⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.10.2014)
გაუქმებულია:

"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 29.12.2010
ძალის დაკარგვა 06.10.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №15/60
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016029
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,185 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2010 მიღება
06.10.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 46.3pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დადგენილება №15/60 2010 წლის  29 დეკემბერი ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს უფლებამოსილებაა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე: 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2008 წლის 22 აპრილის №6/31 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. საკრებულოს თავმჯდომარე               ი. საღინაძე დანართი 1 თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. მათი შესრულების მიზნით სამსახური წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ხოლო დებულების პროექტს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი. 4. სამსახურის დაფინანსება ხდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 5. სამსახურს აქვს შტამპი თვითმმართველი ქალაქ ფოთის გერბის გამოსახულებით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ფოთი, დ.აღმაშენებლის ქუჩა №12.     მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები 1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის ერთიანი პოლიტიკის უზრუნველყოფა, მასში შემავალი ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადებაში მონაწილეობის მიღება. 2. თვითმმართველ ქალაქ ფოთში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში სპეციალური პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელება. 3. კულტურულ და ძეგლთა დაცვის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. 4. უცხოური ინვესტიციებისა და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა თვითმმართველი ქალაქისათვის მნიშვნელოვანი კულტურული და ძეგლთა დაცვის პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისათვის. 5. მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ქალაქ ფოთის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნასა და განვითარებაში. 6. დაძმობილებულ და სხვა სახელმწიფოთა ქალაქებთან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია. 7. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საერთაშორისო კულტურული კავშირების განვითარება. 8. მონაწილეობის მიღება ქალაქის კულტურულ და ძეგლთა დაცვის სფეროში პრიორიტეტული დარგების განსაზღვრაში, მათი განვითარებისათვის საჭირო მოთხოვნილებათა განსაზღვრა. 9. თანამშრომლობა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან. შემოქმედთა საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლა და მათი მოღვაწეობის სტიმულირების უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა. 10. კულტურულ და ძეგლთა დაცვის ღონისძიებათა ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა. 11. თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეული) მიერ დაფუძნებული თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანების, სახელოვნებო და სხვა კულტურული დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი. 12. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის. 13. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისთვის წარდგენას. 14. უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ) განათლების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში,მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში _ ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები და ამოცანები 1. კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურის პროგრამების შემუშავებას; ბ) კულტურის პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაში არსებული მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობას; დ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას, შესწავლასა და რეაბილიტაციასთან დაკაშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ე) ინფორმაციის მომზადებას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ; ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან; ზ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 5🔗. განათლების განყოფილების ფუნქციები და ამოცანები 1. განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობას; ე) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 6🔗. სამსახურის ქონება 1. სამსახურის მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.     მუხლი 7🔗. დასკვნითი ნაწილი 1. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სამსახურის დებულებით დადგენილი წესით.