საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურა.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქარველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ კანონისა და მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის თაობაზე“საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა.

3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომისიას შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ კანონში შესაბამის ცვლილებათა შესატანად.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი ვ. გოგუაძე

თბილისი,

1993 წლის 7 სექტემბერი.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

სტრუქტურა

პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრის მოადგილეები

სამინისტროები

განათლების

გარემოს დაცვის

ეკონომიკის

ვაჭრობისა და მომარაგების

თავდაცვის

იუსტიციის

კავშირგაბმულობის

კულტურის

მრეწველობის

საგარეო საქმეთა

სახელმწიფო ქონების მართვის

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის

ფინანსთა

შინაგან საქმეთა

შრომისა და სოციალური დაცვის

ჯანმრთელობის დაცვის

კომიტეტები:

ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათ ა შორისი ურთიერთობის

არქიტექტურისა და მშენებ ლ ობის საქმეთა

ლტოლვილთა და განსახლების

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების

საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა.