"საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 31.12.2010
ძალაში შესვლა 31.12.2010
ძალის დაკარგვა 18.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №241
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016062
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
"საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 1.0in 35.45pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №
241
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული
დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„
პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „
კ” და „
მ” ქვეპუნქტებ
ისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული
დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „
საქართველოს მთავა
რი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტ
რის 2008
წლის 27
ნოემბრის №
280
ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 3
1 დეკემბრიდან
.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი
(შემდგომში – ანტიკორუფციული დეპარტამენტი
) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი.
2. თავის საქმიანობაში ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „
პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მუშაობა წარიმართება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. ანტიკორუფციული დეპარტამენტის ამოცანები
ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს ამოცანებია: პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება; ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
მუხლი 3🔗. ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსი
1. ანტიკორუფციულ დეპარტამენტ
ს ხელმძღვანელობს ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2
. ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსი:
ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;
გ) აუქმებს ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს;
დ) სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე იძლევა წერილობით მითითებებს, მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის დავალებით აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას;
ე) ანაწილებს მოვალეობებს ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ვ) ახორციელებს კონტროლს ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე;
ზ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ხელს აწერს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში
მომზადებულ დოკუმენტებს;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს ამოცანების შესასრულებლად;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ) პასუხისმგებელია ანტიკორუფციულ დეპარტამენტზ
ე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები
1. ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს.
3. ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსის მოადგილეები:
ა) მათზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფენ ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევენ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ბ) გამოითხოვენ საგამოძიებო ორგანოებისაგან სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს, დოკუმენტებს, იძლევიან წერილობით მითითებებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საგამოძიებო-ოპერატიული გეგმის თაობაზე, მონაწილეობენ გამოძიების წარმოებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის დავალებით იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს;
გ) სისხლის სამართლის საქმეებზე თავის დასკვნას წარუდგენენ ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსს და მთავარ პროკურორს;
დ) აუქმებენ ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მუშაკთა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებზე;
ე) ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსთან შეთანხმებით მთავარი პროკურორის წინაშე აყენებენ საკითხს მუშაკების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ვ) ხელს აწერენ ანტიკორუფციულ დეპარტამენტ
ში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსის დავალებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. ანტიკორუფციული დეპარტამენტის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი
1. ანტიკორუფციულ დეპარტამენტ
ში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) უფროსი პროკურორები;
ბ) პროკურორები;
გ) პროკურორ-კრიმინალისტი;
დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები;
ე) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;
ვ) ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს სპეციალისტი.
2. ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) პროცესუალურ ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას ღებულობენ სასამართლოში შემოსული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;
გ) მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები.
3. პროკურორ-კრიმინალისტი:
ა) სარგებლობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებით;
ბ) ცალკეულ შემთხვევებში უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილზე გასვლას, უშუალოდ ატარებს ან მონაწილეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში;
გ) მთავარი პროკურორის ან ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსის დავალებით სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას.
4. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.
5. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება შეიძლება დაევალოს რამდენიმე გამომძიებელს. გამოძიებაში შეიძლება ჩაებან მთავარი პროკურატურის სხვა ოპერატიული მუშაკები, ავტონომიური რესპუბლიკების, საოლქო და რაიონული პროკურატურების და, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.
6. ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მუშაკები მთავარი პროკურორის ან ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსის (მასთან შეთანხმებით მისი მოადგილეების) მითითებების შესაბამისად აწარმოებენ ადგილებზე გასვლას საქმეთა გამოძიების ან ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
7. ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს მუშაკები გამოძიების მასალების საფუძველზე შეიმუშავებენ და ღებულობენ ზომებს დანაშაულის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების აღმოსაფხვრელად, ამ მიზნით თავის წინადადებებს წარუდგენენ მთავარ პროკურორს, ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს უფროსს ან მის მოადგილეებს.
8. ანტიკორუფციული დეპარტამენტი
ს სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას.