მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №553
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 06/01/2003
matsne.gov.ge 417 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 21.25pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №553 2002 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი მშენებლობაში ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის შესახებ მშენებლობისა და სარემონტო (შემდგომში – მშენებლობის) სამუშაოებში სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის ახალი საწარმოო ურთიერთობის შესაბამისობაში მოყვანისა და საერთაშორისო ნორმებთან სინქრონიზაციის მიზნით, დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობის შემცირების უზრუნველსაყოფად: 1. მიღებულ იქნეს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადება მშენებლობაში ახალ სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიულ ბაზაზე ეტაპობრივად გადასვლის შესახებ. 2. სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზა, რომელიც ატარებს ტექნიკურ, მეთოდურ ხასიათს და არ მოიცავს მშენებლობაში გაწეული საქმიანობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრას, სავალდებულოა ყველა სახის მშენებლობაზე საკუთრების ფორმისა და დაფინანსების წყაროების მიუხედავად. 3. მშენებლობის სამუშაოებზე ახალი ნორმატიული ბაზის საფუძველზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვების გამოყენება განხორციელდეს თანდათანობით, იმ ანგარიშით, რომ დარგის მთლიანი მოცულობა მოიცვას ხარჯთაღრიცხვების ახალმა სისტემამ 2003 წლის ბოლომდე. 4. მშენებლობის ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შესაქმნელად მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს ეკონომიკური პირობები. 5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას შესაძლებლობის ფარგლებში განიხილონ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ შემუშავებული მშენებლობაში ახალი ნორმატიულ-ტექნიკური, მეთოდური, საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დაფინანსების საკითხი. 6. ეთხოვოს დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ქვეყნის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მონაწილეობა მიიღონ მშენებლობაში ახალი სახარჯთაღრიცხვო-ნორმატიული ბაზის შექმნის სამუშაოებში. 7. ნება დაერთოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიღებული სპეციალური სახსრები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ ჩაირიცხება სახელმწიფო ხაზინაში ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის გახსნილ სპეციალური (არასაბიუჯეტო) სახსრების ანგარიშზე, გამოიყენოს ზემოაღნიშნული ნორმატივების შექმნასთან დაკავშირებული სახსრების ანაზღაურების, სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და მოხელეთა წახალისებისათვის. ე. შევარდნაძე