⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.10.2014)
გაუქმებულია:

"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 29.12.2010
ძალის დაკარგვა 06.10.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №15/64
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,310 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2010 მიღება
06.10.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-9.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-9.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-9.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:-9.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:-9.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-9.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-9.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-9.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 55.3pt 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დადგენილება №15/64 2010 წლის 29 დეკემბერი ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს უფლებამოსილებაა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე: 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის #4/39 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.  3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                  ი. საღინაძე დანართი 1 თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახური დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. მათი შესრულების მიზნით სამსახური წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ხოლო დებულების პროექტს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი. 4. სამსახურის დაფინანსება ხდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 5. სამსახურს აქვს შტამპი თვითმმართველი ქალაქ ფოთის გერბის გამოსახულებით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ფოთი, 26 მაისის ქ. №7.     მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველ ქალაქ ფოთში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კონპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვას; ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო პროგრამების შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებთან მუნიციპალური პროგრამების შესაბამისად, სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრას; გ) თვითმმართველ ქალაქ ფოთში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაციას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; დ) არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თვითმმართველ ქალაქ ფოთში განსახორციელებელი სამედიცინო და სოციალური პროგრამების კოორდინაციას; ე) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას; ვ) სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობასა და მათ კოორდინაციას; ზ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი კვალიფიციური ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზაციას არსებული სამკურნალო-პროფილაქტიკული დაწესებულებების შეთანხმებული კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფას თვითმმართველი ქალაქის კომპეტენციის ფარგლებში; თ) თვითმმართველ ქალაქ ფოთში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად მათი იურიდიულ-სამართლებრივი სტატუსისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) საქმიანობის კოორდინაციას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დაწესებული ნორმებისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად; ი) თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე გარემოს გაჯანსაღებისათვის ზრუნვას, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით სპეციალური პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობას. ეწევა მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას; კ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური პირობების გავლენის შესწავლას; ლ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გაწევას; მ) დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბანკის შექმნას; ნ) მრავალშვილიანი ოჯახებისა და მოსახლეობის კვლავწარმოების ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო სპეციალური პროგრამების შედგენას; ო) დევნილთა მიგრაციული ნაკადების რეგულირებას კომპეტენციის ფარგლებში; პ) დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციის მოწმობებისა და დახმარების გაცემის ორგანიზებულად ჩატარებას მისი კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) დევნილი მოსახლეობისათვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებას კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას და ზრუნვას მათ განხორციელებაზე; რ) იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ სტრატეგიის ძირითადი მიზნის „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, მთელს ქვეყანაში გადაადგილების და სხვა ადგილებში მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის“ ხელშეწყობა; ს) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის; ტ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერისთვის წარდგენას; უ) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ჯანმთელობის დაცვის განყოფილება; ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილება; გ) დევნილთა განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში,მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები 1. სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თვითმმართველი ქალაქ ფოთისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; დ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 5🔗. სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები 1. სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 6🔗. დევნილთა განყოფილების ფუნქციები 1. სამსახურის დევნილთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ქალაქში არსებული დევნილთა კოლექტიური ცენტრებისა და კერძო სექტორის მაცხოვრებელთა მონაცემთა ბაზის შექმნა; ბ) მონაცემთა ბაზის საფუძველზე დევნილთა სოციალური და ეკონომიკური პირობების შესწავლა; გ) დევნილთა ინტეგრირების ხელშეწყობას ადგილობრივ მოსახლეობასთან; დ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება 1. სამსახურის მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.     მუხლი 8🔗. დასკვნითი ნაწილი 1. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და სამსახურის დებულებით, დადგენილი წესით.