,,საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 12 აგვისტოს №518 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010.020.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 22/01/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №24

2003 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 12 აგვისტოს №518 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 12 აგვისტოს №518 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) გაუქმდეს ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შემადგენლობა;

ბ) პირველი პუნქტით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისია დამტკიცდეს თანდართული შემადგენლობით.

ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების

კომისიის შემადგენლობა

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე

სესილი გოგიბერიძე – საქართველოს კულტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

როინ მეტრეველი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ელდარ შენგელაია – საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ასლან აბაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

დავით აბულაძე – საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე

ვაჟა აზარაშვილი – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე

ზაზა აზმაიფარაშვილი – დირიჟორი

ზაზა ალექსიძე – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი

ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე

ჭაბუა ამირეჯიბი – მწერალი

თორნიკე ასათიანი – ქართული ჰერალდიკის ასოციაციის წევრი

ანდრია აფაქიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

მალხაზ აფრიდონიძე – ქართული ჰერალდიკის ასოციაციის წევრი

მანანა ახმეტელი – მუსიკათმცოდნე, მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე

მერაბ ბერძენიშვილი – მოქანდაკე

ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი

ემირ ბურჯანაძე – მხატვარი

გია ბუღაძე – მხატვარი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის პრორექტორი

ზურაბ გაიპარაშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ალექსი გერასიმოვი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხებში

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მამუკა გონგაძე – ქართული ჰერალდიკის ასოციაციის წევრი

თემურ გოცაძე – მხატვარი, სურათების ეროვნული გალერეის გენერალური დირექტორი

კარლო გუჯაბიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

მანანა დოიჯაშვილი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი

ანზორ ერქომაიშვილი – ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი

ივანე ზოდელავა – ქალაქ თბილისის მერი

გურამ თევზაძე – ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი

თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ანა კალანდაძე – პოეტი, აკადემიკოსი

ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი

ვახტანგ კახიძე – კომპოზიტორი, დირიჟორი

ბიძინა კვერნაძე – კომპოზიტორი

ზაზა კიკნაძე – ჰერალდიკოსი

მირიან კიკნაძე – ქართული ჰერალდიკის ასოციაციის წევრი

ზურაბ კიკნაძე – ფილოლოგი, პროფესორი

დავით კლდიაშვილი – ქართული ჰერალდიკის ასოციაციის წევრი

ნინო კობახიძე – საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე

მერაბ კოკოჩაშვილი – კინორეჟისორი

თეიმურაზ კომახიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი

ნოდარ ლომოური – შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი

გიგა ლორთქიფანიძე – რეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე

მარიამ ლორთქიფანიძე – ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

დავით ლორთქიფანიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

ნოდარ მალაზონია – მხატვარი

ლევან მამალაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

პეტრე მამრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე - სახელმწიფო კანცელარიის უფროსი

სიმონ მასხარაშვილი – ისტორიკოსი

მიხეილ მაყაშვილი – ქართული ჰერალდიკის ასოციაციის წევრი

ზურაბ მახარაძე – საქართველოს სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ნიკოლოზ მემანიშვილი – კომპოზიტორი

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ჯუნა მიქატაძე – მოქანდაკე

თეიმურაზ მოსიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

გივი მუნჯიშვილი – ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი

დავით მუსხელიშვილი – ისტორიკოსი, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი

თამაზ ნადარეიშვილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

დავით ნინიძე – ისტორიკოსი, პროფესორი

ზურაბ ოიკაშვილი – საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების და მუზეუმების დეპარტამენტის დირექტორი

გიორგი ოჩიაური – მხატვარი

მიხეილ სააკაშვილი – ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

დავით საყვარელიძე – რეჟისტორი

რუსუდან სებისკვერაძე – კომპოზიტორი

ბიძინა სონღულაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

სულეიმან სულეიმანოვი – გაზეთ „გურჯისტანის“ მთავარი რედაქტორი

დავით ტურაშვილი – მწერალი

ზაზა ფირალიშვილი – სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახურის უფროსი

ირაკლი ფრუიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

სვეტლანა ქეცბა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი

დავით ქობლიანიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

იოსებ ქოიავა – აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი

ლევან ღვინჯილია – საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარე

გიორგი ჟორდანია – საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი

გიორგი შაიშმელაშვილი – არქიტექტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის წევრი

არმაზ შამანაური – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

გურამ შარაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

თეიმურაზ შაშიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

გივი შახნაზარი – მწერალი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი

ზაზა შენგელია – საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარე

კახა შენგელია – თბილისის ვიცე-პრემიერი

ჯანსუღ ჩარკვიანი – პოეტი, საქართველოს პარლამენტის წევრი

რეზო ჩხეიძე – რეჟისორი, სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ გენერალური დირექტორი

მარიამ ცაცანაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ზვიად ძიძიგური – თბილისის საკრებულოს წევრი

გიგი წერეთელი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

თამაზ წივწივაძე – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე

მამუკა წურწუმია – ქართული ჰერალდიკის ასოციაციის წევრი

ტარიელ ჭანტურია – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე

ლევან ჭილაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

თამაზ ჭილაძე – მწერალი

ოთარ ჭილაძე – მწერალი

გია ჯანბერიძე – საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე

ბონდო ჯიქია – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული.

 

საპატრიარქოს წარმომადგენლები:

მეუფე დანიელი (დათუაშვილი) – ცხუმ-აფხაზეთისა და მარგვეთის მიტროპოლიტი

მეუფე თეოდორე (ჭუაძე) – ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი

მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) – ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსი

არქიმანდრიტი ზენონი (იარაჯული) – სვეტიცხოვლის წინამძღვარი

დავით შარაშენიძე – საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი

გიორგი ანდრიაძე – საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი

ზაზა აბაშიძე – სასულიერო აკადემიის ლექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.