"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 28.12.2010
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.057.016019
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2010 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 {mso-style-name:"List Paragraph1"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.BalloonText1, li.BalloonText1, div.BalloonText1 {mso-style-name:"Balloon Text1"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №62
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის მე-19 და მე-20
მუხლებ
ის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული დებულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ.
მუხლი 2🔗
. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
.
მთავრობის თავმჯდომარე
ლ
. ვარშალომიძე
დებულება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს.
2. ქონების
საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონისა
და ამ დებულების შესაბამისად.
3. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყის საფასურს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის შესაბამისად
განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში - ქონების
სარგებლობის უფლებით გამცემი)
.
4. ქონების
სარგებლობის უფლებით გამცემი ქონების
საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას გადაცემიდან 1 თვეში წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).
5. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზანია, სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს
ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდება პირობებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს
ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
6. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, საჯარო აუქციონის საფუძველზე, სამინისტროს თანხმობით გადასცემს ის ორგანო, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული. თუ ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს სამინისტრო.
7. იმ შემთხვევაში, თუ ქონებას სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან ეს საკითხი აგრეთვე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
მუხლი 2🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 30
კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;
ბ) საჯარო აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის
დასახელებასა და მისამართს;
გ) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობასა და ფართობს;
დ) პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
ე) საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადასაცემი ქონების სარგებლობის საფასურს, საბანკო გარანტიის /ბეს თანხის ოდენობას, რომელიც შეადგენს ქონების სარგებლობაში გადასაცემი საწყისი საფასურის 30%-ს;
ვ) ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ქონების
სარგებლობის უფლებით გამცემი;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ქონების
სარგებლობის უფლებით გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს მიიღოს სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ ქონების
სარგებლობის უფლებით გამცემის
ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს სარგებლობის უფლებით გადასაცემ ქონებას.
მუხლი 3🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყის საფასურს;
ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც ქონების
სარგებლობის უფლებით გამცემს
გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონით
დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან საბანკო გარანტიის წარდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ვ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ზ) ყველა სხვა დოკუმენტაციას, რომელსაც ქონების
სარგებლობის უფლებით გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
2. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარადგინოს საბანკო გარანტია/ბე.
3. პირი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, ვალდებულია მონაწილის ბილეთის ფასი გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.
4. თუ ყველა წარდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „
საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“
, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.
5. პირს უფლება აქვს ბეს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
6. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირად;
ბ) დარღვეულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონით
და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს ქონების
სარგებლობის უფლებით გამცემი).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას) აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.
7. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და საჯარო აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის
ბიუჯეტში.
8. იმ შემთხვევაში, თუ ქონების
სარგებლობის უფლებით გამცემმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა უკან უბრუნდება.
9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონით
განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
10. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
11. სააუქციონო კომისია (შემდგომში – კომისია) საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს თანხა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 5🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო აუქციონში გამარჯვების ოქმის გაცემიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
2. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის ოდენობაში.
3. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ქონების დასახელება;
ბ) ცნობები ქონების გადამცემისა და მიმღები სუბიექტის შესახებ;
გ) ქონების სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ვ) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.
მუხლი 6🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სხვა წევრები. კომისია დამოუკიდებელია მისი უფლებამოსილების განხორციელებისას. ის ქონების
სარგებლობის უფლებით გამცემის
სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს.
2. კომისია შედგება სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს/დაწესებულების
წარმომადგენლებისაგან.
3. კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და სხვა წევრებს, რომელთა უფლებამოსილების, ნიშნავს ქონების
სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოს/დაწესებულების
ხელმძღვანელი.
4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე ან, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვე
ტილებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.
5. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია
გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო
ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის სხდომები საჯა
როა
.
6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია სარგებლობაში მიღებული ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია სარგებლობის უფლებით მიღებული ქონებით
სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.
3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონების სარგებლობის უფლებით გამცემთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება, გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისათვის.
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა
. პირგასამტეხლო განისაზღვრება სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე შემდეგი წესით:
ა) ქონებით
სარგებლობის საფასურის
გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის
0,1%
დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა შეუსრულებლობის (ასეთის არსებობისას) შემთხვევაში,
დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%
დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში
პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს თითოეული დარღვევისათვის ქონებით სარგებლობის საფასურის
0,05%-ს.
5
. სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების
განმეორებით შეუსრულებ
ლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმებისა და ხელშეკრულების მოშლის
საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში ქონება უბრუნდება ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს, ხოლო
პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.