"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 29.12.2010
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №15/63
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,200 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დადგენილება №15/63 2010 წლის 29 დეკემბერი ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის დებულების    დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს უფლებამოსილებაა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის დებულების დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე: 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2008 წლის 21 თებერვლის №3/15 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. საკრებულოს თავმჯდომარე           ი. საღინაძე დანართი 1 თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახური დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. მათი შესრულების მიზნით სამსახური წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ხოლო დებულების პროექტს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი. 4. სამსახურის დაფინანსება ხდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 5. სამსახურს აქვს შტამპი თვითმმართველი ქალაქ ფოთის გერბის გამოსახულებით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ფოთი, ჭანტურიას ქ. №3.     მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ქალაქ ფოთის ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, თვითმმართველი ერთეულის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) წინადადებების მომზადებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; გ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე კონკურსის წესით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას; დ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების შემოღებასთან და მათში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას; ე) თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიის კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ვ) საბინაო ფონდის, მრავალსართულიანი სახლების ლიფტების, ქალაქის რადიო საათის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, პარკების, სპორტული და საბავშვო მოედნების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამისი ღონისძიებების კონტროლს; ზ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; ი) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას; კ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციას; ლ) შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკურ ზედამხედველობასა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას; მ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის; ნ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერისთვის წარდგენას; ო) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება; ბ) საზოგადოებრივი მომსახურებების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში,მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციები 1. სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ქალაქ ფოთის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; ბ) ტერიტორიიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას თვითმმართველი ქალაქ ფოთის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას; ე) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 5🔗. სამსახურის საზოგადოებრივი მომსახურებების განყოფილების ფუნქციები 1. სამსახურის საზოგადოებრივი მომსახურებების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე; ბ) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებელის ადმინისტრირების საკითხებზე; გ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; დ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე კონკურსის წესით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას; ე) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების შემოღებასთან და მათში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას; ვ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება 1. სამსახურის მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.     მუხლი 8🔗. დასკვნითი ნაწილი 1. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და სამსახურის დებულებით დადგენილი წესით.