ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონფიდენციალურობა – ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მხოლოდ მასზე წვდომის უფლების მქონე პირთათვის ;

ბ) მთლიანობა – უტყუარი ცოდნა იმისა, რომ ძირითადი მონაცემები და ინფორმაცია არის სწორი, არ არის შეცვლილი განზრახ ან გაუფრთხილებლობით და ასახავს ზუსტ ფაქტებს;

გ) ხელმისაწვდომობა – უტყუარი ცოდნა იმისა, რომ ინფორმაცია საჭირო დროს იქნება ხელმისაწვდომი ავტორიზებული მომხმარებლებისათვის;

დ) კონტროლის მექანიზმი  – ოპერაციების განხორციელებაზე შეზღუდვებისა და წესების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი ქმედებების და ტექნოლოგიების ერთობლიობა;

ე) ძირითადი ინფორმაცია – იუსტიციის სამინისტროს ძირითადი ფუნქციების შესრულებისთვის აუცილებელი ინფორმაცია;

ვ) მეორეხარისხოვანი ინფორმაცია – ყველა ის ინფორმაცია , რომელიც არ არის ძირითადი;

ზ) ინფორმაციული აქტივი – ყველა სახის ინფორმაცია, ინფორმაციის  შენახვის, დამუშავების, გადაცემის ტექნოლოგიური საშუალებები, თანამშრომლები და მათი ცოდნა ინფორმაციის დამუშავების შესახებ;

თ) კრიტიკული სისტემები – ინფორმაციული სისტემები, რომლებიც ამუშავებს ძირითად ინფორმაციას;

ი) მესამე მხარე – ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელიც არ შედის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში;

კ) საარქივო მასალა – ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის, მაგრამ მიმდინარე ოპერაციების დროს არ გამოიყენება;

ლ) ავტორიზებული მომხმარებელი – სუბიექტი, რომელსაც ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ უფლებამოსილი პირისგან გააჩნია თანხმობა ისარგებლოს ინფორმაციით, ინფორმაციული სისტემებით, ინფორმაციული ტექნოლოგიებით და ახორცილებდეს მათ მართვას;

მ) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემა – სისტემა, რომელზეც არასანქცირებულმა წვდომამ შესაძლოა გამოიწვიოს სამინისტორს ფუნქციონირების მნიშვნელოვანი შეფერხებ