„პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 27.07.1993
ძალის დაკარგვა 04.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 27/07/1993
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით
- პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი 04.10.2013
- “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მინისტრის ბრძანება 08.07.2002
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო მინისტრის ბრძანება 03.09.1998
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების, სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისა და აღრიცხვიანობის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო მინისტრის ბრძანება 20.07.1998
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 19.11.1997
დოკუმენტის ტექსტი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს რესრუბლიკის დადგენილება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი „პოლიციის შესახებ“ სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს მიღებისთანავე, გარდა მე-9 მუხლის მე-11 პუნქტისა და 32-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. საქართველოს პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიამ პარლამენტის უახლოეს სხდომას განსახილველად წარმოუდგინოს ზემოაღნიშნული პუნქტისა და ნაწილის შეთანხმებული რედაქცია.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის „პოლიციის შესახებ“.
3. საქართველოს პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიამ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტს შემდეგი კანონპროექტები:
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის ფიცის ტექსტი;
კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ;
კანონი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობათა შესახებ.
4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს:
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება;
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები;
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა;
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი დადგენილებები.
საქართველოს პარლამენტის
სპიკერის მოადგილე ვ. რჩეულიშვილი.
თბილისი,
1993 წლის 27 ივლისი.