სპორტის მწვრთნელ-მასწავლებელთა საკვალიფიკაციო კატეგორიების დამტკიცებისა და მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.12.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №539
სარეგისტრაციო კოდი 460.080.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 126, 27/12/2002
matsne.gov.ge 1,508 სიტყვა · ~8 წთ

დოკუმენტის ტექსტი

სპორტის მწვრთნელ-მასწავლებელთა საკვალიფიკაციო კატეგორიების დამტკიცებისა და მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.75pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №539 2002 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი სპორტის მწვრთნელ-მასწავლებელთა საკვალიფიკაციო კატეგორიების დამტკიცებისა და მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. დამტკიცდეს სპორტის მწვრთნელ-მასწავლებელთა საკვალიფიკაციო კატეგორიების დამტკიცებისა და მინიჭების შესახებ თანდართული დებულება. 2. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ი. მეძმარიაშვილმა. ე. შევარდნაძე სპორტის მწვრთნელ-მასწავლებელთა საკვალიფიკაციო კატეგორიების დამტკიცებისა და მინიჭების შესახებ დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოში მწვრთნელ-მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიების (შემდგომში – კატეგორიები) მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხები რეგულირდება ამ დებულებით.     მუხლი 2🔗 საქართველოს ტერიტორიაზე შემოღებულია მწვრთნელ-მასწავლებლის შემდეგი საკვალიფიკაციო კატეგორიები: ა) უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებელი; ბ) პირველი კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებელი; გ) მეორე კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებელი; დ) მესამე კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებელი.     მუხლი 3🔗 1. „მწვრთნელთა საბჭო“ იქმნება საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სპორტის დეპარტამენტების, საგანმანათლებლო დაწესებულების, რაიონებისა და ქალაქების სპორტკომიტეტების, სასპორტო სკოლებისა და სასპორტო კლუბების ხელმძღვანელთა მიერ. 2. სპორტისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების საფუძველზე „უმაღლესი და პირველი კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებლის“ კატეგორიას ანიჭებს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში შექმნილი „მწვრთნელთა საბჭო“; „პირველი კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებლის“ კატეგორიას ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სპორტის დეპარტამენტებში (შემდგომში – შესაბამისი დეპარტამენტი) შექმნილი „მწვრთნელთა საბჭოები“; ხოლო მეორე და მესამე კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებლის კატეგორიას ანიჭებენ საგანმანათლებლო დაწესებულების დამოუკიდებლობის ფარგლებში, რაიონებისა და ქალაქების სპორტკომიტეტები, სასპორტო სკოლებსა და სასპორტო კლუბებში შექმნილი „მწვრთნელთა საბჭოები“.     მუხლი 4🔗 საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც სპორტის დარგში სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი, კოორდინირებას უწევს მწვრთნელ-მასწავლებლის კატეგორიების მინჭების პროცესს და ახორციელებს მიკუთვნებული კატეგორიების რეგისტრაციას. თავი II მწვრთნელთა საბჭოს მუშაობის წესი     მუხლი 5🔗 1. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სპორტის დეპარტამენტებში შექმნილი მწვრთნელთა საბჭოების შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი დეპარტამენტის თავმჯდომარე. მწვრთნელთა საბჭოს ხელმძღვანელობს შესაბამისი დეპარტამენტის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. 2. მწვრთნელთა საბჭოს შემადგენლობაში უნდა იყოს 9-11 უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებელი; მათ შორის სპორტის შესაბამისი სახეობის ეროვნული ფედერაციის ორი წარმომადგენელი. 3. მწვრთნელთა საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ბანკ-ბარათი (მწვრთნელთა საბჭოს შემადგენლობა) დაზღვეული ფოსტით იგზავნება საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში რეგისტრაციაში გასატარებლად. 4. მწვრთნელ-მასწავლებელთა კატეგორიების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით.     მუხლი 6🔗 1. სასპორტო კლუბში, სასპორტო სკოლაში, რაიონულ და საქალაქო სპორტკომიტეტებში არსებული მწვრთნელთა საბჭოების შემადგენლობას ამ დებულებით დადგენილი წესის ფარგლებში ამტკიცებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და წარადგენს შესაბამის დეპარტამენტში. მწვრთნელთა საბჭოს ხელმძღვანელობს დაწესებულების ხელმძღვანელი. 2. მწვრთნელთა საბჭოს შემადგენლობაში უნდა იყოს სპორტის შესაბამისი სახეობის 7-9 მეორე კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებელი; მათ შორის – სპორტის შესაბამისი სახეობის ეროვნული ფედერაციის ორი წარმომადგენელი და საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი. 3. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ბანკ-ბარათი (მწვრთნელთა საბჭოს შემადგენლობა) დაზღვეული ფოსტით იგზავნება საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში რეგისტრაციაში გასატარებლად.     მუხლი 7🔗 მწვრთნელთა საბჭოს სხდომები იმართება საჭიროების მიხედვით, მაგრამ სულ ცოტა – თვეში ერთხელ.     მუხლი 8🔗 მწვრთნელთა საბჭო მუშაობისას ხელმძღვანელობს ამ დებულებითა და საკუთარი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. თავი III მწვრთნელ-მასწავლებლის კატეგორიის მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი     მუხლი 9🔗 1. მწვრთნელ-მასწავლებლის უმაღლეს და პირველ კატეგორიას ანიჭებს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული მწვრთნელთა საბჭო; პირველი კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებლის კატეგორიას ასევე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სპორტის დეპარტამენტებში შექმნილი მწვრთნელთა საბჭოები საქართველოს სპორტის ეროვნული ფედერაციის რეკომენდაციის საფუძველზე. 2. უმაღლესი კატეგორია ენიჭება პირს, რომელიც დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3. ტესტირებაზე დაიშვებიან პირველი კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებლად სულ ცოტა ორი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირები, რომელთაც დამთავრებული აქვთ სპეციალური სპორტული უმაღლესი სასწავლებლის სრული კურსი და გავლილი აქვთ მწვრთნელთა დახელოვნების კურსები. 4. გამონაკლისის სახით ტესტირებაზე დაიშვებიან არასპეციალური უმაღლესი განათლების მქონე გამოჩენილი სპორტსმენები, რომელთაც აქვთ პირველი კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებლად მუშაობის სულ ცოტა სამი წლის სტაჟი და გავლილი აქვთ მწვრთნელთა დახელოვნების კურსები. 5. მწვრთნელთა საბჭო უმაღლესი კატეგორიის მინიჭებისას ითვალისწინებს მწვრთნელთა მიერ ბოლო 6 წლის მანძილზე აღზრდილ სპორტსმენთა მიღწევებს: ა) ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში I-VI ადგილები; ბ) მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში I-III ადგილები; გ) პირველობებსა და უნივერსიადებზე (ორჯერ) I-III ადგილები; დ) სათამაშო და გუნდურ სახეობებში: დ.ა) ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ლიცენზია; დ.ბ) მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ჯგუფში თამაშის უფლება; დ.გ) მსოფლიო პირველობებზე I-VIII და ევროპის პირველობებზე IV ადგილები ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში; დ.