"სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 28.12.2010
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.057.016020
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 31/12/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2010 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
"სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.Header1, li.Header1, div.Header1 {mso-style-name:Header1; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.BalloonText1, li.BalloonText1, div.BalloonText1 {mso-style-name:"Balloon Text1"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.PageNumber1 {mso-style-name:"Page Number1";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №63
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. ბათუმი
სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა დაგადაწყვეტილების მიღების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (შემდეგომში – ხელისუფლების ორგანო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს ხელისუფლების ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის (გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა, შემოქმედებითი კავშირებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.
2. უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ ხელისუფლების ორგანომ ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ეს ქონება.
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ამ უფლების შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებს ანაზღაურებენ ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
4. აკრძალულია ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში –სამინისტრო) უფლებამოსილია მიმართოს ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ამ ქონების პრივატიზების თაობაზე.
მუხლი 2🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მოთხოვნის წარმდგენი
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მოთხოვნის წარმდგენი შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ორგანო;
ბ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗. ხელისუფლების ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის წესი
1. ხელისუფლების ორგანოებს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ქონება სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეთ უსასყიდლოდ (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ვადით ან უვადოდ.
2. ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ხელისუფლების ორგანოსათვის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. სამინისტროს მიერ უარის თქმის შემთხვევაში ქონების გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
3. განცხადება უნდა შეიცავდეს მიმართვის წარმდგენი ხელისუფლების ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას და დასაბუთებულ მოთხოვნას ქონების გადაცემის თაობაზე. განცხადებას თან უნდა ახლდეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების მონაცემები (საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – უძრავი ქონების შემთხვევაში).
4. ქონების ხელისუფლების ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის პირველადი გადაცემა ხორციელდება სამინისტროს წერილობითი თანხმობით.
5. სამინისტროს მიერ ქონების ხელისუფლების ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობითი თანხმობა უნდა შეიცავდეს:
ა) ქონების მიმღები ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას;
ბ) ქონების დასახელებასა და დახასიათებას;
გ) ქონების მიმღები ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას;
დ) გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათი შესრულების თაობაზე.
მუხლი 4🔗. ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ თავის სარგებლობაში არსებული ქონების სხვა ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის წესი
1. ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შემდეგ ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან შესაბამისი ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცენ სხვა ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რის თაობაზეც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, ამ წესის შესაბამისად, სარგებლობაში გადასცეს ის ქონება, რომელიც მას გადაცემული აქვს სარგებლობაში ან მის ბალანსზე ირიცხება.
2. ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს იმ ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ეს ქონება გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.
3. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, ხელისუფლების ორგანომ ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქონება შეიძლება გადასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
4. მიმართვა უნდა შეიცავდეს ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას და დასაბუთებულ მოთხოვნას ქონების გადაცემის თაობაზე. მიმართვას თან უნდა ახლდეს ქონების მონაცემები (საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - უძრავი ქონების შემთხვევაში).
5. ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნით მიმართვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნილი ქონების გადაცემის თაობაზე, რაც სამინისტროსა და ამ ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შორის ქონების გადაცემის თაობაზე ადრე დადებული ხელშეკრულების ან შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის საფუძველია.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) ქონების მიმღები ხელისუფლების ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას;
ბ) ქონების დასახელებასა და დახასიათებას;
გ) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას (თუ არ ხდება უვადოდ გადაცემა);
დ) ქონების გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. ამ მუხლით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი უძრავი ნივთის სხვა ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ვალდებულია გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა ინფორმაცია წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულება
ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთაც ქონება სარგებლობის უფლებით გადაეცათ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე.