„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 31.12.2010
ძალის დაკარგვა 27.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №244
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016065
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.saxexmlChar { font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 66.25pt 49.65pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №
244
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
„
პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „
კ” და „
მ” ქვეპუნქტებ
ისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურ
ის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურ
ის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურო
რის 2006
წლის 18 სექტ
ემბრის №16
ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 3
1 დეკემბრიდან
.
ზ. ადეიშვილი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა (შემდგომში – ა/რ პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „
პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. ა/რ პროკურატურის იურიდიული მისამართია: 6000, ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. 55.
3. ა/რ პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
4. ა/რ პროკურატურას აქვს საკუთარი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ა/რ პროკურატურის დასახელებით.
მუხლი 2🔗. ა/რ პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
ა/რ პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;
გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარება;
ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 3🔗. ა/რ პროკურატურის საქმიანობის სფერო
ა/რ პროკურატურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე;
ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და აწარმოებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ვ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
თ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში;
ი) ახორციელებს „
პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. ა/რ პროკურატურის ხელმძღვანელობა
1. ა/რ პროკურატურას ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი (შემდგომში – ა/რ პროკურორი), რომელსაც მთავარი პროკურორის წარდგინებით
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი
.
2. ა/რ პროკურორი:
ა) ახორციელებს ა/რ პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს ა/რ პროკურატურის მუშაკთა შორის;
გ) აკონტროლებს ა/რ პროკურატურის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) წყვეტს ა/რ პროკურატურის მუშაკთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს (თანამდებობიდან გათავისუფლებისა და პროკურატურიდან დათხოვნის გარდა), მთავარი
პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს ა/რ პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისების, ასევე თანამდებობიდან გათავისუფლებისა და პროკურატურიდან დათხოვნის სახით მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს ა/რ პროკურატურისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების დამხმარე მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შვებულებაში გაშვების (გარდა სასწავლო შვებულებისა) და ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე;
ვ) მთავარი
პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) აუქმებს გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს;
თ) იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე;
ი) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
კ) უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ლ) ამოწმებს ქვემდგომი (აჭარის ა/რ და მის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;
მ) აკონტროლებს მთავარი
პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
ნ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისდამი დაქვემდებარებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის;
პ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა განკარგვას საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის მკაცრი დაცვით და ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში ხელს აწერს საგადასახადო დავალებების, სალაროს გასავლის და ხელფასის საგადასახდელო უწყისებს;
ჟ) ასრულებს მთავარი
პროკურორის ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „
პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
3. ა/რ პროკურორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი
პროკურორი.
4. ა/რ პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ა/რ პროკურორის მოადგილე.
მუხლი 5🔗. ა/რ პროკურატურის სტრუქტურა
1. ა/რ პროკურატურა შედგება ა/რ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით.
2. ა/რ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვა
ნელობის განყოფილება:
ბ) ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილი (განყოფილება)
;
გ) კანცელარია.
მუხლი 6🔗. ა/რ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვა
ნელობის განყოფილების ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული ორგანოების მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა და მათ მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
2. ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის
ამოცანაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება.
3. კანცელარიის ამოცანებია:
ა/რ პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; ა/რ პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი.
მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი
პროკურორი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, ახორციელებს კონტროლს განყოფილების მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე;
გ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ა/რ პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
დ) განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;
ე) აუქმებს განყოფილების მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს;
ვ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს განყოფილების მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ა/რ პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები განყოფილების მუშაობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) იხილავს განყოფილებაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) ა/რ პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, უზრუნველყოფს პროკურორის მონაწილეობას ან პირადად მონაწილეობს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში;
ი) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
კ) ამოწმებს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს სარჩელი სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;
ლ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
მ) ახორციელებს „
პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია ა/რ პროკურორისა და ა/რ პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.
მუხლი 8🔗. ა/რ პროკურატურის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი
1. ა/რ პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) უფროსი პროკურორები;
ბ) პროკურორები;
გ) უფროსი გამომძიებლები;
დ) კანცელარიის უფროსი;
ე) მრჩევლები;
ვ) სპეციალისტი.
2. ა/რ პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ა/რ პროკურატურის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტ
რი.
3. უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;
გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ა/რ პროკურორის, მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას;
დ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას;
ე) ახორციელებენ “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.
5. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ანაწილებს მოვალეობებს კანცელარიის მუშაკთა შორის, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით.
6. მრჩევლები და სპეციალისტი უზრუნველყოფენ ა/რ პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენენ შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ასრულებენ ა/რ პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანებით.