"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2011 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.12.2010
ძალის დაკარგვა 03.05.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.169.016032
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | I. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება |
| 2 | II. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი |
| № | დასახელება |
| ერთ ბენეფიციარზე ან ოჯახზე | სულ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2011 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №61
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2011 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამა და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი 1 – პროგრამა და დანართი 2 – ბიუჯეტი დადგენილებას თან ერთვის).
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ. №2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
დანართი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამა
თავი I. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2011 წლის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს 2011 წლის განმავლობაში.
მუხლი 2🔗. პროგრამის აქტუალობა
1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება;
2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას;
3. სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია:
1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;
2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;
3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა;
4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;
5. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება;
6. მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა.
7. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულებისათვის და ოჯახებისათვის, რომელთა ავარიული საცხოვრებელი სახლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა;
8. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;
9. სოციალური დახმარების პროგრამაში ვეტერანთა ინტერესების გათვალისწინება.
მუხლი 4🔗. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:
1. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;
3. სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება;
4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება;
5. სოციალური სამსახურის სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება;
6. მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;
7. ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა.
თავი II. სოციალური დახმარების პრიორიტეტები და
სოციალური ღონისძიებები
მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების პრიორიტეტები
სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი;
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი;
4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონულ განყოფილებაში, ორივე მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ბავშვი დაიბადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სტაციონარში ან, დედის ჯამრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვი დაიბადა სხვა სტაციონარში;
5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი ან ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის ბავშვი);
6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახი;
8. ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონულ განყოფილებაში და სარეიტინგო ქულა 100 000 და ნაკლებია;
9. მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი;
10. უპატრონო მიცვალებული.
მუხლი 6🔗. სოციალური ღონისძიებები
სოციალური ღონისძიებებია:
1. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება;
2. სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება (თანადაფინანსება);
3. სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა;
4. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა.
თავი III. სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა,
საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა
მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების დაფინანსება
სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 279 000 (ორას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი.
მუხლი 8🔗. მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია
სოციალური დახმარების გასაცემად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაინული განყოფილებიდან;
ე) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ვ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
3. ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
დ) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ვ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობები;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
დ) ცნობა სტაციონარიდან ბავშვის დაბადების შესახებ;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან.
5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის
არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) ბავშვი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობა;
დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ვ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობა;
გ) მშობლის დაბადების მოწმობა;
დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
ვ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.
7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან.
8. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახები, რომლთა ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევის და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან.
9. მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) ვეტერანის მოწმობა;
დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა;
ე) ტერიტორიულ ორგანოებში გამგეობის რწმუნებულის ცნობა.
10.უპატრონო მიცვალებული:
ა) ტერიტორიულ ორგანოში მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის მომართვა;
ბ) პოლიციის სამმართველოს მომართვა.
მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების ოდენობა
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის დასაფარად;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის დასაფარად;
3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის დასაფარად;
4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში, ორივე მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ბავშვი დაიბადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სტაციონარში ან , დედის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვი დაიბადა სხვა სტაციონარში – 300 ლარი;
5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის
არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის ბავშვი) – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის დასაფარად;
6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის ბავშვი) – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის დასაფარად;
7. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი –8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის დასაფარად;
8.ხანძრით, მიწისძვით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – 50 ლარი ყოველთვიურად, ბინის ქირის დასაფარად;
9. მეორე მსოფლიო ომის გადაცვლილი ვეტერანის ოჯახი – 250 ლარი;
10. უპატრონო მიცვალებული – 200 ლარი.
მუხლი 11🔗. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
2. სტაციონარული მკურნალობის დაფინანსებისა (თანადაფინანსების) და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე, იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.
3. სოციალური დახმარების კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
თავი IV. დასკვნითი დებულებები
მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.
2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) მომსახურე ბანკში მოქალაქის მიერ გახსნილ ან სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ანგარიშზე.
4. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.
5. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.
6. ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახზე დახმარება გაიცემა ბავშვის დაბადებიდან ერთი თვის ვადაში.
7. ავარიული სახლის მფლობელი იმ ოჯახის დახმარების საკითხი, რომელთაც სარემონტო სამუშაოებისათვის მიღებული აქვთ დახმარება ბოლო ორი წლის განმავლობაში, არ განიხილება.
8. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განხაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე-4, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია და არ სარგებლობს მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურების სხვა სახელმწიფო პროგრამით.
მუხლი 13🔗. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:
1. საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
2. საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
მუხლი 14🔗. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა 2011 წლის 01 იანვარი – 31 დეკემბერი.
მუხლი 15🔗. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 16🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:
1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა;
2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა;
3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა;
4. სოციალური დახმარების გაცემის ვადები.
მუხლი 17🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:
1. სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;
2. უკიდურას გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა;
3. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
4. მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
5. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
დანართი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2011 წლის მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
№
დასახელება
ბენეფიციართა
სავარაუდო
რაოდენობა
სოციალური დახმარების
მოცულობა (ლარი)
რეალიზაციის ვადა
ერთ ბენეფიციარზე ან ოჯახზე
სულ
1
I. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება
105000
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
2
II. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი
16
250
4000
III. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება
170000
ა) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი
100
8 ლარი ყოვეთვიურად
9600
პროგრამის შესაბამისად
ბ) I ჯგუფის ინვალიდი
138
8 ლარი ყოვეთვიურად
13248
პროგრამის შესაბამისად
გ) ინვალიდი ბავშვი
30
8 ლარი ყოვეთვიურად
2880
პროგრამის შესაბამისად
დ) მარტოხელა დედა
66
8 ლარი ყოვეთვიურად
6336
პროგრამის შესაბამისად
ე) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი
35
8 ლარი ყოვეთვიურად
3360
პროგრამის შესაბამისად
ვ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი
136
12 ლარი ყოველთვიურად
19584
პროგრამის შესაბამისად
თ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი
120
300
36000
პროგრამის შესაბამისად
ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახების დახმარება
3000
პროგრამის შესაბამისად
კ) უპატრონო მიცვალებული
3
200
600
პროგრამის შესაბამისად
ლ) სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება
63392
პროგრამის შესაბამისად
მ) ხანძრით, მიწისძვით , ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს
50 ლარი ყოველთვიურად
12000
პროგრამის შესაბამისად
სულ
279000