დაბეგვრის მიზნებისათვის საწარმოთა დროებით გამოუქვეყნებელი ქონების კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის წესის შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №550
სარეგისტრაციო კოდი 240.140.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 03/01/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დაბეგვრის მიზნებისათვის საწარმოთა დროებით გამოუქვეყნებელი ქონების კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №550
2002 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
დაბეგვრის მიზნებისათვის საწარმოთა დროებით გამოუყენებელი ქონების კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის წესის შესახებ
„საწარმოთა, საკუთრების ფორმის მიუხედავად დროებით უმოქმედო ძირითადი საშუალებების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებების კონსერვაციის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 ივნისის №384 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის საფუძველზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად კონსერვაციის რეჟიმის გამოყენებით სიცოცხლისუნარიან საწარმოთა შენარჩუნებისა და ამოქმედებისათვის ხელშემწყობი პირობები იქმნება.
ამავე დროს სამეწარმეო დანიშნულების ქონების კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის პრაქტიკამ აუცილებელი გახადა ახალი წესის მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. დამტკიცდეს „დაბეგვრის მიზნებისათვის საწარმოთა დროებით გამოუყენებელი ქონების კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის წესი“.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საწარმოთა, საკუთრების ფორმის მიუხედავად დროებით უმოქმედო ძირითადი საშუალებების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებების კონსერვაციის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 ივნისის №384 ბრძანებულება.
3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვილი) ერთ თვეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ საწარმოთა ქონების კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის გამოცდილების სამართლებრივი და ეკონომიკური შედეგების ამსახველი ინფორმაცია.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) უზრუნველყოს ქონების გადასახადის არსებული საგადასახადო და ეკონომიკური შედეგების შეფასება, მის საფუძველზე შეიმუშაოს და საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ოთხ თვეში წარუდგინოს მოტივირებული წინადადებები ქონების გადასახადის ოპტიმიზაციისა და რეფორმის, აგრეთვე საწარმოთა ქონების კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის ინსტიტუტის მიზანშეწონილობის შესახებ.
ე. შევარდნაძე
დაბეგვრის მიზნებისათვის საწარმოთა დროებით გამოუყენებელი ქონების კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლით დაბეგვრას დაქვემდებარებულ საწარმოთა დროებით გამოუყენებელი (უმოქმედო) ქონების (საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა (კაპიტალური დაბანდებანი), აგრეთვე ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული აღნიშნული ქონება, შემდგომ ტექსტში – ძირითადი საშუალებები) კონსერვაცია არის ამ საშუალებათა გამოყოფა საწარმოო პროცესიდან და შენახვის რეჟიმზე გადაყვანა მათი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების შენარჩუნებით.
2. კონსერვაციის რეჟიმზე ძირითად საშუალებათა გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია:
ა) საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით მათი დროებით გამოუყენებლობა, თუ არსებობს იმის პირობა, რომ კონსერვაციის რეჟიმში ყოფნის მანძილზე არ გაუარესდება ამ საშუალებათა ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები და კონსერვაციის ვადის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება მათი ამოქმედება;
ბ) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ ძირითადი საშუალებების (შენობა-ნაგებობების) საცხოვრებელ ფართობად გამოყენება.
3. ძირითად საშუალებათა დროებითი კონსერვაცია ხელს არ უნდა უშლიდეს საწარმოთა რესტრუქტურიზაციას. კონსერვაციის რეჟიმი უქმდება:
ა) ძირითად საშუალებათა ნებისმიერი სახით განკარგვის (იჯარის, ქირავნობის, გაყიდვის) შემთხვევაში;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირთა მიერ გამოყენებული ფართობის გათავისუფლების შემთხვევაში;
გ) ძირითად საშუალებათა კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის ვადის, მათ შორის, გაგრძელებული ან განმეორებითი ვადის დასრულების შემთხვევაში.
4. კონსერვაციის რეჟიმზე ძირითადი საშუალებების გადაყვანა ხორციელდება:
ა) ერთ მილიონამდე ლარის ნარჩენი ღირებულების ძირითად საშუალებებზე – ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით, აფხაზეთისა (ევაკუირებული საწარმოების) და აჭარის მინისტრთა საბჭოებთან, აგრეთვე ქ. თბილისის მერიასთან და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან შეთანხმებით;
ბ) ერთ მილიონ ლარს ზევით ნარჩენი ღირებულების ძირითად საშუალებებზე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანებით სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი საექსპერტო საბჭოს (შემდგომში – უწყებათაშორისი საექსპერტო საბჭო) წინადადების საფუძველზე.
5. ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ორგანოები თავიანთ გადაწყვეტილებებს აცნობებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი რაიონისა და ქალაქის საგადასახადო სამსახურებს, აგრეთვე უწყებათაშორის საექსპერტო საბჭოს, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ატყობინებს ფინანსთა სამინისტროს.
6. ადგილობრივი ორგანოებიდან მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე უწყებათაშორისი საექსპერტო საბჭო ახორციელებს ქვეყანაში ძირითადი საშუალებების დროებითი კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის მიმდინარეობის მონიტორინგს.
7. კონსერვაციის რეჟიმზე ძირითად საშუალებათა გადაყვანისა და შემდგომ კონსერვაციის რეჟიმიდან მოხსნის ხარჯებს თვით საწარმო ეწევა.
8. კონსერვაციის რეჟიმზე ძირითად საშუალებათა გადაყვანა არ შეიძლება იყოს ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების გეგმური შემოსავლების შემცირების საფუძველი.
მუხლი 2🔗. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის ორგანიზაცია
1. კონსერვაციის რეჟიმზე ძირითად საშუალებათა გადაყვანის მიზნით საწარმოში იქმნება სპეციალური კომისია მისი ხელმძღვანელის (დირექტორის, პრეზიდენტის, მენეჯერის), ტექნიკური და ეკონომიკური (კომერციული) სამსახურის უფროსების, მთავარი (უფროსი) ბუღალტრის, აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (გამგეობის, მერიის) საფინანსო, ეკონომიკური და საგადასახადო სამსახურების ხელმძღვანელების შემადგენლობით. თუ კონსერვაციის რეჟიმზე ძირითად საშუალებათა გადაყვანა ხდება საწარმოში, სადაც აქციების (წილის) საკონტროლო პაკეტს ფლობს სახელმწიფო, კომისიაში მონაწილეობს აგრეთვე საკონტროლო პაკეტის მფლობელი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
2. კომისია ადგენს კონსერვაციის რეჟიმზე გადასაყვანი ძირითადი საშუალებების ნუსხას, რომელშიც ასახული უნდა იყოს: საწარმოს სრული დასახელება, მთავარი მოქმედი იდენტიფიკატორი, მისამართი, „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულების შესაბამისად „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 1997 წლის 18 ივლისის №79 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის საფუძველზე დადგენილი მონაცემები: კონსერვაციის რეჟიმზე გადასაყვანი ძირითადი საშუალებების სრული დასახელება, მათი ადგილმდებარეობა, საინვენტარიზაციო შიფრი და სტატისტიკური კოდი, საექსპლუატაციოდ გადაცემის წელი, საბალანსო და ნარჩენი ღირებულება, აგრეთვე წინადადება კონსერვაციის ხანგრძლივობის (ვადის) შესახებ. ნუსხას თან უნდა დაერთოს კომისიის განმარტებითი ბარათი ძირითადი საშუალებების კონსერვაციაზე გადაყვანის მიზანშეწონილობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და კონსერვაციის ვადის დამთავრების შემდეგ ამ საშუალებათა ამოქმედების შესაძლებლობის თაობაზე, რაც უნდა დადასტურდეს წარმოების ამუშავების მიზნით საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული პროექტებით (ბიზნეს-გეგმები, საინვესტიციო პროგრამები და სხვ.).
3. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმარტებით ბარათში კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის ვადის, მიზანშეწონილობისა და კონსერვაციის შემდეგ ქონების ამოქმედების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ ხდება.
4. კონსერვაციის რეჟიმზე გადასაყვან ძირითად საშუალებათა ნუსხასა და განმარტებით ბარათს ხელს უნდა აწერდეს კომისიის ყველა წევრი.
5. კონსერვაციის რეჟიმზე გადასაყვან ძირითად საშუალებათა ნუსხასა და განმარტებით ბარათს კომისია შესაბამისად წარუდგენს ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით მითითებულ ორგანოებს.
6. საწარმოთა მიერ წარმოდგენილი მასალების განხილვისა და დასკვნის მომზადების მიზნით ადგილობრივი მმართველობის ორგა-ნოებში იქმნება სპეციალისტ – ექსპერტთა ჯგუფები, რომლებშიც შედიან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების (შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუ-ნებულების, მერიების, გამგეობების) ეკონომიკური, საფინანსო, სახელმწიფო ქონების მართვის, სტატისტიკის ორგანოების (სამსახურების) წარმომადგენლები. ჯგუფს ხელმძღვანელობს ეკონომიკური ორგანოს (სამსახურის) უფროსი (გამგებლის, მერიის, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ეკონომიკის დარგში.
7. უწყებათაშორისი საექსპერტო საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს, აგრეთვე სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები (ექსპერტები). საბჭოს მუშაობაში, როგორც წესი, საბჭოს წევრის სტატუსით მონაწილეობს განსახილველი საწარმოს შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს (უწყების), ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, აგრეთვე ადგილობრივი მმართველობისა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენელი. უწყებათაშორისი საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, რომელიც ამტკიცებს საბჭოს შემადგენლობას და საქმიანობის რეგლამენტს.
8. უწყებათაშორისი საექსპერტო საბჭო განიხილავს საწარმოს კომისიის მიერ წარმოდგენილ ძირითად საშუალებათა ნუსხასა და განმარტებით ბარათს (საჭიროების შემთხვევაში – უწყებათაშორისი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ დამატებით მასალას), აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შუამდგომლობას (თანხმობას) კონსერვაციის რეჟიმზე გადასაყვანი ძირითადი საშუალებების თაობაზე და ამზადებს წინადადებებს, რომელიც მტკიცდება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
მუხლი 3🔗. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანის ვადები და პასუხისმგებლობა
1. ძირითად საშუალებათა კონსერვაციის რეჟიმის საერთო ხანგრძლივობა განისაზღვრება ორი წლით, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ ვადაზე მეტი ხნით, აგრეთვე განმეორებით კონსერვაციის რეჟიმზე ძირითად საშუალებათა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უწყებათაშორისი საექსპერტო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
2. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ძირითადი საშუალებები კონსერვაციაში ითვლება კონსერვაციაზე გადაყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
3. კონსერვაციის ვადის დამთავრებამდე ძირითადი საშუალებების წარმოების პროცესში ჩართვისა და ამოქმედების შემთხვევაში ეს საშუალებები ამუშავების დროიდან ითვლება კონსერვაციის რეჟიმიდან გასულად და ქონების გადასახადით დაიბეგრება დადგენილი წესით. ვადაზე ადრე კონსერვაციის რეჟიმის შეწყვეტა საწარმოს ხელმძღვანელობამ ერთი კვირით ადრე უნდა აცნობოს კონსერვაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსა და ადგილობრივ საგადასახადო სამსახურს.
4. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ხელმძღვანელობამ კონსერ-ვაციის რეჟიმზე მყოფი ძირითადი საშუალებების ამოქმედება დადგენილი წესით არ აცნობა ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით მითითებულ ორგანოებს, ასეთი ფაქტის გამოვლენისას ამოქმედებული ძირითადი საშუალებები გადასახადით დაიბეგრება და მათ მიმართ საჯარიმო სანქციები გამოყენებული იქნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. კონსერვაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო პერიოდულად განიხილავს კონსერვაციაში მყოფი ძირითადი საშუალებების ასამოქმედებლად საწარმოს მუშაობის ანგარიშს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მიმართულებით საწარმოს საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად იქნება მიჩნეული, რის შედეგად შეუძლებელი იქნება კონსერვაციის რეჟიმის დამთავრების შემდეგ ძირითად საშუალებათა ამოქმედება, კონსერვაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო უფლებამოსილია კონსერვაციის რეჟიმის დამთავრებამდე გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კონსერვაციის თაობაზე, რის საფუძველზეც საწარმოს აღუდგება ქონების გადასახადზე საგადასახადო ვალდებულება კონსერვაციის რეჟიმის სრული ვადით.
6. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ზედამხედველობას უწევს ძირითადი საშუალებების კონსერვაციის რეჟიმში ყოფნის საფუძვლების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მუხლი 4🔗. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ქონების ბუღალტრული და სტატისტიკური აღრიცხვა
1. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ძირითადი საშუალებები ბალანსში აისახება ნარჩენი ღირებულებით ცალკე სტრიქონში – „კონსერვაციაზე მყოფი ძირითადი საშუალებები“.
2. ძირითად საშუალებათა კონსერვაციის ვადა გამოირიცხება ამ საშუალებათა ექსპლუატაციაში ყოფნის საერთო ვადიდან. ამასთან, კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი საშუალებები ითვლება საწარმოო სიმძლავრეებში.