ე) მოამზადა სულ მცირე 5 ოლიმპიელი. 6. უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებელს უფლება აქვს იმუშაოს საქართველოს ძირითადი ნაკრების გუნდების მწვრთნელად.     მუხლი 10🔗 1. მწვრთნელ-მასწავლებელთა პირველ კატეგორიას ანიჭებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სპორტის დეპარტამენტებში, ქალაქებისა და რაიონების სპორტის სამსახურებში შექმნილი მწვრთნელთა საბჭოები სპორტის შესაბამისი ეროვნული ფედერაციების წარდგენის საფუძველზე. 2. პირველი კატეგორია ენიჭება პირს, რომელიც დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3. ტესტირებაზე დაიშვება მეორე კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებლად სულ ცოტა 3 წლის მუშაობის გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც დამთავრებული აქვს უმაღლესი სპეციალური სასწავლებლის სრული კურსი. 4. გამონაკლისის სახით ტესტირებაზე დაიშვება არასპეციალური უმაღლესი განათლების მქონე სპორტსმენი, რომელსაც აქვს მეორე კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებლად სულ ცოტა გამოცდილება და დამთავრებული აქვს სპორტის აკადემიასთან არსებული კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური კურსები. 5. პირველი კატეგორიის მინიჭებისას გათვალისწინებულ იქნება მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ ბოლო 6 წლის მანძილზე აღზრდილ სპორტსმენთა მიღწევები: ა) მსოფლიო და ევროპის პირველობებზე (ახალგაზრდები, ჭაბუკები), თასების გათამაშებებში I-III ადგილები; ბ) „ა“ კლასის ტურნირებზე (ორჯერ) I-III ადგილები; გ) სათამაშო და გუნდურ სახეობებში, მსოფლიო და ევროპის პირველობებსა და თასების გათამაშებაში VIII-XII ადგილები; დ) სათამაშო და გუნდურ სახეობებში მსოფლიო და ევროპის პირველობებსა და თასების გათამაშებებში VIII-XI ადგილები. 6. პირველი კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებელს უფლება აქვს იმუშაოს საქართველოს ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებებთან, უმაღლესი ლიგის საკლუბო გუნდებთან.     მუხლი 11🔗 1. მწვრთნელ-მასწავლებელთა მეორე კატეგორიას ანიჭებს ქალაქის სპორტკომიტეტთან არსებული მწვრთნელთა საბჭო, სპორტის შესაბამისი სახეობის ეროვნული ფედერაციების, სასპორტო სკოლებისა და კლუბების რეკომენდაციის საფუძველზე. 2. მეორე კატეგორია ენიჭება პირს, რომელიც დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3. ტესტირებაზე დაიშვება მესამე კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებლად სულ ცოტა 2 წლის მუშაობის გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს არასრული ან საშუალო პროფესიული სასწავლებლის სრული კურსი. 4. არასპეციალური საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე მწვრთნელ-მასწავლებლებს მეორე კატეგორია მიენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ მათ დამთავრებული აქვთ სპორტის აკადემიასთან არსებული სპეციალისტთა მოსამზადებელი კურსები ან ეროვნული ფედერაციების მიერ ჩატარებული სპეციალური სემინარები და აქვთ მესამე კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებლად მუშაობის სულ ცოტა სამი წლის გამოცდილება. 5. მეორე კატეგორიის მინიჭებისას გათვალისწინებულ იქნება მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ აღზრდილ სპორტსმენთა მიღწევები: ა) „ა“ კლასის საერთაშორისო ტურნირებზე (დიდები) I-III ადგილები; ბ) საქართველოს ჩემპიონატებში (დიდები) I-III ადგილები; გ) საქართველოს პირველობებში (ორჯერ – ახალგაზრდები და ჭაბუკები) გამარჯვებულები; დ) სათამაშო და გუნდურ სახეობებში: დ.ა) საქართველოს ჩემპიონატებში I-VI ადგილები; დ.ბ) პირველობებში (ახალგაზრდები, ჭაბუკები) I-III ადგილები. 