"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№247
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება № 247

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის                      2006 წლის 30 იანვრის № 213 ბრძანებაში ცვლილებ ებ ის ა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., № 13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები და დამატებები:

1.მე-2 მუხლის პირველი პუქნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობის და ბინადრობის მოწმობების გაცემა და შეცვლა;”.

2. მე-2 მუხლ ი ს:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ქვეპუნქტი:

„ე2) საქართველოდან გასვლის ვადლებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი5“ქვეპუნქტი:

„ი5) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა;“;

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი6“ ქვეპუნქტი:

„ი6) საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემა;“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე1“, „ე2“, “ვ”, „ზ2“, „ი“, „ი1“, „ი2“, „ი6“და “კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“.

    მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 17 იანვრიდან.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი თებერვლიდან.

ზ. ადეიშვილი