,,საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
2003 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების V თავის მე-4 პუნქტს:
ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სპორტული რეზერვების მომზადების სამმართველო.“;
ბ) ტექსტის ბოლოს დაემატოს:
„სპორტული რეზერვების მომზადების სამმართველო
სპორტული რეზერვების მომზადების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: სპორტული რეზერვების მომზადების უზრუნველყოფა; სასპორტო სკოლების (მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა) მუშაობის კოორდინაცია; სპორტული ჯგუფების დისლოკაციის საკითხები; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ორგანიზაციული საკითხების კონტროლი; საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებისათვის (მიუხედავად უწყებრივი დაქვემდებარებისა) სპორტის ერთიან სასწავლო პროგრამებში შესატანი ნორმატივების შემუშავება.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.01.2003.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
- „,,საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 15.01.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.040.05.002.002..
- სად არის „,,საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.01.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 ივნისის №366 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“, №11, 15.01.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/116614/