, უცხოელი მოქალაქენი და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მზღვეველის ბიუჯეტში დამოუკიდებლად იხდიან სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადებს (შესატანებს);
ვ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადი (შესატანი) – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულო სადაზღვევო ტარიფის მიხედვით სადაზღვევო ბაზიდან გადასახდელი (შესატანი) თანხა, რომლის გადახდა (შეტანა) სავალდებულოა როგორც დამზღვევის, ისე დაზღვეულისათვის. ეს არის გადასახადი (შესატანი) მზღვეველის ბიუჯეტში, სავალდებულო სოციალური დაზღვევის გასაცემლების მიღებისათვის დაზღვეულის უფლების უზრუნველსაყოფად;
ზ) სადაზღვევო სტაჟი – დაზღვეული პირის შრომითი საქმიანობის იმ პერიოდის ჯამური ხანგრძლივობა, რომელზედაც გადახდილია (შეტანილია) სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანი, აგრეთვე პერიოდები, რომლებიც კანონმდებლობით უთანაბრდება სადაზღვევო სტაჟს;
თ) ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვა – სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემაში დაზღვეული პირის სადაზღვევო მონაცემების ინდივიდუალური აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმოება;
ი) დაზღვეული პირის ინდივიდუალური ანგარიში – მზღვეველთან არსებული დაზღვეული პირის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემთა და დაზღვეული პირისათვის გადახდილი (შეტანილი) სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) შესახებ არსებული ინფორმაციის ერთობლიობა, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომლებიც განსაზღვრავს დაზღვეული პირის სავალდებულო სოციალური დაზღვევის უფლებებს ამ წესის შესაბამისად. ანგარიში დაცულია ინფორმაციის მანქანურ მატარებლებზე ჩანაწერის სახით. მზღვეველის საინფორმაციო რესურსში ჩართული მონაცემები დაზღვეულ პირთა შესახებ და გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით ინფორმაციის დამუშავების წესები განსაზღვრულია ამ წესით;
კ) სადაზღვევო ბარათი – საბუთი, რომელიც ადასტურებს პირის, როგორც დაზღვეულის, პირადი ნომრით რეგისტრაციის ფაქტს.
მუხლი 3🔗
ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის მიზანია:
ა) ყოველი დაზღვეული პირის შრომის შედეგების მიხედვით სადაზღვევო შემთხვევის წარმოქმნისას სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისთვის პირობების შექმნა;
ბ) სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისას მისი რაოდენობის განმსაზღვრელი სადაზღვევო სტაჟისა და შემოსავლის შესახებ მონაცემთა უტყუარობის უზრუნველყოფა;
გ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის კანონმდებლობის სრულყოფისა და რეალიზაციისთვის, აგრეთვე დაზღვეულ პირთა სადაზღვევო სტაჟისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) საფუძველზე სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისათვის საინფორმაციო ბაზის შექმნა;
დ) სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადახდით (შეტანით) დაზღვეულ პირთა დაინტერესების მოტივაციის განვითარება;
ე) სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადახდის (შეტანის) კონტროლისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ვ) სადაზღვევო გასაცემლების ხარჯის, სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) ტარიფის განსაზღვრის, სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშების პროგნოზირებისათვის საინფორმაციო მხარდაჭერა;
ზ) დაზღვეულ პირთათვის სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნა-გაცემის წესის გამარტივება და პროცედურების ოპერატიული უზრუნველყოფა.
თავი II
ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის ორგანიზაცია
მუხლი 4🔗
სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემაში ინდივიდუალურ (პერსონიფიცირებულ) აღრიცხვას ახორციელებს მზღვეველი.
მუხლი 5🔗
1. მზღვეველი სპეციალური ანკეტის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყოველი დაზღვეული პირის სახელზე ხსნის ინდივიდუალურ ანგარიშს საკონტროლო თანრიგების შემცველი მუდმივი სადაზღვევო ნომრით.
