,,აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 13/02/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №37

2003 წლის 7 თებერვალი

 ქ. თბილისი

„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326 ბრძანებულების მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები:

„10. საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომზადებულ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის სახელით გამოსვლის უფლება მიეცეს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს (ან მოადგილეს). აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ახალი საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენისას, რომელსაც პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის დავალებით წარადგენს მთავრობის წევრი. ამის თაობაზე დამატებით ეცნობება საქართველოს პარლამენტს.

11. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას და შეთან­ხმებას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (ან მოაგილე), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება კონკრეტულ სფეროს – შესაბამისი დარგობრივი უწყების ხელმძღვანელი (ან მოადგილე).

12. საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონ­მდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს, რომლებიც არ არიან მომზადებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებუ­ლებებში, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს უფლებამოსილი პირი. ამის თაობაზე დამატებით ეცნობება საქართველოს პარლამენტს.

13. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონ­კრეტულად არ განსაზღვრავს კანონპროექტის მომხსენებელს“.

ე. შევარდნაძე