⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.10.2014)
გაუქმებულია:

"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 29.12.2010
ძალის დაკარგვა 06.10.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №15/59
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016028
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,167 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2010 მიღება
06.10.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 37.3pt 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დადგენილება №15/59 2010 წლის 29 დეკემბერი ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სპორტის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ     თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს უფლებამოსილებაა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე: 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სპორტის სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2008 წლის 22 აპრილის №6/32 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         ი. საღინაძე დანართი 1 თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სპორტის სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის  თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე,  თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახურის თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. მათი შესრულების მიზნით სამსახური  წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ხოლო დებულების პროექტს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი. 4. სამსახურის დაფინანსება ხდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 5. სამსახურს აქვს შტამპი თვითმმართველი ქალაქ ფოთის გერბის გამოსახულებით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ფოთი,წმინდა ნინოს ქუჩა №4.     მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები 1. ხელს უწყობს სპორტის საშუალებით პიროვნების ყოველმხრივ, ჰარმონიულ და ინტელექტუალურ განვითარებას, მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცებას, საზღვარგარეთის ქვეყნების სპორტულ ორგანიზაციებთან, დაძმობილებულ ქალაქებთან მეგობრული და საქმიანი კონტაქტების დამყარებას. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს ქალაქის სპორტული კომპლექსების შენარჩუნებასა და განვითარებას. 3. სპორტის განვითარების მიზნით სამსახური, მონაწილეობას იღებს თვითმმართველი ქალაქის არქიტექტურულ დაგეგმარება-განაშენიანების პერსპექტიული გეგმების დამტკიცებაში. 4. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სპორტული საქმიანობის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების და სუბსიდიების გამოყენების პროგრამის შემუშავება. 5. სპორტულ ღონისძიებათა გეგმების კოორდინაცია. 6. სარეკლამო კომპანიის წარმართვის მიზნით, ხელს უწყობს სარეკლამო-საგამომცემლო საქმიანობას, პრესის, ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებისა და სპონსორთა მხარდაჭერით ხელს უწყობს სპორტული ლიტერატურის, სარეკლამო ბუკლეტებისა და  ტურისტული რუკების  გამოცემას. 7. ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის  წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. 8. უცხოური ინვესტიციებისა და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა თვითმმართველი ქალაქისათვის მნიშვნელოვანი ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის პროგრამებისა და პროექტების    განხორციელებისათვის. 9. ახალგაზრდულ საქმეთა ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა დაძმობილებულ ქალაქებთან. 10. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტურისტული ინდუსტრიის პოტენციალს და სპეციფიკას, იკვლევს ტურისტული ბაზების კონიუნქტურას, მარშრუტებს. 11. ხელს უწყობს ქალაქის მასშტაბით ტურისტული ინფრასტრუქტურის ქსელის შექმნასა და განვითარებას. 12. ქმნის ქალაქის ტურისტული შესაძლებლობების საინფორმაციო ბანკს და მუდმივად ახდენს სრულყოფასა და განახლებას. 13. ინფორმაციას აწვდის სპორტისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს დარგში ახალი ნორმატიული აქტების შემოღებასთან დაკავშირებით, ან მოქმედ კანონებსა და სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; 14. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მასშტაბით უზრუნველყოფს ერთიანი სპორტული და საინფორმაციო სისტემის შექმნას. 15. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის. 16. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერისთვის წარდგენას.     მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სპორტის განყოფილება; ბ) ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე. ხოლო უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. სპორტის განყოფილების ფუნქციები და ამოცანები 1. სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაში არსებული სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების განვითარების ხელშეწყობას; დ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების მომზადებასა და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას; ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დოკუმენტაციის  მომზადებასა  და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურს; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 5🔗. ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების  ფუნქციები და ამოცანები 1. ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა  პროგრამების შემუშავებას; ბ) ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; გ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 6🔗. სამსახურის ქონება 1. სამსახურის მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.     მუხლი 7🔗. დასკვნითი ნაწილი 1. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სამსახურის დებულებით დადგენილი წესით.