"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.12.2010
ძალის დაკარგვა 03.06.2011
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №15/69
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 37.3pt 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №15/69
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს უფლებამოსილებაა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულება, თანახმად დანართი 1-ისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №4/59 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
დანართი 1
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოსა და მერიის ურთიერთობას მოსახლეობასთან, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
2. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენებისა და შენახვის წესს ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო.
მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანო შედგება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის რწმუნებულისა (ტექსტში შემდგომ – რწმუნებული) და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.
3. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის დავალებით, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონითა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით.
მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ბ) აწარმოებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა მიღებას, უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას საკრებულოსა და მერიასთან;
გ) ადგილზე აცნობს მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;
დ) აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეული) ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავებაში;
ზ) ორგანიზებას უწევს საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას;
თ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მიერ თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეული) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას მერიაში;
ი) ორგანიზებას უწევს მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
კ) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;
ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;
მ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის;
ნ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში, ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე გასაწევი ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვის შესახებ;
ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე;
გ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
დ) ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესახებ;
ე) კონტროლს უწევს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
მუხლი 5🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მის სამოქმედო ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
ბ) მონაწილეობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასაგეგმი დოკუმენტაციის მომზადებაში;
გ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;
დ) ორგანიზებას უწევს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას.
მუხლი 6🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში
1. სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს სივრცითი მოწყობის შესახებ;
ბ) მონაწილეობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის, აგრეთვე სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავებაში;
გ) მონაწილეობს კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
მუხლი 7🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა, კულტურისა და სპორტის სფეროში
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და სპორტის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას;
ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და სპორტის სფეროებში;
გ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მოსახლეობის დასაქმების სფეროში, მონაწილეობს დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
დ) მონაწილეობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;
ე) მის სამოქმედო ტერიტორიაზე კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
ვ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დევნილთა საკითხების რეგულირებას;
ზ) უზრუნველყოფს ზედამხედველობას ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვაზე.
მუხლი 8🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში
1. მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, სამეზობლო და ოჯახური დავების რეგულირებაში;
ბ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების ღონისძიებებში;
გ) მონაწილეობს სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების ღონისძიებებში;
დ) უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას, მონაწილეობს სამაშველო ღონისძიებებში;
ე) მონაწილეობს კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების სალიკვიდაციო ღონისძიებებში;
ვ) უზრუნველყოფს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას.
მუხლი 9🔗. ტერიტორიული ორგანოს ქონება
1. ტერიტორიული ორგანოს მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.
მუხლი 10🔗. დასკვნითი ნაწილი
1. ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით.