საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2010
ძალის დაკარგვა 14.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №410
სარეგისტრაციო კოდი 200030000.10.003.016140
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,446 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2010 მიღება
14.07.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:53.95pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №410 2010 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ  მუხლი 1🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხ­ლის მე-13 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს საგადასახადო შე­თანხ­მების გაფორმების თანდართული წესი და პირობები.  მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №230 დადგენილება „საგა­და­სახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამ­ტკი­ცების შესახებ“.  მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი და პირობები შემუშავებულია საქართველოს საგა­და­სახადო კოდექსის XLI თავის საფუძველზე და განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსა­ხურ­სა (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და გადასახადის გა­დამხ­დელს შორის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესსა და პირობებს. 2. გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია, რომე­ლიც გამოიყენება საგადასახადო შეთანხმების პროცესში, წარ­მო­ად­­გენს საგადასახადო საიდუმლოებას და მასზე ვრცელდება სა­ქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნები. 3. ამ წესსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნე­ბებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საგადასახადო კო­დექსში. მუხლი 2🔗. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პირო­ბები 1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადების ან/და სანქ­ციების შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს სა­გადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელის მიერ გან­ცხა­დების შეტანის მომენტისათვის არსებული საგადასახადო და­ვა­ლიანების ოდენობის ფარგლებში, მათ შორის, დამატებით და­რიცხული საგადასახადო ვალდებულებების ფარგლებში, გადასა­ხა­დის გადამხდელის მიერ მითითებულ საგადასახადო პერი­ოდ(ებ)ზე და გადასახადების/სანქციების სახეებზე მითითე­ბით. 2. გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გა­დასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ საგადასახადო პე­რი­ოდ(ებ)ზე და გადასახადების სახეებზე მითითებით. 3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ საგადასახადო ვალდებულებაზე, რომელზეც არსებობს კანონიერ ძალაში შესუ­ლი სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე საქართველოს სა­გა­და­სახადო კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალის­წინებულ სანქციებზე. 4. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების გან­სა­ზღვ­რის შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საგადა­სახადო შემოწმების ჩატარებამდე ან დასრულებამდე. მუხლი 3🔗. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შე­სა­ხებ განცხადების წარდგენა 1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ადმი­ნის­ტრა­ციული წარმოება დაიწყება გადასახადის გადამხდელის განცხადების შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის მომენ­ტიდან. 2. განცხადება შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორ­მით, სახელმწიფო ენაზე, უნდა ასახავდეს მონაცემებს გადასა­ხადის გადამხდელისა და გადასახადების შესახებ, წინადადებას საგადასახადო შეთანხმების შესახებ, ამასთან, ცალკეულ შემ­თხვევათა შესაბამისად, შემდეგ მონაცემებს: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელებას, იურიდი­ულ/ფაქ­ტობრივ მისამართს, ტელეფონის ნომერსა და საიდენტი­ფიკაციო ნომერს; ბ) საგადასახადო დავალიანების, მათ შორის, დამატებით და­რიცხული საგადასახადო ვალდებულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობას, დამატებით დარიცხვის საფუძვლებში აღ­ნი­შნული გადასახადის სახეებისა და პერიოდ(ებ)ის მითი­თე­ბით; გ) არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გან­საზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხ­მების თაობაზე შეტანილი განცხადების შემთხვევაში, არადეკლა­რირებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, გადასახა­დის სახეების მიხედვით ვალდებულებების წარმოშობის პერი­­ოდ(ებ)ის მითითებით; დ) საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გა­დამხდელისათვის მისაღები გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას; ე) გადასახადის გადამხდელის წერილობით ნებართვას შე­საბამისი პირებისათვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გაცნობის თაობაზე, ამ უკანასკნელთა მიერ სამსა­ხურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; ვ) გადასახადის გადამხდელის ან/და წარმომადგენლის ხელ­მოწერასა და ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. განცხადებას უნდა დაერთოს უფლებამოსილების დამა­დას­­ტურებელი დოკუმენტი. 4. შემოსავლების სამსახური რეგისტრაციიდან 10 დღეში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესითა და პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან. 5. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრება ვადა არა უმეტეს 10 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ხარვეზი. 6. ხარვეზის დადგენის შესახებ გადასახადის გადამხდელს ეც­ნობება წერილობითი ფორმით. გადასახადის გადამხდელი ვალ­დებულია ხარვეზი აღმოფხვრას შემოსავლების სამსახურის მი­ერ გან­საზღვრულ ვადაში. 7. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავ­შირებუ­ლი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, დროულად (გო­ნივ­რულ ვადაში) წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი. 8. თუ გადასახადის გადამხდელი დანიშნულ ვადაში არ აღ­მოფხვრის მითითებულ ხარვეზს, შემოსავლების სამსახური, მოთ­ხოვნის შემთხვევაში, უბრუნებს მას განცხადებას (თანდართული მასალებით). 9. შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე, გადა­სახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შემოთა­ვაზებული პირობების გათვალისწინებით, უფლებამოსილია, გან­ცხადება (თანდართული მასალებით) გაუგზავნოს საქართველოს ფი­ნანსთა მინისტრს საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით, ან დაუბრუნოს გადასახადის გა­დამხდელს, მოთხოვნის შემთხვევაში. 10. გადასახადის გადამხდელის განცხადება არადეკლარი­რე­ბული საგადასახადო ვალდებულებების შესახებ არ უნდა იქნეს განხილული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციად. მუხლი 4🔗. გადაწყვეტილება საგადასახადო შეთანხმების გა­ფორმების შესახებ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო რეგისტრაციიდან 10 დღეში უზრუნველყოფს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მასალების (გა­დასახადის გადამხდელის განცხადება, თანდართული მასალებით) საქართველოს Mმთავრობისათვის წარდგენას. 2. განცხადებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვე­ტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების ან გაფორმე­ბაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება განკარგულების სახით. 3. საქართველოს მთავრობის სხდომაზე შესაძლებელია მიწ­ვეულ იქნეს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხ­მე­ბის შესრულების პირობების (გადასახდელი თანხის ოდენობა და გა­დახდის ვადა) განსაზღვრის მიზნით. 4. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადა­წყვე­ტილების მიღების შემთხვევაში, ამავე გადაწყვეტილებით განი­საზღვრება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შე­თანხ­მების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებუ­ლებების ოდენობა და გადახდის ვადა (საგადასახადო შეთანხ­მების შესრულების პირობები). 5. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნებათ გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს. მუხლი 5🔗. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება 1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთან აფორმებს საგადასახადო შეთანხმების აქტს, ამავე გადაწყვეტილებით დად­გენილი პირობების შესაბამისად, რომელიც ძალაში შედის ორივე მხა­რის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან. 2. საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება ერთნაირი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლებსაც ხელს აწე­რენ, ერთი მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მო­ა­დ­გილე და, მეორე მხრივ, გადასახადის გადამხდელი/მისი წარმო­მადგენელი. ამასთან, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა გადასახადის გა­დამხდელს, ხოლო მეორე – რჩება შემოსავლების სამსახურში. 3. საგადასახადო შეთანხმების აქტში უნდა აღინიშნოს: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტი­ფი­კა­ციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ასევე სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში); ბ) მიღწეული შეთანხმების შინაარსი და პირობები; გ) საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრების ვადა და წესი. მუხლი 6🔗. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შე­დეგები 1. საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პე­რიოდ(ებ)ზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასა­ხად(ებ)ის სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასა­ხა­დო დეკლარაციით ვალდებულებების დაზუსტება. 2. დამატებით დარიცხული გადასახადების ან/და დაკის­რებული სანქციების შემცირების თაობაზე საგადასახადო შე­თანხ­მების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია დამატებით დარიცხვის საფუძვლებში (მათ შორის, შემოწმების აქტში ან/და სხვა დოკუმენტში) მითითებულ პერიოდ(ებ)სა და გადასახად(ებ)ის სახეებზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდე­ბულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხ­დელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალ­დებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა). 3. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხ­მების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახად(ებ)ის სახეებზე საგადასახადო ორ­განოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით და­რიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებ­ლობის შემთხვევისა). 4. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემო­სავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადა­წყვე­ტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების მიზანშეწონილობის/მიზანშეუწონლობის თაობაზე. მუხლი 7🔗. საგადასახადო შეთანხმების შესრულება 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმების აქტით გადასახდელად განსაზღვრული საგადასა­ხადო ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სა­გადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემ­თხვევაში, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სა­სარგებლოდ დაეკისრება საგადასახადო შეთანხმებით გადასახ­დელად განსაზღვრული, მაგრამ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 პროცენტისა. მუხლი 8🔗. დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თან­ხის შემცირება 1. შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს შეუმციროს გადასახადები ან/და სანქციები, თუ გა­დასახადის გადამხდელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტი­ლებით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს საგადასახადო შე­თანხმებით გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდე­ბულებების დაფარვას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეს­რულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შემცირება მისი პირადი აღ­რიცხ­ვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტით. მუხლი 9🔗. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებუ­ლე­ბების განსაზღვრა 1. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან დასრულებამდე განაცხადებს მის მიერ არადეკ­ლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულე­ბების ჯამურ ოდენობას, შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია სა­გა­დასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვროს შესაბამისი პე­რი­ოდისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდე­ბუ­ლებები, გადასახადის სახეების მიხედვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეს­რულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა მისი პირადი აღ­რი­ცხ­ვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფ­როსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტით. მუხლი 10🔗. საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება 1. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმება შე­იძ­ლება გაასაჩივროს, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არა­უფ­ლებამოსილი პირის მიერ. 2. თუ გასაჩივრებულ საგადასახადო ვალდებულებაზე გა­ფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საჩივარი არ განიხი­ლე­ბა საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის ნა­წილში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.