⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.10.2014)
გაუქმებულია:

"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 29.12.2010
ძალის დაკარგვა 06.10.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №15/57
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,245 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2010 მიღება
06.10.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დადგენილება №15/57 2010 წლის 29 დეკემბერი ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს უფლებამოსილებაა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე: 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. საკრებულოს თავმჯდომარე                        ი. საღინაძე    დანართი 1 თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – „სამსახური”) არის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში, ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. მათი შესრულების მიზნით სამსახური წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ხოლო დებულების პროექტს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი. 4. სამსახურის დაფინანსება ხდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 5. სამსახურს აქვს შტამპი თვითმმართველი ქალაქ ფოთის გერბის გამოსახულებით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №12.     მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას; ბ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; გ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის შემუშავებას; დ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებას თვითმმართველი ქალაქ ფოთის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად; ე) ადგილობრივი შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს; ვ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას; ზ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურეობას; თ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით; ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერისთვის წარდგენას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების –  განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) ადგილობრივი შესყიდვების განყოფილება; გ) ადგილობრივი ქონების მართვის განყოფილება.   3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების  ძირითადი ფუნქციები და ამოცანები 1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას; ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას; დ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას; ე) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ვ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 5🔗. ადგილობრივი შესყიდვების განყოფილების  ფუნქციები და ამოცანები 1. ადგილობრივი შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის მომზადებას; ბ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; დ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) ადგილობრივი შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; ვ) ადგილობრივი შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 6🔗. ადგილობრივი ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები და ამოცანები 1. ადგილობრივი ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ბ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; გ) რეკომენდაციების შემუშავებას თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება 1. სამსახურის მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.     მუხლი 8🔗. დასკვნითი ნაწილი 1. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და სამსახურის დებულებით, დადგენილი წესით.