გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2003
ძალის დაკარგვა 24.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 20/01/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,103 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2003 მიღება
24.04.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №13 2003 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდეს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. სამთავრობო კომისიის სტატუსი და შექმნის საფუძველი გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულების საფუძველზე.     მუხლი 2🔗. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით.     მუხლი 3🔗. კომისიის ამოცანები კომისიის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება: ა) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ერთიანი პოლიტიკის განსახორციელებლად შესაბამისი წინადადებების შემუშავება და მათი რეალიზების მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა; გ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონებისა და ცნობარების მომზადებისა და გამოცემის პროცესის კოორდინირება; დ) საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების დაცვისა და მართებულად გამოყენების კონტროლი.     მუხლი 4🔗. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განეკუთვნება: ა) გეოგრაფიული ობიექტებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სახელდებისას საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელშეწყობა და ამ მიზნით სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დასადგენად არსებულ სახელწოდებათა გამოვლენა, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და სახელდებული გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელწოდებების გადარქმევისას სახელმწიფოებრივი ინტერესების, აგრეთვე გეოგრაფიული, ისტორიული, ეთნოგრაფიული, ადგილობრივი პირობებისა და მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება; გ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება, მათი გამოყენებისა და ტრანსლიტერაციის წესის განსაზღვრა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა კორექტირება ეროვნული ტრადიციების მიხედვით; დ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაცია და აღრიცხვა; ე) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დაცვისა და მართებულად გამოყენების კონტროლის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა-განხორციელება.     მუხლი 5🔗. კომისიის უფლებამოსილებანი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის №204 ბრძანებულებით განსაზღვრული ზოგადი კომპეტენციის ფარგლებში კომისია მის წინაშე მდგარი ამოცანების განსახორციელებლად უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ადგენენ ერთიან მოთხოვნებს, ნორმებსა და წესებს; ბ) განიხილოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესაბამის ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წინადადებები გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ; გ) გასცეს დასკვნა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ენობრივი გამართულობისა და შინაარსობრივი მიზანშეწონილობის თაობაზე, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები ამ სფეროში; დ) მიიღოს გადაწყვეტილება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ცნობარისა და ლექსიკონის გამოცემის თაობაზე; ე) განახორციელოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაცია და აღრიცხვა; ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოითხოვოს და მიიღოს ყველა სახის საჭირო ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი სამინისტროს, უწყებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებისაგან; ზ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ; თ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 6🔗. კომისიის ვალდებულებები 1. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. იგი საქართველოს პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო საქართველოს პარლამენტს აწვდის ინფორმაციას „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე. 2. კომისია ვალდებულია სხდომაზე განსახილველი საკითხები სათანადო მასალებთან ერთად არანაკლებ სამი დღით ადრე მიაწოდოს კომისიის ყველა წევრს, მოწვეულ სპეციალისტსა და სხვა დაინტერესებულ სუბიექტს.     მუხლი 7🔗. კომისიის წევრის უფლებამოსილებანი კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) წინასწარ გაეცნოს განსახილველი საკითხების მასალებს; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განსახილველი საკითხების შესახებ, გამოთქვას აზრი და მიაწოდოს კომისიას საკუთარი წინადადებები; გ) შეუზღუდავად დაესწროს კომისიის სხდომებს; დ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 8🔗. კომისიის საქმიანობის ზოგადი წესი 1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. იგი იკრიბება წელიწადში ოთხჯერ მაინც. მორიგი სხდომის მოწყობის თარიღს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე მისივე გადაწყვეტილებით ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის არგუმენტირებული მოთხოვნით. 3. კომისიის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომელიც აქვთ კომისიის წევრებს; ბ) კომისიის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში თავისი უფლებამოსილების განხორციელება დაავალოს მოადგილეს; გ) იმ შემთხვვაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება კომისიის არანაკლებ ორ სხდომას, დასვას საკითხი კომისიის შემადგენლობიდან მისი გაყვანის თაობაზე; დ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. 4. კომისიის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული საორგანიზაციო და სხვა სახის გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად კომისიაში გაერთიანებულ უწყებათა წარმომადგენლებისათვის. 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და სხვა სახის უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა.     მუხლი 9🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი 1. კომისიის სხდომა იმართება დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით. 2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე თავმჯდომარის დავალებით. 3. კომისიის სხდომები ღიაა ან, კონკრეტული საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება იყოს დახურული. 4. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სამი მეხუთედი. 5. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას მხარს უჭერს კომისიის წევრთა უმრავლესობა. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრით. 6. კენჭისყრა, როგორც წესი, ღიაა. კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში კომისიამ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება კენჭისყრის ფარულად გამართვის შესახებ. 7. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში არ შედიან. 8. სხდომის პასუხისმგებელი მდივანი ადგენს სხდომის ოქმს. 9. კომისიის გადაწყვეტილება სათანადოდ აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ თავშეკავების ან უარის თქმის მიზეზი (თუ კომისიის წევრი ამის შესახებ სხდომაზე განაცხადებს), აგრეთვე  სხდომაზე გამოთქმული ყველა განსხვავებული აზრი.     მუხლი 10🔗. კომისიის ლიკვიდაცია კომისიის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.