6. მეორე კატეგორიის მწვრთნელ-მასწავლებელს უფლება აქვს იმუშაოს სპეციალიზებულ (რესპუბლიკური და ოლიმპიური რეზერვის) სასპორტო სკოლებში, მეორე, მესამე ლიგის საკლუბო გუნდებისა და სამხარეო, სარაიონო ნაკრები გუნდების უფროს მწვრთნელ-მასწავლებლად.     მუხლი 12🔗 1. მწვრთნელ-მასწავლებელთა მესამე კატეგორიას ანიჭებს სასპორტო სკოლებსა და კლუბებში არსებული მწვრთნელთა საბჭო. 2. მესამე კატეგორია ენიჭება პირს, რომელიც დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3. ტესტირებაზე დაიშვება მწვრთნელ-მასწავლებელი, რომელიც მუშაობს სკოლებსა და კლუბებში სულ ცოტა 1 წელი და მიღებული აქვს საშუალო სპეციალური განათლება. 4. არასპეციალური საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე მწვრთნელ-მასწავლებელს მესამე კატეგორია ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას დამთავრებული აქვს სპორტის აკადემიასთან არსებული სპეციალისტთა მოსამზადებელი კურსები ან ეროვნული ფედერაციების მიერ ჩატარებული სპეციალური სემინარები და აქვს ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებაში მწვრთნელ-მასწავლებლად მუშაობის სულ ცოტა ორი წლის გამოცდილება. 5. მესამე კატეგორიის მინიჭებისას გათვალისწინებულ იქნება მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ აღზრდილ სპორტსმენთა მიღწევები: ა) საქართველოს ჩემპიონატებსა და პირველობებზე I-VI ადგილები; ბ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და სამხარეო ჩემპიონატებში I-III ადგილები; გ) რაიონების ჩემპიონატებსა და პირველობებში გამარჯვებულები.     მუხლი 13🔗 1. მწვრთნელთა საბჭო ვალდებულია ორ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს მწვრთნელ-მასწავლებელთა ატესტაცია. 2. საატესტაციო პროგრამას შეიმუშავებს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო ამტკიცებს – თავმჯდომარე. 3. ატესტაციის შედეგების მიხედვით მწვრთნელთა საბჭოს გამოაქვს შემდეგი გადაწყვეტილება: ა) მწვრთნელი არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს და ექვემდებარება კატეგორიის ჩამორთმევას; ბ) მწვრთნელი აკმაყოფილებს საატესტაციო მოთხოვნებს და უნარჩუნდება კატეგორია; გ) მწვრთნელს კატეგორია შეუნარჩუნდეს გარკვეული რეკომენდაციების შესრულების პირობით.     მუხლი 14🔗 სპორტის იმ სახეობებში, რომლებშიც ძირითად მაჩვენებლებად ითვლება დრო და წონა, მწვრთნელთა საბჭო ითვალისწინებს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას და მსოფლიოსა და ევროპის საერთაშორისო ფედერაციების მიერ დამტკიცებულ რეიტინგებს.     მუხლი 15🔗 მწვრთნელთა საბჭო გადაწყვეტილებას საკვალიფიკაციო კატეგორიის მინიჭების ან/და ჩამორთმევის შესახებ იღებს წარდგენილი დოკუმენტაციებისა და ტესტირების შედეგების საფუძველზე და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ჩაიწერება შესაბამის ბანკ-ბარათზე და ეგზავნება საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარატმენტს მინიჭებული კატეგორიების რეგისტრაციისათვის.     მუხლი 16🔗 1. მწვრთნელთა საბჭოში განსახილველი მასალების წარდგენამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა საატესტაციოდ წარდგენილი პირი უფლებამოსილია გაეცნოს მის დახასიათებასა და სამუშაოს შეფასებას, რომელთა მიმართაც მას აქვს უფლება გამოთქვას შენიშვნები, ან წერილობით მიმართოს წარმდგენს. 2. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნული შენიშვნები განიხილოს და გააცნოს მწვრთნელთა საბჭოს სხდომაზე.     მუხლი 17🔗 კატეგორიების მინიჭებისათვის კანდიდატმა მწვრთნელთა საბჭოში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება; ბ) დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში); გ) სერტიფიკატი კვალიფიკაციის ამაღლების (დახელოვნების) კურსების დამთავრების შესახებ; დ) ორი ფოტოსურათი 3X4.