⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.10.2014)
გაუქმებულია:

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 29.12.2010
ძალის დაკარგვა 06.10.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №15/56
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016025
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,337 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2010 მიღება
06.10.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 37.3pt 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დადგენილება №15/56 2010 წლის 29 დეკემბერი ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს უფლებამოსილებაა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე: 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული  ზედამხედველობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2008 წლის 21 თებერვლის №3/14 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. საკრებულოს თავმჯდომარე            ი. საღინაძე დანართი 1 თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) არის თვითმმართველი ქალაქ ფოთის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვის მიზნით შექმნილი საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებით, მათი შესრულების მიზნით სამსახური წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ხოლო დებულების პროექტს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი. 4. სამსახურის დაფინანსება ხდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 5. სამსახურს აქვს შტამპი თვითმმართველი ქალაქ ფოთის გერბის გამოსახულებით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ფოთი, ჭანტურიას ქ. №3.     მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობის, ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამების განთავსების საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; 2. ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე; თვითმმართველი ქალაქის მერის ცალკეული დავალებების შესრულება; 3. გარე რეკლამების განთავსებაზე კონტროლი და ზედამხედველობა; 4. ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი; 5. გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; 6. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; 7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ამავე კოდექსის 55​2 მუხლით „სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა“, 119​1 მუხლით „გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება“, 146​1 მუხლის „დასუფთავების წესების დარღვევა“, მე-2,    მე-3, მე-4, მე-5 ნაწილებით, 148-ე მუხლის „თვითმმართვეული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა“, 150-ე მუხლით „თვითმმართვეული ერთეულის იერსახის დამახინჯება“, 150​1 მუხლით „თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა“, 151-ე მუხლით „თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან და თვითნებური განადგურება“, 152-ე მუხლით „ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშოების წარმოებისას“, 159-ე მუხლით „რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა“, 159​1 მუხლით „არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)“, 152​2-ე მუხლით „საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა“, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ხოლო 135-ე მუხლით „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადგენს საჯარიმო ქვითარს; 8. სამსახური „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერს საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად უმზადებს: ა) მითითებების პროექტს; ბ) ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს სამართალ-დამრღვევის სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევასთან ან/და შეუსრულებლობასთან დაკავშირებით დაჯარიმების შესახებ; გ) ინდივიდულური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის პროექტს სამართალ-დამრღვევის ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობასთან ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით დაჯარიმების შესახებ; დ) ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს სამართალ-დამრღვევის მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით დაჯარიმების შესახებ; ე) ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს სამართალ-დამრღვევის მშენებარე ობიექტების დადგენილი წესის დარღვევით მიტოვებასთან დაკავშირებით დაჯარიმების შესახებ; ვ) ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს სამართალ-დამრღვევის მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით დაჯარიმების შესახებ; ზ) ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს (სამართალ-დამრღვევის იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობასთან, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას) დაჯარიმების შესახებ; თ) ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს  საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ; 9. სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობებს ამ ადმინისტრაციულ ორგანოს კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოჩენის შესახებ; 10. სამსახურის მმართველობის სფეროს და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით დადგენილი წესით მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულებისგან; 11. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს და თვითმმართველი ქალაქ ფოთს მერს   წარუდგინოს სათანადო წინადადებები გამოვლენილი დარღვევა–ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველყოფისათვის; 12. დაამყაროს ურთიერთობა და ითანამშრომლოს სხვადასხვა ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის სამსახურებთან; 13. დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია, სამართლებრივი აქტების პროექტები და დადგენილი წესით წარუდგინოს ისინი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერს; 14. მიავლინოს სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციების და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად; 15. მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; 16. განსაზღვროს სამართალდარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს  კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე; 17. აწარმოოს კონტროლი კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე ვაჭრობის და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; 18. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები მისი კომპეტენციის ფარგლებში; 19. მოსთხოვოს დამკვეთს დადგენილი ორგანიზაციულ–სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობისას და აშენებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისას; 20. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის; 21. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული  თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისათვის წარდგენას; 22. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე. ხოლო უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 3. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. სამსახურის ქონება 1. სამსახურის მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.     მუხლი 5🔗. დასკვნითი ნაწილი 1. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება „ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სამსახურის დებულებით, დადგენილი წესით.