2. დაზღვეული პირის ინდივიდუალურ ანგარიშში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები:
ა) სადაზღვევო ნომერი;
ბ) გვარი, სახელი და მამის სახელი, აგრეთვე ინფორმაცია გვარის შეცვლის შესახებ;
გ) დაბადების თარიღი;
დ) დაბადების ადგილი;
ე) სქესი;
ვ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;
ზ) პასპორტის ან პირადობის მოწმობის სერია და ნომერი; მითითებული დოკუმენტების გაცემის თარიღი, რომელთა საფუძველზეც ინდივიდუალურ ანგარიშში ჩართულია ამ პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემები, აგრეთვე ამ დოკუმენტის გამცემი ორგანოს სახელწოდება;
თ) მოქალაქეობა;
ი) ტელეფონის ნომერი;
კ) შრომითი და სხვა საქმიანობის პერიოდები, რომლებიც გაითვალისწინება სადაზღვევო სტაჟში სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისას;
ლ) შრომის ანაზღაურება (სადაზღვევო სტაჟის ყოველი თვისათვის), რომელზეც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დარიცხულია სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადი (შესატანი);
მ) დაზღვეული პირისათვის დარიცხული სადაზღვევო გადასახადის (შესატანის) თანხა (სადაზღვევო სტაჟის ყოველი თვისათვის), მათ შორის, დამზღვევისა და დაზღვეულისათვის ცალ-ცალკე;
ნ) დაზღვეული პირისათვის შეტანილი სადაზღვევო გადასახადის (შესატანის) თანხას (სადაზღვევო სტაჟის ყოველი თვისათვის), მათ შორის, დამზღვევისა და დაზღვეულის მიერ შეტანილს ცალ-ცალკე;
ო) უმუშევრობის შემწეობის გაცემის პერიოდები;
პ) სამხედრო სამსახური და მასთან გათანაბრებული სამსახურის სხვა პერიოდი, რომელიც შესულია სადაზღვევო სტაჟში;
ჟ) სადაზღვევო გასაცემელთა დანიშვნის, გადაანგარიშების, ინდექსაციისა და დარიცხვის შესაბამისი მონაცემები.
3. დაზღვეული პირის ინდივიდუალურ ანგარიშში მოცემული, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ-ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები ზუსტდება და იცვლება დაზღვეული პირის შრომითი საქმიანობის პროცესში.
4. დაზღვეული პირის ინდივიდუალური ანგარიში ინახება მზღვეველთან დაზღვეული პირის სიცოცხლის მანძილზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ – საპენსიო საქმეთა შენახვის დადგენილი წესით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.
5. დაზღვეული პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ-ვ“ ქვეპუნქტებში მოცემული მონაცემები, აგრეთვე მონაცემები მისი გარდაცვალების თარიღის შესახებ, გარდაცვალების რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ გადაეცემა მზღვეველს შეთანხმების საფუძველზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით.
მუხლი 6🔗
1. მზღვეველი ყოველი დაზღვეული პირისათვის მათი განცხადების საფუძველზე გასცემს სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო ბარათს (შემდგომში – სადაზღვევო ბარათი), რომელიც შეიცავს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებში მითითებულ მონაცემებს.
2. შრომითი ხელშეკრულებით სამუშაოზე პირველად მიღებული პირი სადაზღვევო ბარათს იღებს მზღვეველისგან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სადაზღვევო ბარათი გაიცემა, აგრეთვე პენსიონრებისა და იმ არამომუშავე პირებისათვის, რომლებიც იღებენ პენსიას მარჩენალის დაკარგვის გამო, აგრეთვე სამედიცინო დაზღვევის უფლების მქონე პირებისათვის.
3. დაზღვეული, რომელიც დამოუკიდებლად იხდის სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანებს, სადაზღვევო ბარათს იღებს უშუალოდ მზღვეველისგან სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელის სახით, მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
4. სადაზღვევო ბარათი ინახება დაზღვეულ პირთან. მისი დაკარგვის შემთხვევაში დაზღვეული ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში განცხადებით მიმართოს მზღვეველს სადაზღვევო ბარათის აღდგენის შესახებ.
5. სადაზღვევო ბარათის დაკარგვის შესახებ დაზღვეული პირის განცხადების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, მისთვის გახსნილი ინდივიდუალური ანგარიშის საფუძველზე, მზღვეველი მისცემს აღნიშნული სადაზღვევო ბარათის დუბლიკატს დამზღვევის ხელით ან პირადად. სადაზღვევო ბარათის დუბლიკატის გაცემისას მზღვეველი უფლებამოსილია დაზღვეულ პირს მოსთხოვოს მისი პირადობის დამადასტურებელი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მის პიროვნებას და ინდივიდუალურ ანგარიშში ასახულ მონაცემებს.
6. დაზღვეული პირის შესახებ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ-ე“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ისინი აისახება მის ინდივიდუალურ ანგარიშში ამ წესის მე-7-მე-9 მუხლებით განსაზღვრული თანმიმდევრობით, ამასთან, მზღვეველი დაზღვეული პირისათვის გასცემს ახალ სადაზღვევო ბარათს (ადრე გაცემულის სანაცვლოდ) ინდივიდუალური ანგარიშის იმავე სადაზღვევო ნომრით.
7. დაკარგულის სანაცვლოდ ახალი სადაზღვევო ბარათის გაცემის შესახებ დაზღვეული პირის განცხადების ფორმა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗
1. მზღვეველთან დაზღვეულ პირთა შესახებ მონაცემებს წარადგენს სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელი (შემტანი).
2. დამზღვევები მონაცემებს წარადგენენ ყველა იმ პირის შესახებ, რომლებიც მათთან მუშაობენ შრომის ხელშეკრულებებით და მათ შრომის ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაერიცხებათ სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადი (შესატანი). მზღვეველს მონაცემები გადაეცემა დამზღვევთა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, სადაც ისინი რეგისტრირებული არიან როგორც სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელები (შემტანები).
3. პირები, რომლებიც დამოუკიდებლად იხდიან სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანებს, მზღვეველთან თავად წარადგენენ მონაცემებს მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. დამზღვევებისა და სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) დამოუკიდებლად შემტანების მიერ სადაზღვევო სტაჟისა და შრომის ანაზღაურების შესახებ წარდგენილი მონაცემების სიზუსტის კონტროლს ახორციელებს მზღვეველი.
4. მონაცემებს იმ დაზღვეულ პირთა შესახებ, რომლებიც „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ცნობილნი არიან უმუშევრებად, მზღვეველს წარუდგენს დასაქმების სამსახური.
5. მზღვეველთან ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების წარდგენა ხდება დადგენილი წესით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად. აღნიშნული მონაცემები შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით (მაგნიტურ მატარებლებზე ან ელექტრონული კავშირის არხებით) მათი უტყუარობის გარანტიის, არასანქციონირებული წვდომისა და დამახინჯებისგან დაცვის პირობების არსებობისას. ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტების იურიდიული ძალა უნდა მტკიცდებოდეს ელექტრონულ-ციფრული მინაწერით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საკითხს ელექტრონული ფორმით ინფორმაციის წარდგენის შესაძლებლობის შესახებ წყვეტს მზღვეველი, სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) კონკრეტულ გადამხდელთან (შემტანთან) ერთად.
6. მზღვეველთან ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის მიზნით წარდგენილი მონაცემების ასლები ინახება დამსაქმებლებთან და სადაზღვევო გადასახადის (შესატანის) დამოუკიდებლად გადამხდელ (შემტან) ფიზიკურ პირებთან. აღნიშნული ასლების შენახვა დამსაქმებლებმა უნდა განახორციელონ საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დოკუმენტების შენახვის დადგენილი წესით.
7. მზღვეველთან წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ მონაცემებს დამზღვევებისა და ფიზიკური პირების მიერ გადახდილი (შეტანილი) სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადისა (შესატანის) და სადაზღვევო სტაჟის შესახებ, ინახება არანაკლებ ექვს წელს. სხვა მონაცემების შემცველი ფორმის დოკუმენტების შენახვის ვადა შეადგენს არანაკლებ სამ წელს.
8. შენახვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადისა (შესატანის) და სადაზღვევო სტაჟის შესახებ მონაცემების შემცველ დოკუმენტს ანადგურებს დაზღვეული პირი მის ინდივიდუალურ ანგარიშში არსებული მონაცემების გაცნობისა და ამ მონაცემების მისთვის გადაცემის შემდეგ.
მუხლი 8🔗
1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს მასთან მომუშავე დაზღვეული პირების შესახებ დამზღვევი მზღვეველთან წარადგენს შემდეგ შემთხვევებში:
ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემაში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისთვის დაზღვეული პირების პირველადი რეგისტრაციისას;
ბ) სადაზღვევო გადასახადის (შესატანის) გადამხდელის (შემტანის) სახით დაზღვეული პირის პირველადი რეგისტრაციისას;
გ) სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო ბარათის არმქონე ფიზიკურ პირთა სამუშაოზე მიღებისას ან მათთან სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებების დადებისას, რომელთა შრომის ანაზღაურებაზეც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაერიცხება სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადი (შესატანი);
დ) ფიზიკური ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას;
ე) მასთან მომუშავე დაზღვეული პირებისათვის ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლისას.
2. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს დამზღვევი მზღვეველთან წარადგენს შემდეგი წესით:
ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემაში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისთვის დაზღვეული პირების პირველადი რეგისტრაციისას, დადგენილი ფორმის შესაბამისად მასთან მომუშავე ყოველი დაზღვეული პირის შესახებ მონაცემებს მზღვეველის მიერ დადგენილ ვადებში (ყოველი დაზღვეული პირი, თავის მხრივ დამზღვევს წარუდგენს მის შესახებ მონაცემების შემცველ დოკუმენტებს და ავსებს შესაბამის ფორმებს);
ბ) მზღვეველთან სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელის (შემტანის) სახით დაზღვეული პირის პირველადი რეგისტრაციისას სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო გადასახადის (შესატანის) შესახებ მონაცემებთან ერთად მასთან მომუშავე ყოველი დაზღვეული პირის ინდივიდუალური ანგარიშის სადაზღვევო ნომერს ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო სადაზღვევო ბარათის არმქონე პირებზე დამატებით ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს (ყოველი დაზღვეული პირი თავის მხრივ დამზღვევს წარუდგენს მის შესახებ დამადასტურებელი მონაცემების შემცველ დოკუმენტებს და ავსებს შესაბამის ფორმებს);
გ) სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო ბარათის არმქონე ფიზიკურ პირთა სამუშაოზე მიღებისას ან მათთან სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებების დადებისას, რომელთა შრომის ანაზღაურებაზეც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაერიცხება სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადი (შესატანი), აგრეთვე, მოცემულ დამსაქმებელთან მომუშავე დაზღვეული პირის ინდივიდუალურ ანგარიშში ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლისას ინფორმაციას აღნიშნული პირების შესახებ წარადგენს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ ვადებში (ყოველი სამუშაოს დამწყები მოქალაქე, ისევე, როგორც დაზღვეული პირები, რომელთაც ინდივიდუალურ ანგარიშში აღნიშნული მონაცემები შეეცვალათ, თავის მხრივ, წარუდგენენ დამზღვევს მის შესახებ დამადასტურებელი მონაცემების შემცველ დოკუმენტებს და ავსებენ შესაბამის ფორმებს);
დ) დაზღვეული პირების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, თუ მოხდა დამზღვევის ლიკვიდაცია და როგორც სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელის (შემტანის) აღრიცხვიდან მოხსნა.
3. დაზღვეული პირი, რომელიც იწყებს სამუშაოს ან დებს სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებას, რომლის შრომის ანაზღაურებაზეც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაერიცხება სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადი (შესატანი), ვალდებულია დამსაქმებელს წარუდგინოს სადაზღვევო ბარათი.
მუხლი 9🔗
1. ფიზიკური პირი, რომელსაც დამოუკიდებლად შეაქვს სადაზღვევო გადასახადი (შესატანი), ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს მზღვეველთან წარადგენს შემდეგ შემთხვევებში:
ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემაში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისთვის მისი პირველადი რეგისტრაციისას;
ბ) მზღვეველთან სადაზღვევო გადასახადის (შესატანის) გადამხდელის (შემტანის) სახით პირველადი რეგისტრაციისას;
გ) მზღვეველთან დაზღვეული პირის, როგორც სადაზღვევო გადასახადის (შესატანის) გადამხდელის (შემტანის) აღრიცხვიდან მოხსნისას;
დ) სადაზღვევო ბარათის დაკარგვისას ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
ე) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაზღვეული პირის ინდივიდუალურ ანგარიშში ასახული მონაცემების შეცვლისას.
2. პირი, რომელსაც დამოუკიდებლად შეაქვს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანები, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს მზღვეველთან წარადგენს შემდეგი წესით:
ა) სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემაში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის მისი პირველადი რეგისტრაციისას;
ბ) დაზღვეული პირი მზღვეველთან სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელის (შემტანის) სახით პირველადი რეგისტრაციისას (რეგისტრაციის დოკუმენტებთან ერთად წარადგენს სადაზღვევო ბარათს ან განცხადებას აღნიშნული სადაზღვევო ბარათის პირველად ან ახლის (დაკარგულის სანაცვლოდ) გაცემის შესახებ, აგრეთვე ატყობინებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ი“ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს);
გ) დაზღვეული პირის, როგორც სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელის (შემტანის) აღრიცხვიდან მოხსნისას, აღრიცხვიდან მოხსნისათვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად;
დ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაზღვეული პირის ინდივიდუალურ ანგარიშში ასახული მონაცემების შეცვლისას. შეცვლილი მონაცემების წარდგენა ხდება ერთი თვის განმავლობაში.
მუხლი 10🔗
1. სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელები (შემტანები) სადაზღვევო გადასახადის (შესატანის) შესახებ მონაცემებს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, ხოლო სადაზღვევო სტაჟის შესახებ მონაცემებს საბუღალტრო აღრიცხვის ნაწილში არსებული ბრძანებებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე მზღვეველთან წარადგენენ მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. დამზღვევი კალენდარული წლის ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ, მაგრამ საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მასთან მომუშავე ყოველი დაზღვეული პირის შესახებ მზღვეველთან წარადგენს შემდეგ მონაცემებს:
ა) ინდივიდუალური ანგარიშის ნომერს;
ბ) გვარს, სახელსა და მამის სახელს;
გ) სამუშაოზე მიღების თარიღს (საანგარიშო პერიოდში დამზღვევის მიერ სამუშაოზე მიღებული დაზღვეული პირის) ან სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულების დადების თარიღს (თუ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ შრომის ანაზღაურებაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაერიცხება სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადი (შესატანი);
დ) სამუშაოდან გათავისუფლების თარიღს (საანგარიშო პერიოდში დამზღვევის მიერ სამუშაოდან გათავისუფლებული დაზღვეული პირის) ან სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღს (თუ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ შრომის ანაზღაურებაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერიცხებოდა სადაზღვევო გადასახადი (შესატანი);
ე) შრომის ანაზღაურების (შემოსავლის) რაოდენობას, რომელზეც ირიცხებოდა სადაზღვევო გადასახადი (შესატანი), საანგარიშო პერიოდის ყოველთვიური დაყოფით;
ვ) დარიცხული და გადახდილი (შეტანილი) სადაზღვევო გადასახადის (შესატანის) რაოდენობას, საანგარიშო პერიოდის ყოველთვიური დაყოფით;
ზ) დაზღვეულებისათვის გაცემული სახსრების რაოდენობას, რომლებიც გათვალისწინებულია სადაზღვევო გასაცემლის (პენსია, შრომისუუნარობის დახმარება, ავადმყოფის დახმარება) დანიშვნისას, მაგრამ რომლებზეც არ დაირიცხება სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადი (შესატანი), საანგარიშო პერიოდის ყოველთვიური დაყოფით.
3. პირი, რომელსაც დამოუკიდებლად შეაქვს სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანები, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში მზღვეველთან წარადგენს შემდეგ მონაცემებს:
ა) ინდივიდუალური ანგარიშის სადაზღვევო ნომერს;
ბ) გვარს, სახელსა და მამის სახელს;
გ) შრომის ანაზღაურების რაოდენობას, რომელზეც ირიცხებოდა სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადი (შესატანი);
დ) დარიცხული სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) რაოდენობას;
ე) სადაზღვევო გასაცემლების სწორად დანიშვნისათვის აუცილებელ სხვა მონაცემებს.
5. დამზღვევები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა დასაქმების პერიოდების შესახებ მონაცემებს მზღვეველთან წარადგენენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში.
მუხლი 11🔗
ფიზიკური პირები, რომლებიც სადაზღვევო გასაცემლების დანიშვნისთვის საჭირო სადაზღვევო სტაჟში შემავალ სხვა საქმიანობას ეწევიან (სამხედრო სამსახური ან მასთან გათანაბრებული, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა), უნდა მიმართონ მზღვეველს სადაზღვევო ბარათის მისაღებად და აღნიშნული მონაცემების მის ინდივიდუალურ ანგარიშში ჩასართავად. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირთვება ინდივიდულურ ანგარიშში.
მუხლი 12🔗
ფიზიკური პირები, რომელთაც სახელმწიფო პენსია დაენიშნათ სხვა საფუძვლებით და რომლებიც იწყებენ სოციალური გადასახადის (შესატანის) გადახდასთან (შეტანასთან) დაკავშირებულ შრომით საქმიანობას, მზღვეველთან მონაცემებს წარადგენენ ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 13🔗
1. ყოველ დაზღვეულ პირს მიენიჭება სადაზღვევო ნომერი, რომელიც შედგება რიცხვთა თანმიმდევრობისაგან.
2. სადაზღვევო ნომრის სტრუქტურა:
დდთთ წწწწსსსკ, სადაც:
ა) დდ არის დაბადების რიცხვი;
ბ) თთ ის დაბადების თვე;
გ) წწწწ არის დაბადების წელი;
დ) სსს არის სერიის ნომერი;
ე) კ არის საკონტროლო რიცხვი.
შენიშვნა: დაბადების რიცხვი, თვე და წელი შედგება დაზღვეულის დაბადების შესახებ მონაცემებისაგან. სერიის ნომერი არის მოქალაქის მონაცემების შემოსავლის რიგითი ნომერი. საკონტროლო რიცხვი გამოიანგარიშება სპეციალური ფორმულით, რომელიც უზრუნველყოფს 11 რიცხვის სტრუქტურის კონტროლს.
3. სადაზღვევო ნომერს ანიჭებს მზღვეველი.
თავი III
დაზღვეული პირის, დამზღვევისა და მზღვეველის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა
მუხლი 14🔗
1. დაზღვეული პირი უფლებამოსილია:
ა) საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით მზღვეველებისაგან უფასოდ მიიღოს მის ინდივიდუალურ ანგარიშში ასახული მონაცემები;
ბ) დამზღვევისაგან უფასოდ მიიღოს მზღვეველთან ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის წარდგენილი მონაცემების ასლი;
გ) განცხადებით მიმართოს მზღვეველს მის ინდივიდუალურ ანგარიშში არასწორად ასახულ მონაცემთა გასწორების შესახებ.
2. დაზღვეული პირი ვალდებულია:
ა) ამ წესის მე-7-მე-9 მუხლების შესაბამისად მზღვეველთან გაიაროს რეგისტრაცია;
ბ) მიიღოს სადაზღვევო ბარათი, შეინახოს და წარადგინოს დამზღვევის, მზღვეველის მუშაკისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე;
გ) იმ მონაცემთა შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ასახულია მის ინდივიდუალურ ანგარიშში, აგრეთვე სადაზღვევო ბარათის დაკარგვისას დადგენილი წესით განცხადებით მიმართოს მზღვეველს;
დ) მზღვეველის მოთხოვნისთანავე წარადგინოს მონაცემები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარებიან მის ინდივიდუალურ ანგრიშში ჩართვას.
მუხლი 15🔗
1. დამზღვევი უფლებამოსილია:
ა) დაზღვეული პირების სამსახურში მიღებისას მზღვეველთან წარსადგენად მოითხოვოს სადაზღვევო ბარათისა და იმ მონაცემების წარდგენა, რომლბიც განსაზღვრულია ამ წესის მე-8 მუხლით;
ბ) მზღვეველთან შეთანხმებით შეავსოს და დააზუსტოს მის მიერ გადაცემულ დაზღვეულ პირთა შესახებ მონაცემები.
2. დამზღვევი ვალდებულია:
ა) საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის განმავლობაში რეგისტრაცია გაიაროს მზღვეველთან, როგორც სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელმა (შემტანმა);
ბ) მზღვეველს დადგენილ ვადაში წარუდგინოს ამ წესით განსაზღვრული მონაცემები დაზღვეულ პირთა შესახებ;
გ) უფასოდ გადასცეს მასთან მომუშავე ყოველ დაზღვეულ პირს იმ მონაცემთა ასლები, რომლებიც წარდგენილია მზღვეველთან ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისათვის, დაზღვეული პირის ინდივიდუალურ ანგარიშში ჩასართავად;
დ) კონტროლი გაუწიოს დაზღვეული პირისათვის გაცემული სადაზღვევო ბარათების რეკვიზიტთა იმ დოკუმენტების რეკვიზიტებთან შესაბამისობას, რომლებიც ადასტურებენ მასთან მომუშავე აღნიშნული პირის პირადობას.
მუხლი 16🔗
1. მზღვეველს უფლება აქვს დამზღვევებისგან და დაზღვეული პირებისგან მოითხოვოს ამ წესით განსაზღვრული მონაცემების სწორი და დროული წარდგენა.
2. მზღვეველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს დამზღვევთა და დაზღვეულ პირთა წარმოდგენილ მონაცემთა დროული შეტანა შესაბამის ინდივიდუალურ ანგარიშებზე და მათი შენახვა;
ბ) განახორციელოს სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადის (შესატანის) გადამხდელების (შემტანების) მიერ წარმოდგენილი ამ წესით განსაზღვრულ მონაცემთა სისწორის კონტროლი;
გ) დაზღვეული პირის მიმართვიდან ათი დღის განმავლობაში წარუდგინოს მას ინდივიდუალურ ანგარიშში არსებული მონაცემები;
დ) დამზღვევსა და დაზღვეულ პირებს განუმარტოს მათი უფლება-მოვალეობანი, ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის ტექნოლოგია, დოკუმენტების შევსებისა და მონაცემთა წარდგენის წესი.
მუხლი 17🔗
1. მზღვეველთან დამზღვევთა რეგისტრაცია სავალდებულოა და ხორციელდება ოცდაათ დღეში შემდეგი წესით:
ა) დამზღვევთათვის – ორგანიზაციის ადგილსამყოფლის მიხედვით მათი რეგისტრაციის დღიდან. დამზღვევები, რომლებსაც აქვთ ქვედანაყოფები (ფილიალები) და მათი მეშვეობით გასცემენ შრომის ანაზღაურებას დაზღვეულებისათვის, აგრეთვე რეგისტრაციას გადიან თითოეული ქვედანაყოფის (ფილიალის) ადგილსამყოფლის მიხედვით;
ბ) ფიზიკური პირები (ინდივიდუალური მეწარმე, თვითდასაქმებული და სხვა), რომლებსაც მზღვეველის ბიუჯეტში დამოუკიდებლად შეაქვთ სავალდებულო სოციალური დაზღვევის გადასახადი (შესატანი), ამ ფიზიკურ პირთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის დღიდან. იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქმიანობას ეწევიან სხვა ადგილზე, მაშინ _ საქმიანობის ადგილის მიხედვით;
გ) ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ დაქირავებით მუშაკთა მიღებას შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ან სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით, დაქირავებით მუშაკთა მიმღებ (შრომის ანაზღაურების გადამხდელ) ფიზიკურ პირთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხელშეკრულების დადების დღიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა რეგისტრაციის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 18🔗
1. მზღვეველის ხელმძღვანელი და სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც ამ წესის შესაბამისად მონაწილეობენ დაზღვეული პირების ინდივიდუალურ ანგარიშში მოცემული მონაცემების შეგროვებაში, შენახვაში, გაცემასა და გამოყენებაში, პასუხისმგებელნი არიან ამ ინფორმაციის დაცვისათვის.
2. დამზღვევები და დაზღვეული პირები კანონით გათვალისწინებული სრულყოფილი და ზუსტი მონაცემების წარდგენისთვის თავის არიდების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემაში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის განხორციელებისთვის საჭირო მონაცემების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის ან არასრულად და არაზუსტად წარდგენისთვის დამზღვევების, დაზღვეულებისა და თვითდამზღვევების მიმართ გამოიყენება ფინანსური სანქციები მზღვეველთან ანგარიშგების პერიოდში სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანების 10 პროცენტის გადახდევინების სახით. ამ თანხის გადახდევინება ხორციელდება სასამართლო წესით.
მუხლი 19🔗
მზღვეველს, დამზღვევებსა და დაზღვეულ პირებს შორის ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვის საკითხების შესახებ დავას განიხილავს სასამართლო.
დანართი 1
განცხადება
სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ
ინდივიდუალური ნომერი
განცხადების შეტანის მიზეზი
010 მოწმობის მისაღებად 020 გვარის, სახელის,
მამის სახელის შეცვლა
101 შემოსავლის დეკლარაცია 040 მოწმობის დაკარგვა
I. პერსონალური მონაცემები
-----------------------------------------------------
გვარი
----------------------------------------------------
სახელი
----------------------------------------------------
მამის სახელი
----------------------- -----------------------
დოკუმენტის სახე დოკუმენტის №
დოკუმენტის გაცემის თარიღი--------------
-----------------------------------------------------
დაბადების თარიღი
-----------------------------------------------------
მოქალაქეობა
-----------------------------------------------------
სქესი
------------------------------------------------------
განათლება
II. მონაცემები საცხოვრებელი ადგილის შესახებ
რეგისტრირებულია
ფაქტობრივად
ცხოვრობს
რეგიონი
რეგიონი
რაიონი
რაიონი
დასახლებული
პუნქტი
დასახლებული
პუნქტი
ქუჩა
ქუჩა
სახლი
სახლი
ბინა
ბინა
ტელეფონი
ტელეფონი
III. მონაცემები სამუშაო ადგილის შესახებ
დამსაქმებლის კოდი დამსაქმებლის დასახელება
_____________________________ _______________________________
სამსახურის დაწყების თარიღი თანამდებობა (საქმიანობის სახე)
დანართი №2
სადაზღვევო ბარათი
სადაზღვევო ბარათის ზომებია 105 მმ X 74 მმ (ფორმატის 1/8 ნაწილი და A4) და შეიცავს ინფორმაციას დაზღვეულის სადაზღვევო ნომრის, გვარისა და სახელის, დაბადების თარიღის შესახებ:
სადაზღვევო ბარათი
სადაზღვევო ნომერი
გვარი
სახელი
ინფორმაცია გვარის შეცვლის შესახებ
დაბადების თარიღი
სქესი
გაცემის თარიღი სდესფ
დაბადების ადგილი
სოციალური დაზღვევის ბარათი ინახება დაზღვეულ პირთან და ძალაშია პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის წარდგენის შემთხვევაში.
ბარათის წარდგენა აუცილებელია:
- სამუშაოზე მიღების დროს;
- შრომითი ხელშეკრულების დადებისას;
- შრომითი საქმიანობის დაწყების ყველა შემთხვევაში;
- სოციალური დაცვის ორგანოებში ვიზიტის დროს.
დანართი №3
დამსაქმებლის დეკლარაცია
მომუშავეთა ხელფასისა და სოციალური გადასახადის (შესატანების) შესახებ
პერიოდი----------------------------
საწარმოს მონაცემები
დეკლარაციის შევსების თარიღი -----------------2000 წ. კოდი-----------------------
დასახელება----------------------------------------------------------------------------------------------
მისამართი--------------------------------------------------------------------------------------------------
მზღვეველის დასახელება და მისამართი---------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
N
ინდივიდუალური ნომერი
გვარი, სახელი,
მამის სახელი
გათავისუფლების თარიღი
ხელფასის
რაოდენობა
სადაზღვევო
შესატანების
რაოდენობა
სულ
ხელმძღვანელი __________________ ( )
ბუღალტერი ____________________ ( )
დანართი №4
ამონაწერი
მოქალაქის ინდივიდუალური ანგარიშიდან
ინდივიდუალური ანგარიშის № ამონაწერი გაკეთებულია:
(თარიღი, მისამართი, პასუხისმგებელი პირი)
სადაზღვევო ნომერი:
გვარი, სახელი:
საცხოვრებელი მისამართი:
საწარმოს
სადაზღვევო
ნომერი
სამუშაოს
დასაწყისი
სამუშაოს
დასასრული
ხელფასი და
გასამრჯელო
სოციალური
გადასახადები
(შესატანები)
სულ
სულ სადაზღვევო პერიოდი: დღე თვე